star icon

ბლოგი

ჩვენ ერთად ვქმნით ტექინსპექტირების ისტორიას - გრინვეი 7 წლისაა

კომპანიის ისტორია საქართველოში 7 წლის წინ დაიწყო, როდესაც ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე ტექინსპექტირებას დაექვემდებარა ყველა სატრანსპორტო საშუალება. ამ პროცესში „გრინვეი“ რეფორმის დასაწყისიდანვე, 2018 წლის 15 აგვისტოდან ჩაება. 

დღეს, 2025 წელს, 7 წლის შემდეგ, „გრინვეი“ საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 32 ფილიალით და დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 300 თანამშრომელი. კომპანია მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და ამ დროის განმავლობაში უკვე გაწეული აქვს 2,500,000-ზე მეტი მომსახურება. 
 
ამ 7 წლის განმავლობაში გრინვეიმ არაერთი ინოვაციური პროექტი წარმატებით განახორციელა და მოიპოვა ინდუსტრიის ლიდერობა როგორც სერვისის ხარისხის, ასევე ტექნოლოგიური სიახლეების და მიდგომების დანერგვაში.

ციფრული ტრანსფორმაცია და გარემოზე ზრუნვა

2025 წელს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გრინვეიმ დანერგა სრულიად ახალი, შიდა საოპერაციო სისტემა, რომელმაც ტექინსპექტირების პროცესი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ეფექტური, სწრაფი და მოსახერხებელი გახადა.

ბოლო წლებში გრინვეიმ ინსპექტირების ბეჭდური ოქმი სრულად ჩაანაცვლა თანამედროვე, ელექტრონული ფორმატით. მომხმარებელი ოქმს პირდაპირ SMS-ის სახით იღებს, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს: აღარ არის საჭირო ქაღალდების შენახვა, არ არსებობს დაკარგვის რისკი და ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომია როგორც ტელეფონში, ისე ვებსაიტზეც.

ეს ცვლილება არა მხოლოდ მომხმარებლისთვისაა კომფორტული, არამედ ეკოლოგიურადაც მნიშვნელოვანია - ქაღალდის მოხმარება კომპანიაში პროექტის ჩაშვებიდან დღემდე 80%-მდეა შემცირებული.

ცოდნის გაზიარება და მომავალი ხედვა

USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში , „გრინვეი საქართველომ“ პარტნიორებთან (APPLUS, CITA, ტექინსპექტირების ცენტრების გაერთიანება „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“) ერთად შექმნა გრინვეი აკადემია. ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური სასწავლო მოდულები, მომზადდა სახელმძღვანელო მასალები, შემეცნებითი და სასწავლო ვიდეოები, აგრეთვე ფუნქციონირება დაიწყო უნიკალურმა ონლაინ პლატფორმამ - academy.greenway.ge . ასევე, საქართველოს მასშტაბით გადამზადდა ტრენერთა ჯგუფი.

,,სანამ აგინთებს'' - კამპანია უსაფრთხოებისთვის

2025 წელს გრინვეის მთავარი გზავნილია - მოდი გრინვეიში - ,,სანამ აგინთებს”. ეს კამპანია ხაზს უსვამს დროული ტექინსპექტირების მნიშნელობას და მიზნად ცნობიერების ამაღლებას ისახავს. “სანამ აგინთებს” არის შეხსენება, რომ არსებობს საქმეები, რომლებიც არ უნდა გადავდოთ. მათ შორისაა ტექინსპექტირება. 

2025 წელსაც გრინვეი ერთ-ერთი ამოცანა რეფორმის შესახებ სწორი ინფორმაციის, მისი მნიშვნელობისა და საჭიროების ხაზგასმა იყო. ამ მიზნით, წლის განმავლობაში პერიოდულად გაიმართა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია.

კომპანიის ვებგვერდსა და სოციალურ არხებში რეგულარულად ზიარდებოდა რჩევები და რეკომენდაციები ავტომობილის მოვლის, უსაფრთხო გადაადგილებისა და ტექდათვალიერების პროცესთან დაკავშირებით. მათ შორის - რა უნდა შეამოწმოს მძღოლმა, რა და რატომ მოწმდება ტექდათვალიერების დროს, რა პირობებია საჭირო უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის.

გრინვეი აგრძელებს რეფორმის გაძლიერებას, ევროპული სტანდარტების დანერგვას და მომხმარებლებისთვის ინოვაციური სერვისების შეთავაზებას.
 
მადლობა ერთგულებისა და ნდობისთვის!

