გრინვეი აკადემიაში ტრენინგები მიმდინარეობს

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად, გრინვეი აკადემიაში 2026 წელსაც გრძელდება თანამშრომელთა ტრენინგები სერვისისა და ტექნიკური მიმართულებით. გრინვეისთვის მომხმარებლების უსაფრთხოება, ნდობა და კმაყოფილება პრიორიტეტულია, ამიტომ ტრენინგების მთავარი მიზანია თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის გაღრმავება, ტექნიკური უნარების განვითარება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

თეორიული და პრაქტიკული სწავლება

ტექნიკური ტრენინგები მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ პრაქტიკული გადამზადება მიმდინარეობს უშუალოდ სერვისცენტრებში, სადაც თანამშრომლები მიღებულ ცოდნას რეალურ სამუშაო პროცესში იყენებენ.

სასწავლო პროგრამები ხორციელდება ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მოქმედი რეგულაციებისა და საქართველოს მთავრობის №511 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

ტრენინგების მთავარი თემები

ტრენინგების პროცესში განიხილება ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა:
  • ავტომობილის იდენტიფიკაცია - ეს ინსპექტირების პირველი და აუცილებელი ეტაპია, რომლის დროსაც დგინდება სატრანსპორტო საშუალების შესაბამისობა წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან. ეს პროცესი მოიცავს ავტომობილის VIN კოდის, სარეგისტრაციო ნომრის, ტექპასპორტისა და სხვა მონაცემების შედარებას;
  • ავტომობილის შემოწმება სივრცეში - მოწმდება ინტერიერი, ექსტერიერი, გამონაბოლქვი, სამუხრუჭე მოწყობილობები. ტრენერი აზიარებს საუკეთესო პრაქტიკას გამონაბოლქვის შემოწმების კუთხით, ასევე განიხილავს, თუ რა მნიშვნელოვან დეტალებს უნდა მიექცეს ყურადღება ამ პროცესში. თანამშრომლები სიღრმისეულად ეცნობიან საქართველოს მთავრობის №510 რეგლამენტში მითითებულ მუხლებს, რომლითაც განსაზღვრულია შესაბამისი ხარვეზები;
  • ორმოზე სრულყოფილად შემოწმება - მანქანის ქვედა ნაწილის დეტალური ინსპექტირება, რომლის დროსაც მოწმდება ძარის, ძრავის და შასის კომპონენტები. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა გამოვლინდეს ავტომობილის ფარული დაზიანებები;
  • კაპოტის გახსნა და დახურვა - მისი საკეტების შემოწმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა გამოირიცხოს მოძრაობის დროს გახსნის ნებისმიერი რისკი;
  • სწავლების პროცესში თანამშრომლები საკუთარ ყოველდღიურ სამუშაო სიტუაციებს განიხილავენ, რაც გუნდს გამოცდილების გაზიარებასა და ხარვეზების პრევენციაში ეხმარება.

სერვის პლუსის ტრენინგები

სერვისის მიმართულების ტრენინგების მთავარი მიზანი მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარების დახვეწაა. გარდა თეორიული ცოდნისა, მონაწილეები სწავლობენ, თუ როგორ გახადონ ტექინსპექტირება მომხმარებლისთვის უფრო მარტივი და კომფორტული. 

