გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
მაი 18, 2023

საერთაშორისო საავტომობილო და სახიფათო ტვირთების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირება

საერთაშორისო საავტომობილო და სახიფათო ტვირთების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირება
გრინვეის სასიამოვნო სიახლე აქვს მომხმარებლებისთვის - ზაჰესის გარდა, ADR და ECMT-ს შესაბამისობის ოქმის მიღება უკვე დამატებით ორ მისამართზეა შესაძლებელი: თბილისსა და ფოთში. აღნიშნული სერვისი განკუთვნილია იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო ან სახიფათო ტვირთები გადააქვთ.
ADR-სახიფათო ტვირთების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირება
ADR (European Agreement on the Transport of Dangerous Goods by Road) – „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ “ ევროპული შეთანხმებაა, რომელიც დაიდო 1957 წლის 30 სექტემბერს ქ. ჟენევაში. საქართველოს მთავრობის დადგენილება №89  ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს:
  • სახიფათო ტვირთების გადაზიდვის პირობებს;
  • სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;
  • მძღოლების მომზადებისა და დაშვების წესებს;
  • სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების, დაშვების და შესაბამისობის ოქმის გაცემის პირობებს;
  • გადაზიდვაში მონაწილე მხარეთა უფლებებსა და პასუხისმგებლობებს.
რეგლამენტის მთავარი მიზანია:
  • მძღოლების, მგზავრებისა და ქვეითების უსაფრთხოების დაცვა;
  • საგზაო შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენცია;
  • ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება.
ADR-ის შესაბამისობის ოქმის მისაღებად სატრანსპორტო საშუალება ტექდათვალიერებას გადის წელიწადში ერთხელ.
ADR ტექინსპექტირების ცენტრები:
ECMT – საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდი სატვირთო ავტომობილების ტექინსპექტირება.
ECMT (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია) არის სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომელიც 1953 წელს დაარსდა. საქართველო 2000 წლიდან არის ECMT-ის წევრი.
ECMT სერტიფიკატი ადასტურებს, რომ სატვირთო ავტომობილი ან მისაბმელი აკმაყოფილებს საერთაშორისო ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებს და ვარგისია საერთაშორისო გადაზიდვებისთვის. სერტიფიკატები გაიცემა სხვადასხვა კატეგორიით, მათ შორის: EURO 3, EURO 4, EURO 5, EURO 6 და EEV უსაფრთხო.
ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს:
  • სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელების ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას;
  • გზისთვის ვარგისობის ტესტის ჩატარებას;
  • ECMT სერტიფიკატების გაცემის, შეცვლისა და გაუქმების წესებს.
ECMT სერტიფიკატის მისაღებად სავალდებულოა პერიოდული ტექდათვალიერების გავლა.
ECMT ტექინსპექტირების ცენტრები:
მიიღე ADR და ECMT შესაბამისობის ოქმი და დასაჩუქრდი.

ასევე ნახე