გაიგე მეტი arrow-right icon

ყველაფერი, რაც მოწმდება ტექინსპექტირებისას

ხშირად, როდესაც ავტომობილის ტექინსპექტირების თარიღი  ახლოვდება, ავტომფლობელებს უჩნდებათ კითხვა: „რა მოწმდება ტექინსპექტირებისას?“ იმისათვის, რომ გრინვეიში მოსულ ყველა მძღოლს ჰქონდეს სრული ინფორმაცია და პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე, მოვამზადეთ ბლოგი, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვმარტავთ, რას ამოწმებენ ინსპექტორები და რატომ არის ეს აუცილებელი.
გამაფრთხილებელი ნიშნების მაჩვენებელთა დაფა
ინსპექტირებისას ერთ-ერთი პირველი  მაჩვენებელთა დაფა მოწმდება.
დაფის თითოეული ნიშანი გვაფრთხილებს მანქანის სისტემის შესახებ. თუ ნიშნები, როგორიცაა სამუხრუჭე გამაფრთხილებელი ან ABS არ მუშაობს, მძღოლი არ იქნება ინფორმირებული სერიოზული პრობლემის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ავტომობილის უსაფრთხოებისთვის.
გამაფრთხილებელი ნიშნების მაჩვენებელი დაფის გამართულობა ინსპექტორებსაც აძლევს საშუალებას, ზუსტად განსაზღვრონ ხარვეზები და დროულად მიუთითონ მძღოლებს პოტენციური პრობლემების შესახებ.
საჭის მდგომარეობა
როგორც სხვა მექანიკურ ნაწილებს, საჭის სისტემასაც ახასიათებს ცვეთა.
გაცვეთილმა ან არასწორად განლაგებულმა საჭემ შეიძლება მართვისას კონტროლის დაკარგვა გამოიწვიოს. საჭის არასწორმა პოზიციამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს საბურავების არათანაბარი ცვეთა, რაც ხშირად ხდება ავარიების მიზეზი.
საჭის მდგომარეობის შემოწმება აუცილებელია როგორც უსაფრთხოებისთვის, ისე ავტომობილის სტაბილური მართვისთვის.
ვრცლად იმის შესახებ, თუ რატომ მოწმდება თითოეული დეტალი, წაიკითხეთ ბლოგში - რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას.
საბურავების მდგომარეობა და პროტექტორის სიმაღლე
პროტექტორები გადამწყვეტ როლს თამაშობს სველ ან მოლიპულ პირობებში, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:
მოჭიდება: პროტექტორი უზრუნველყოფს საბურავების მოჭიდებას გზის ზედაპირზე. თუ პროტექტორი ძალიან გაცვეთილია, მანქანამ შეიძლება დაკარგოს მოჭიდება, რაც გაზრდის მოცურების რისკს, განსაკუთრებით წვიმასა ან თოვლში... ;
წყლის განდევნა: პროტექტორის სიღრმე ხელს უწყობს წყლის განდევნას საბურავის ზედაპირიდან, ამცირებს ჰიდროპლანირების შანსს, სადაც საბურავები კარგავენ კონტაქტს გზის ზედაპირთან წყლის გამო;
დამუხრუჭება: პროტექტორის სიღრმე/სიმაღლე უზრუნველყოფს უსაფრთხოდ დამუხრუჭებას. მოძველებული საბურავები ძალაუნებურად ზრდის დამუხრუჭების მანძილს, რაც პოტენციურად იწვევს უბედურ შემთხვევას;
თანაბარი ცვეთა: საბურავის შემოწმება აუცილებელია იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა საბურავს გააჩნია თანაბარი ცვეთა.
საბურავებისა და დისკების მდგომარეობის შემოწმება
ინსპექტორი საბურავის დათვალიერებისას აფასებს:
  • საბურავის წლოვანებას;
  • პროტექტორის სიმაღლეს;
  • საბურავში არსებულ წნევას;
  • თანაბარია თუ არა ცვეთა.
დისკების შემთხვევაში კი:
  • ხომ არ არის დისკი გატეხილი / გაბზარული;
  • ხომ არ არის დისკი შედუღებული.