ტრენინგები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • გუნდური მუშაობა - ტრენინგები ორიენტირებულია ერთიანი, მოტივირებული სამუშაო გარემოს შექმნაზე. თანამშრომლებს შორის შეთანხმებული და სწრაფი კომუნიკაცია მუშაობის პროცესს ბევრად მოქნილს ხდის. შედეგად, იზოგება დრო, რაც პირდაპირ აისახება მომხმარებლის კმაყოფილებაზე. 
  • რეალური შემთხვევების განხილვა და გამოცდილების გაზიარება - ტრენინგზე სხვადასხვა სერვისცენტრის თანამშრომლები განიხილავენ პრაქტიკაში არსებულ პრობლემურ სიტუაციებს. სხვადასხვა ფილიალის პრაქტიკის გაცნობა გუნდს ეხმარება, იყოს უფრო მოქნილი და არასტანდარტულ სიტუაციებში სწრაფად იპოვოს პრობლემის მოგვარების საუკეთესო, მომხმარებელზე ორიენტირებული გზა. 
  • პროფესიული ეტიკეტი და გარემო - მენეჯერები სწავლობენ სერვისცენტრში მოწესრიგებული და პოზიტიური ატმოსფეროს შენარჩუნებას. ინსპექტორებისა და გრითერებისთვის კი აქცენტი კეთდება ავტომფლობელებთან უშუალო, თავაზიან კომუნიკაციასა და უკუკავშირზე.
  • მომხმარებლებთან ურთიერთობა - ინსპექტორები მომხმარებელს პროცესის არსს განუმარტავენ, ხოლო მენეჯერები ორიენტირებულნი არიან ნებისმიერი გაუგებრობის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაზე. ჩვენი მიზანია, მძღოლებმა ხარვეზების შესახებ ინფორმაცია მიიღონ არა როგორც შენიშვნა, არამედ როგორც რეკომენდაცია მათივე უსაფრთხოებისთვის.

უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთელი ქვეყნის მასშტაბით

გრინვეის საქართველოს მასშტაბით 32 ფილიალი აქვს და მუდმივად ზრუნავს თითოეული თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაზე, რათა მძღოლებმა ჩვენთან ვიზიტისას თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ.

შეგახსენებ, რომ გრინვეის ვებგვერდზე ტექინსპექტირების წინასწარ დაჯავშნის ფუნქციონალი მოქმედებს, სადაც სასურველ რეგიონს, ქალაქს, ფილიალსა და დროს აირჩევ. მართალია, წინასწარი ჩაწერა სავალდებულო არ არის და მომსახურებას ნებისმიერ ცენტრში ჯავშნის გარეშეც მიიღებ, თუმცა წინასწარი ჯავშანი ლოდინის დროს შეგიმცირებს. 













გაიგე მეტი arrow-right icon

გრინვეის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა

2025 წელს გრინვეიში წარმატებით დასრულდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. სამ თვიანი სტაჟირება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული უნარების განვითარებას. 
სტაჟიორებმა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში შეიძინეს პროფესიული გამოცდილება და გაეცნენ სერვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას.  პროგრამის დასრულების აღსანიშნავად გაიმართა დაჯილდოების ღონისძიება, სადაც სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ. 
მნიშვნელოვანია, რომ სტაჟიორთა დიდმა ნაწილმა გააგრძელა მუშაობა გრინვეის თბილისის სერვის ცენტრებში, რაც პროგრამის ეფექტურობასა და რეალურ შედეგს ადასტურებს. 
პრაქტიკული გამოცდილება და ტრენინგები
სტაჟირების პერიოდში მონაწილეებმა არა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილება  მიიღეს, არამედ ჩაერთნენ გრინვეი აკადემიის“ ტრენინგებში. ტრენინგები მოიცავდა მთავარ საკითხებს:
  • ტექინსპექტირების თეორიულ საფუძლებსა და პრაქტიკულ მაგალითებს;
  • სამუშაო პროცესში საჭირო პროფესიულ უნარებს;
  • სერვის პლიუსს-მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას.
დაიწყე კარიერა გრინვეიში
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გრინვეის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და მისი მთავარი მიზანია:
  • ახალგაზრდებისთვის კარიერის დაწყების შესაძლებლობების მიცემა;
  • კვალიფიციური კადრების მომზადება;
  • ტექინსპექტირების სფეროს განვითარება სტუდენტების ჩართულობით.
თუ გრინვეიში მუშაობის დაწყებით და საკუთარი მოტივაციის წარმოჩენით ხარ დაინტერესებული გაეცანი ბლოგს - როგორ მოვემზადო გრინვეიში გასაუბრებისთვის 
გაიგე მეტი arrow-right icon

გრინვეი აკადემიის ტრენინგები - პროფესიული განვითარება და მომსახურების ხარისხის ზრდა

გრინვეი აკადემიის ფარგლებში სისტემატურად ტარდება ტრენინგები, რომელთა მთავარი მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, თანამშრომელთა პროფესიული უნარების გაძლიერება და მომხმარებელთა კმაყოფილების მუდმივი ზრდა. ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და ორიენტირებულია როგორც ტექნიკური ცოდნის გაღრმავებაზე, ისე მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე.