ეს კომპონენტები გადამწყვეტ როლს თამაშობს მანქანის კონტროლსა და დამუხრუჭების ეფექტურობაში.
საქარე მინის საწმენდების მდგომარეობა
საქარე მინის საწმენდების ტექნიკური მდგომარეობა მოწმდება, რადგან ისინი უზრუნველყოფენ მკაფიო ხილვადობას ნებისმიერ ამინდში.
გამართული საწმენდები მნიშვნელოვანია 3 მიზეზის გამო:
უსაფრთხოება: საქარე მინის საწმენდები გადამწყვეტ როლს თამაშობს მკაფიო ხილვადობის შენარჩუნებაში ისეთი ამინდის პირობებშიც კი, როგორიცაა წვიმა, თოვლი ან ნისლი. თუ საწმენდები დაზიანებულია, გაცვეთილია ან გამართულად არ ფუნქციონირებს, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მძღოლის ხილვადობაზე და გაზარდოს ავარიების რისკი;
დაზიანების თავიდან აცილება: ეფექტურად მომუშავე საწმენდები ხელს უშლის საქარე მინის დაზიანებას. გაცვეთილმა საწმენდებმა შესაძლოა მინაზე დატოვოს ზოლები ან ნაკაწრები, რაც მაღალი რისკის შემცველია მძღოლისათვის;
კომფორტი: გამჭირვალე და სუფთა  საქარე მინით მანქანით მართვა მძღოლისათვის გაცილებით კომფორტულია.
წინა ფარები და ნათურები
წინა ფარებისა და განათების სისტემა აუცილებელია როგორც მძღოლის, ისე გზის სხვა მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის.
წინა ფარების და ნათურების გამართულობა განაპირობებს:
მკაფიო ხილვადობას მძღოლისთვის - გამართული ფარები და ნათურები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დაბალი განათების პირობებში, როგორიცაა: ღამით ტარებისას, ნისლისა ან წვიმის დროს. გამართული განათება ამცირებს ავარიების რისკს, ეხმარება მძღოლს გზის და პოტენციური საფრთხის დანახვაში;
ხილვადობა სხვა მძღოლებისთვის - მანქანის ნათება ავტომობილს ხილულს ხდის ქვეითთათვის და სხვა მძღოლებისათვის. განსაკუთრებით ბნელი ან არახელსაყრელი ამინდის პირობებში. ეს ხელს უწყობს შეჯახების თავიდან აცილებას, რადგან გზაზე მოძრავ სხვა პირებს შეუძლიათ დაინახონ მანქანის პოზიცია და მოძრაობები და თავი აარიდონ მას;
ხილვადობის დახშობის პრევენცია - არასწორი დახრის კუთხის მქონე ფარებმა შეიძლება გამოიწვიოს შემხვედრი მძღოლისთვის ხილვადობის დახშობა. ინსპექტირება უზრუნველყოფს ფარების არასწორი დახრის კუთხის იდენტიფიცირებას სხვებისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
ციმციმის სიხშირე
ციმციმის სიხშირე აუცილებელია:
სათანადო კომუნიკაციისათვის: ციმციმა არის ძირითადი გზა, რომლის საშუალებითაც მძღოლები აცნობენ საკუთარ განზრახვებს გზის სხვა მომხმარებლებს;
ელექტრო სისტემის გადატვირთვის პრევენციისათვის: ციმციმის გახშირებულმა სიხშირემ შეიძლება გადატვირთოს ელექტრო სისტემა, რაც ავტომობილს დააზიანებს;
რეგულაციების დაცვისათვის: ავტო მწარმოებლების უმეტესობას აქვს რეგულაციები, რომლის მიხედვითაც დგინდება ციმციმის სიხშირის დიაპაზონი (მაგ. 90 ± 30 ციმციმი წუთში). შემდგომი შემოწმებებისას აუცილებელია, რომ ავტომობილი ამ დადგენილ წესებს აკმაყოფილებდეს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
ავტომობილის იდენტიფიკაცია
ტექინსპექტირების გავლისას, დიდი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის იდენტიფიკაციას და საბუთებში მოცემული ინფორმაციის ფაქტობივ სიტუაციასთან შესაბამისობას.
ინდენტიფიკაციისას მოწმდება შემდეგი დეტალები:
  • ავტომანქანის ტიპი, მარკა, მოდელი;
  • საიდენთიფიკაციო ნომერი (ვინ კოდი);
  • სახელმწიფო ნომერი (ნომრის ფირფიტა და მისი მდგომარეობა);
  • საჭის მდებარეობა (მოდიფიკაცია);
  • საწვავის ტიპი (გაზის ინსპექტირების სერთიფიკატი არსებობის შემთხვევაში);
  • კატალიზატორული კონვერტერი (კატალიზატორი);
  • ტაქოგრაფი;
  • სიჩქარის შემზღუდველი.
ძრავის ნაკვეთური
ძრავის ნაკვეთური ავტომობილის საკვანძო ადგილია - ამ ნაწილის შემოწმება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო:
  • უსაფრთხოება - ძრავის ნაკვეთურში მოწმდება ნებისმიერი სითხის (გარდა წყლისა),  მათ შორის საწვავის გაჟონვა;
  • ძრავის მუშაობა - ღვედები, მილები და ფილტრები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, რაც ხელს უწყობს ძრავის ოპტიმალურ მუშაობას;
  • გამონაბოლქვის კონტროლი - გაუმართავი კომპონენტების (როგორიცაა კატალიზატორი ან ლამბდა სენსორი) გამოვლენა მნიშვნელოვანია ემისიების დაშვებული ნომრის ფარგლებში შესანარჩუნებლად;
  • სითხის დონე და ხარისხი - ზეთის, გამაგრილებლის, სამუხრუჭე და საჭის სითხეების შემოწმება უზრუნველყოფს სათანადო შეზეთვას და ხელს უშლის გადახურებას;
  • აკუმულიატორის მდგომარეობა - კოროზიის დონის შემოწმება ხელს უწყობს მანქანის დაქოქვასთან დაკავშირებული და სხვა ელექტრო პრობლემების იდენტიფიცირებას;
  • პრევენციული მოვლა - მცირე პრობლემების ადრეული გამოვლენა ახანგრძლივებს ძრავის გამართულად მუშაობას.
გამონაბოლქვი
ძრავიდან გამომავალი მავნე ნივთიერებების შემცველობის შემოწმებისას, პირველ რიგში, წინასწარ ითვლება ძრავის ბრუნვა, შემდეგ კი სპეციალური მოწყობილობით მოწმდება CO და კვამლიანობა (დიზელის შემთხვევაში).
CO (ნახშირბადის მონოოქსიდი) მხუთავი აირია, რომლის დასაშვებ რაოდენობაზე მეტის შესუნთქვის შემთხვევაში, ადამიანები განიცდიან ჟანგბადის მიმოცვლის მოშლას, რა დროსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს ჟანგბადი აღარ მიეწოდება.
ხმაურის დონე
ხმაურის დონე აუცილებელია იყოს დაშვებული საზღვრების ფარგლებში:
  • სამართლებრივი შესაბამისობა;
  • ავტომობილის მდგომარეობა;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოება;
  • გარემოს დაცვა;  
  • კომფორტი და ცხოვრების ხარისხი.
ფარების ნაკადი
ტექინსპექტირებისას ფარების ნაკადის შემოწმება მნიშვნელოვანია, რადგან ის სათანადო ხილვადობას უზრუნველყოფს.
  • ფარების ტრაექტორია - თუ ფარები ძალიან დაბლაა დახრილი, ისინი არ ანათებენ გზას საკმარისად შორს, რაც ამცირებს ხილვადობას ღამით და ცუდი ამინდის პირობებში;
  • თუ ფარები ძალიან მაღლაა აწეული, ისინი სათანადოდ არ ანათებენ გზას და შეიძლება მძღოლს გზაზე მნიშვნელოვანი დეტალები გამორჩეს;
  • საგზაო ეტიკეტი - არასწორად განლაგებულმა ან ზედმეტად კაშკაშა ფარებმა შეიძლება “დააბრმაოს” საპირისპირო მხრიდან მომავალი მძღოლები, რაც ზრდის ავარიების რისკს, განსაკუთრებით მაგისტრალებზე და სიბნელეში;