ტრენინგს აქტიურად ესწრებოდნენ გრინვეის სტაჟიორები, გრითერები და ინსპექტორები. გრინვეი ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებასა და ტექინსპექტირების შესახებ თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე.

სერვის პლიუსის ტრენინგები

სერვის პლიუსის მიმართულების ტრენერები ყურადღებას ამახვილებდნენ: 

თანამშრომლების კომუნიკაციის უნარების გაძლიერებაზე;

მომსახურების სტანდარტების ერთიანი და მაღალი დონის პრაქტიკაში დანერგვაზე;

მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომების განვითარებაზე ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.

ტრენინგების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ეფექტური კომუნიკაცია. მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება.

ტრენინგის ფარგლებში მათ:

განიხილეს რეალური სამუშაო ქეისები;

იმუშავეს ყოველდღიურ სიტუაციებზე დაფუძნებულ სცენარებზე.

ტექნიკური მიმართულების ტრენინგები

ტრენინგები ჩატარდა ტექნიკური მიმართულებითაც. ტრენინგის ფარგლებში მიმოიხილეს მთავრობის N510, N511 და N37 დადგენილებით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის:

ავტომობილის აგებულება;

ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის შემოწმება;

ძრავის ნაკვეთურისა და სავალი ნაწილის თეორიული და პრაქტიკული შემოწმების მეთოდები.

ტრენერმა ასევე ისაუბრა მუხრუჭებისა და გამონაბოლქვის სავალდებულო ნორმებზე, რომლებიც აუცილებელია ავტომობილის ტექდათვალიერების წარმატებით გასავლელად. ასევე განიხილეს რეგლამენტით მითითებული ხარვეზები და ავტომობილის შემოწმების პროცესში მათი გამოვლენის მეთოდები.

გაიგე მეტი arrow-right icon

რა გავითვალისწინოთ გრინვეიში CV-ის გამოგზავნისას?

თუ აღმოაჩინე ვაკანსია, რომელიც მოგწონს, პირველი ნაბიჯი შენი CV-ის გამოგზავნაა. სწორედ რეზიუმეთი ქმნი პირველ შთაბეჭდილებას დამსაქმებელზე, ამიტომ მოგიმზადეთ რამდენიმე რჩევა:

CV-ის შევსებამდე ყურადღებით წაიკითხე ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები. ეს დაგეხმარება შენს რეზიუმეში ხაზი გაუსვა იმ უნარებსა და გამოცდილებას, რომლებიც კონკრეტულ პოზიციას შეესაბამება.

სწორად მომზადებული CV დიდწილად განსაზღვრავს წარმატებას მომავალ გასაუბრებაზე - ამის შესახებ დეტალურად ვსაუბრობთ ბლოგში - როგორ უნდა მოვემზადოთ გრინვეიში გასაუბრებისთვის.

როგორ მოვარგოთ CV კონკრეტულ პოზიციას

თუ გრინვეიში გრითერის ან ინსპექტორის ასისტენტის პოზიციით ხარ დაინტერესებული და ეს შენი პირველი სამსახური იქნება, არ ინერვიულო - ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია და ინტერესის გამოხატვაა. 

CV-ის შედგენისას მნიშვნელოვანია გამოკვეთო უნარები, რომლებიც აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობისას გამოგადგება. მაგალითად, გრითერ-ოპერატორის პოზიცია კომუნიკაბელურობასა და საბუთებთან მუშაობას მოითხოვს. ამიტომ, თუ ამ ვაკანსიით ხარ დაინტერესებული, აუცილებლად გამოკვეთე კომუნიკაციის უნარი, მომსახურების სფეროსადმი ინტერესი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

მთავარია, CV-ის დაწერისას იყო გულწრფელი, არ დაამატო დეტალები, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი რეალური ინტერესები და მოლოდინი. გულწრფელობა ყოველთვის აღიქმება დადებითად და აყალიბებს ნდობას.

გაიგე მეტი arrow-right icon