  • ელექტრო ან მექანიკური პრობლემების გამოვლენა - დაბალი სიმძლავრის ფარები შეიძლება მიუთითებდეს პრობლემებზე, როგორიცაა გაცვეთილი ნათურა, გაყვანილობის პრობლემები ან არასწორი განლაგება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მანქანის მთლიან მუშაობაზე; 
  • ადაპტაცია სხვადასხვა პირობებთან - სწორად განლაგებული ფარები უზრუნველყოფს სათანადო ხილვადობას, მიუხედავად იმისა, მართავთ ურბანულ პირობებში, მაგისტრალებზე თუ უგზოობაში.
მუხრუჭები
მუხრუჭების შემოწმება პრიორიტეტულია, რადგან მუხრუჭები მანქანის უსაფრთხოების  ყველაზე კრიტიკული სისტემაა.
  • უსაფრთხოება - მუხრუჭები ავტომობილის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. გაცვეთილმა ან გაუმართავმა მუხრუჭებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მძღოლს, მგზავრებს და გზაზე მყოფ ყველა პირს;
  • ავარიების თავიდან აცილება - გამართული მუხრუჭები უზრუნველყოფს ავტომობილის ეფექტურად გაჩერებას, განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციებში, რაც ამცირებს შეჯახების რისკს;
  • პრობლემის ადრეული გამოვლენა - ინსპექტირება გვეხმარება გაცვეთილი სამუხრუჭე ხუნდების, სამუხრუჭე სითხის გაჟონვის ან დახაზული/დაბზარული სამუხრუჭე დოლების იდენტიფიცირებაში, სანამ ისინი პრობლემად გარდაიქმნება;
  • მართვის უკეთესი გამოცდილება – კარგად მოვლილი სამუხრუჭე სისტემა უზრუნველყოფს უფრო გლუვ  დამუხრჭებას. 
სავალი ნაწილი
სავალი ნაწილის მწყობრში ყოფნა მრავალ დეტალს განაპირობებს:
  • სტრუქტურული მთლიანობა - შასის და ჩარჩოს შემოწმება უზრუნველყოფს, ჟანგისა და სტრუქტურული დაზიანების არსებობის დროულ გამოვლენას;
  • საჭის ნაწილები - მოშვებულმა ან გაცვეთილმა საჭის დამაკავშირებელმა ნაწილებმა შეიძლება გამოიწვიოს საჭის დაუმორჩილებლობა - განსაკუთრებით მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას;
  • სამუხრუჭო სისტემა - ნებისმიერმა გაჟონვამ, კოროზიამ ან დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მუხრუჭის სრული გაუმართაობა - რაც გზაზე გადაადგილებისთვის მთავარი საფრთხეა;
  • გადაცემის და დენის მიწოდების მონიტორინგი - შეუმჩნეველმა ცვეთამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ვიბრაცია და ენერგიის დაკარგვა;
  • სითხის გაჟონვა - გაჟონვის ადრეული გამოვლენა ხელს უშლის ძვირადღირებული შეკეთებების საჭიროებას და სისტემის სრულ გაუმართაობას; 
  • გამონაბოლქვი და საწვავის სისტემები - საწვავის დაზიანებული მილები და გამონაბოლქვის კომპონენტები წარმოადგენს ხანძრის რისკს და შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური აირების შეღწევა სალონში.
ინსპექტირების დასრულება და დასურათება
ტექინსპექტირების დასრულების შემდეგ, ინსპექტორი უღებს მანქანას ფოტოებს, რაც ჩვენს სისტემაში ინახება. ინსპექტირების დროს აღმოჩენილი ფაქტები გადადის ინსპექტირების საბოლოო ანგარიშში და ამით სრულდება ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი.
საბოლოო ეტაპზე, ინსპექტორს ავტომობილი გამოჰყავს მფლობელთან და გააცნობს მას ტექინსპექტირების ანგარიშს დეტალურად. 
გისურვებთ ტექინსპექტირების წარმატებით გავლას!
გაიგე მეტი arrow-right icon

გრინვეი 6 წლისაა - გრინვეისთან ერთად სწორ გზას ადგახარ

2024 წელს “გრინვეი საქართველოს" 6 წელი შეუსრულდა. ის, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეფორმის პირველივე დღეებიდან ზრუნავს ტექინსპექტირების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ინოვაციური და მაღალი ხარისხის მომსახურეობის მიწოდებაზე და ნერგავს ევროპულ სტანდარტებს ინდუსტრიაში.
გრინვეის განვითარების 6 წლიანი გზა
გრინვეის - საქართველოში ყველაზე დიდი ტექინსპექტირების კომპანიის ისტორია 6 წლის წინ დაიწყო. 2019 წლიდან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტექინსპექტირებას ყველა სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა. 2018 წლის 15 აგვისტოს გრინვეი ოფიციალურად შეუდგა ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმეს. დღეს, 6 წლის შემდეგ, გრინვეი მთელი საქართველოს მასშტაბით 32 ფილიალითაა წარმოდგენილი, გრინვეიში დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი. კომპანია 51 ტექინსპექტირების ხაზით ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში უკვე მოემსახურა 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელს.
ინოვაციები და საგანმანათლებლო პროექტები
გრინვეის მიერ ამ წლების განმავლობაში არაერთი ინოვაციური პროექტი განხორციელდა. 2024 წელს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დაინერგა ახალი საოპერაციო პროგრამა, რამაც ტექინსპექტირების პროცესი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახადა.
2024 წელს USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, „გრინვეი საქართველომ“ თავის პარტნიორებთან (APPLUS, CITA, ტექინსპექტირების ცენტრების გაერთიანება „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“) ერთად შექმნა გრინვეი აკადემია, რომლის ფარგლებში შემუშავდა ტრენინგ მოდულები, დამზადდა სახელმძღვანელო, შემეცნებითი და სასწავლო ვიდეოები და შეიქმნა უნიკალური ონლაინ პლატფორმა - academy.greenway.ge, მთელი საქართველოს მასშტაბით გადამზადდა ტრენერთა ჯგუფი. ამ მასშტაბური წამოწყების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ბლოგში - გრინვეი აკადემია - პროექტის პრეზენტაცია.
პროექტი ხელს უწყობს რეფორმის განმტკიცებას და უზრუნველყოფს ერთიანი, მაღალი სტანდარტების დანერგვას ტექინსპექტირების ცენტრებში, ინსპექტორობის მსურველების თუ უკვე არსებული ინსპექტორების განგრძობად მომზადება - გადამზადებას.
კამპანია „სწორ გზას ადგახარ“ - სოციალური პასუხისმგებლობა
2024 წლის ზაფხულში გაეშვა გრინვეის ახალი კამპანია „სწორ გზას ადგახარ“, რომელიც მხოლოდ მარკეტინგული ინიციატივა არ არის, ის გრინვეის სოციალურ პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილია. დროული ინსპექტირების მნიშვნელობის ხაზგასმით, კამპანია ხელს უწყობს გზაზე მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილებას, რითაც უბედური შემთხვევების წარმოქმნის რისკების არიდებაც იქნება შესაძლებელი. საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი შეხედულებების შესახებ კი ვრცლად ვსაუბრობთ ბლოგში - მითები და რეალობა ტექინსპექტირების შესახებ.
გამართული მანქანით გადაადგილება ავტომფლობელისთვის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და კამპანიის მესიჯი სწორედ ამისკენაა მიმართული.
ეკომეგობრული მიდგომა და ციფრული ტრანსფორმაცია
გრინვეიმ ბოლო წლებში უპრეცედენტო სიახლე დანერგა და ინსპექტირების ოქმი ჩანაცვლდა ელექტრონული ვერსიით, რომელსაც მომხმარებელი იღებს სმს-ის სახით. საქართველოს ინდუსტრიისთვის ეს არის ინოვაცია და როგორც ყველა სხვა მიმართულებით, გრინვეი ამ მიმართულებითაც პირველია.
მხოლოდ ამ ცვლილებით, გრინვეიმ წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ფურცლის დაბეჭდვაზე თქვა უარი, რამაც 72%-ით უკვე შეამცირა გრინვეის მხრიდან ქაღალდის მოხმარების მაჩვენებელი. მეორეს მხრივ, ჩვენს მომხმარებელს მუდმივად შეუძლია თან იქონიოს თავისი ავტომობილის/ავტომობილების ინსპექტირების ონლაინ ისტორია.
მომხმარებელზე ზრუნვა და სამომავლო გეგმები
გრინვეი წელსაც აქტიურად ზრუნავდა მომხმარებელზე. პირველ რიგში, კომპანია აგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს რეფორმის შესახებ სწორი ინფორმაცია, მისი მნიშვნელობა და საჭიროება. ამისთვის 2024 წელს პერიოდულად იმართებოდა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია. ამასთან ერთად, სერვისის მაღალი ხარისხის სტაბილურად შესანარჩუნებლად მომსახურების გაუმჯობესების ტრენინგები გრძელდება, რაც თითოეული ვიზიტის კომფორტულობას განაპირობებს.
კომპანია მომავალშიც გააგრძელებს რეფორმის განმტკიცებას და ევროპული სტანდარტების დანერგვას ინდუსტრიაში, მომხმარებლებს კი არაერთ ინოვაციურ სიახლეს ვპირდებით.
გაიგე მეტი arrow-right icon

არის თუ არა ეს საბუთი? - ანუ, როგორ შექმნა Greenway-მ ტექინსპექტირების სრულიად ახლებური გამოცდილება

სტუდენტობისას „Xerox“-ებში დაკონსპექტებული ლექციები იქნება, თუ უნივერსიტეტის დიპლომი, გამოკვლევის შედეგები, თუ ცნობა, რომელიც რაღაცას ადასტურებს, „ყოველი შემთხვევისთვის“ ამობეჭდილი კონცერტის ბილეთები, თუ ათასნაირი ხელშეკრულება, ფაქტია, რომ ადამიანების ცხოვრება სავსეა ბიუროკრატიით, შინაარსისგან დაცლილი რიტუალებითა და უსარგებლო ფურცლებითა თუ საბუთებით.

ეს რეალობა, ჩვენს დროში ახირებას უფრო ჰგავს, ეპოქაში, როცა უკვე მარტივად შეიძლება, რომ აბსოლუტურად ყველა ფიზიკურ საბუთს, საკუთარი ციფრული ტყუპისცალი ყავდეს.

ამ უფუნქციო დოკუმენტთა ვრცელ ჩამონათვალში, საკუთარი მოკრძალებული ადგილი გრინვეის ტექინსპექტირების საბუთსაც ეკავა, თუმცა ეს ამბავი უკვე წარსულს ჩაბარდა, რადგან კომპანია, 2023 წელს, სრულად გადავიდა ტექინსპექტირების გავლის დამადასტურებელი ციფრული საბუთის/ოქმის SMS-ით მიღებაზე.

სწორედ ამ ცვლილებას და უკეთესი ეკოლოგიური გარემოს შექმნის იდეას უკავშირდება Greenway-ის ახალი საკომუნიკაციო კამპანია ფურცელზე, რომელიც თითქმის აღარაფერში დაგჭირდებათ.

გვესაუბრება თეონა ჭკადუა, Greenway-ის კომერციული დირექტორი

- თეონა, მოგვიყევით საიდან და რატომ გაგიჩნდათ ტექინსპექტირების საბუთის გაციფრულების სურვილი და როგორ მიხვედით კამპანიის იდეამდე?

გამომდინარე იქიდან, რომ ტექინსპექტირების რეფორმა, საკუთარ თავში, გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვას მოიაზრებს, ჩვენი ფიქრი, მუდმივად მიმართულია ამ ღირებულებების ტექნიკურ, პროცედურულ ნაწილში გამოტანაზე. სწორედ ამიტომ, გრინვეის ხუთწლიანი ისტორია სავსეა ახალი და ინოვაციური პროექტებისა თუ პროდუქტების მუდმივი ძიებისა და დანერგვის პროცესით.

რადგანაც მომხმარებელთა უმეტესობას ტექინსპექტირების გავლა წელიწადში ერთხელ უწევს, დღის წესრიგში ჯერ „სმს შემახსენებლის“ გააქტიურების საკითხი დადგა, ასევე მომხმარებელს ჩვენს ვებგვერდზე საკუთარი კაბინეტის შექმნის შესაძლებლობაც მივეცით, საიდანაც უმარტივესად აკონტროლებს საკუთარი თუ ოჯახის წევრების ავტომობილების ტექინსპექტირების პროცესს, ჯავშნის სერვისს და იხდის მომსახურების საფასურს.

როდესაც ვცდილობთ ეკომეგობრული იდეის განხორციელებას და ამის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებას, პირველ ტესტს პროექტი ყოველთვის თანამშრომლებში და გუნდში გადის ხოლმე. მნიშვნელოვანია სწორედ განსაზღვრო რამდენად დროული, მისაღები და გასაგებია ქმედება თუ სათქმელი.

ტექინსპექტირების ფურცლის „გაქრობის“ და მისი sms საბუთით ჩანაცვლების იდეაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთ შეხვედრაზე, ნახევრად ხუმრობით გაჟღერდა და რადგანაც ის ყველამ დიდი ენთუზიაზმით აიტაცა, მალევე სერიოზულად მოვკიდეთ ხელი „უფურცლობის პროექტს“.

სხვა სიკეთეებთან ერთად, ამ პროექტის კიდევ ერთი უპირატესობა ის იყო, რომ საოპერაციო, ლოჯისტიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენი სამუშაო პროცესი ბევრად ხარჯთეფექტური გახდა (გაუქმდა პრინტერის, ფურცლის და კარტრიჯის მთელი საქართველოს მასშტაბით მიწოდება/მომსახურების დანახარჯები, შესაბამისად - ქაღალდისა და ნავთობპროდუქტების მოხმარება).

სისტემის აწყობის შემდეგ, იწყება ტესტირება, რომელიც ყველაზე შრომატევადი და საყურადღებო ეტაპია. 1 sms-ის მოსვლა გარედან ძალიან მარტივი ამბავი ჩანს, მაგრამ ამის უკან, თვეების მანძილზე, უამრავი ადამიანის დაუღალავი შრომა და ძალისხმევა დგას.

მახსოვს, სატესტო launch-ის პერიოდში ჩემს მანქანას უწევდა ტექინსპექტორება და როგორც ბავშვის დაბადებას ელი, ისე ველოდი sms-ს. არ მომივიდა (იცინის).

- კამპანიის გზავნილიდან ჩანს, რომ ფიზიკური საბუთის გამოყენებაზე ბოლომდე უარს არ/ვერ ამბობთ, უფრო დეტალურად აგვიხსენით, რა დატვირთვა აქვს სიტყვას „თითქმის“ ?

როგორც greenway-ის ყველა სხვა ინიციატივა, ეს პროექტიც ორ მთავარ ღირებულებას ემსახურება: გარემოზე ზრუნვას და მომხმარებლის კომფორტს.

თუ ტექინსპექტირების ფურცლის მიღება კლიენტის დაჟინებული სურვილია, ან სპეციფიკურ სიტუაციაში ამ ფორმით სჭირდება საბუთი, მისი მოთხოვნა რა თქმა უნდა, კმაყოფილდება, თუმცა, გვინდა ყველამ გაიაზროს გაციფრულების უპირატესობა და გათავისუფლდეს უსარგებლო ფურცლების გაუცნობიერებელი სიყვარულისგან.

მხოლოდ ამ ცვლილებით, წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ფურცლის დაბეჭდვაზე ვთქვით უარი, რაც პირველ წელს 50%-ით, ხოლო მომდევნო წლებში 70-80% შეამცირებს Greenway-ის მხრიდან ქაღალდის მოხმარების მაჩვენებელს.

- გრინვეისგან უშუალო და პოზიტიური კამპანიები არც აქამდე გვაკლდა, თუმცა ეს კამპანია განსაკუთრებით მხიარული და იუმორისტული გამოვიდა. გაგვიმხილეთ, რისი თქმა გსურდათ ამ „სიმსუბუქით“ და ვინ იმუშავა კამპანიაზე?

გრინვეის მილიონი მომხმარებლისათვის ამ სიახლის თანაბარი წარმატებით მიწოდება და ამბის ყველასათვის გასაგებ ენაზე მოყოლა, მართლაც რთული გამოწვევა იყო. თავიდან, ყველაფერი უფრო აკადემიურად წარმოგვედგინა, მაგრამ მავერიკის გუნდთან შეხვედრის შემდეგ, კრეატიულმა გადაწყვეტილებამ ჯერ დაგვაფიქრა, მერე კი ეს ენთუზიაზმი ყველას ერთიანად გადმოგვედო.

სინამდვილეში ხომ ეს ცვლილება მომხმარებელს ყოველდღიური, წვრილმანი თავის ტკივილებისგან ათავისუფლებს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ დიდაქტიკური TOV-ის ნაცვლად, კომუნიკაციას სიმსუბუქე უფრო მოუხდებოდა. კამპანიის მთავარ მესიჯსაც საზოგადოებისთვის ნაცნობი ჟღერადობა აქვს - არის თუ არა ეს საბუთი? კი, გრინვეის სმს ნამდვილად არის დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ტექინსპექტირება გავლილი გაქვს.

- რამდენ ხანს გასტანს კამპანია და ხომ არ ველოდოთ მომავალში მსგავს ინიციატივებს ?

კამპანია დაახლოებით ორი თვე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება უამრავი საინტერესო ტიპის კონტენტი, მათ შორის, ბლოგები, ქვიზები, თუ სხვადასხვა ფორმატის მქონე სახალისო ვიდეო კონტენტი.

იმედი მაქვს, ჩვენი მომხმარებელი ამ სიახლესაც ისევე პოზიტიურად შეხვდება, როგორი ურთიერთობაც უკვე წლების მანძილზე ჩამოგვიყალიბდა.

სამომავლოდ, გრინვეის გუნდი კიდევ გეგმავს საინტერესო პროექტებს, მათ შორის, ლოიალური მომხმარებლისთვის პროცედურების კიდევ უფრო გამარტივებას.

აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს, ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის და მხარდაჭერისთვის.

საბოლოოდ: არის თუ არა ეს საბუთი?

„გრინვეის“ ეს ნაბიჯი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ქაღალდის დაზოგვა - ეს არის უარის თქმა იმ მოძველებული ბიუროკრატიისთვის, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას ტვირთავს. როცა წელიწადში ნახევარ მილიონ ფურცელზე ამბობ უარს, შენ არა მხოლოდ გარემოს უფრთხილდები, არამედ მძღოლებსაც ათავისუფლებ დაკარგული საბუთების ძებნის სტრესისგან.
არ გამოგრჩეს სხვა საინტერესო სიახლეები. თვალი ადევნე გრინვეის ფეისბუქ და ვებ-გვერდს.

გაიგე მეტი arrow-right icon