star icon

ბლოგი

5 რამ, რაც ტექინსპექტირებამდე უნდა შეამოწმო

„გრინვეის“ სერვისცენტრებში ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი გადის ტექინსპექტირებას. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მანქანები ხშირად ისეთი მიზეზების გამო ხარვეზდება, რომელთა გამოსწორებასაც მძღოლი დამოუკიდებლად, საკმაოდ მარტივად შეძლებდა.

ამ ბლოგში ხუთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს განვიხილავთ. თითოეული მათგანის მაგალითზე ავხსნით, თუ რა მოწმდება და როგორ უნდა მოემზადო წინასწარ.

განათება და მასთან დაკავშირებული მარტივად მოსაგვარებელი ხარვეზები

ტექინსპექტირებისას ავტომობილის განათების ყველა ელემენტი მოწმდება, მათ შორის ფარები, მოხვევის მაჩვენებლები, სამუხრუჭე შუქები, სანომრე ნიშნის განათება, უკუსვლის ფარები და საავარიო შუქსიგნალები.

ერთი დაზიანებული განათებაც კი საკმარისია, რომ მანქანამ ინსპექტირება ვერ გაიაროს. ამავდროულად, აღნიშნული პრობლემა ხშირ შემთხვევაში მარტივად გვარდება, რადგან ნათურის შეცვლას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.

შემოწმებამდე სათითაოდ ჩართე ყველა შუქი და დარწმუნდი, რომ რომელიმე მათგანი გადამწვარი ან მბჟუტავი არ არის. მუხრუჭის სიგნალების შესამოწმებლად სხვას სთხოვე, სატერფულს ფეხი დააჭიროს, შენ კი მანქანას უკანა მხრიდან დააკვირდი.

სამუხრუჭე სისტემა და მისი კომპონენტები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციო

სამუხრუჭე სისტემა ავტომობილის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ინსპექტირებისას სიზუსტით მოწმდება. პროცესის განმავლობაში ყურადღება ექცევა, მუხრუჭის ეფექტურობას, დისკების მდგომარეობას, სითხის დონესა და ხელის მუხრუჭის გამართულობას.

თუ დამუხრუჭებისას მანქანიდან უჩვეულო ხმაური, ხახუნი ან ვიბრაცია იგრძნობა, დიდი ალბათობით, ხუნდები გაცვეთილია ან დისკებია დაზიანებული. ამასთანავე, თუ სატერფული ჩვეულებრივზე მეტად რბილია და დაჭერისას ღრმად ეშვება, შესაძლოა სისტემაში არასაკმარისი სამუხრუჭე სითხე იყოს. 


საბურავები და დეტალები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეს

ტექინსპექტირებისას საბურავების პროტექტორის გამოშვების წელი, სიღრმე, ნახატი, ზომა და საერთო მდგომარეობა ფასდება.

ტექინსპექტირებისას საბურავების შემოწმებისას ფასდება გამოშვების წელი, პროტექტორის სიღრმე, საერთო მდგომარეობა, ზომა და პროტექტორის ნახატი. 

ვინაიდან სხვადასხვა მახასიათებლის მქონე საბურავები მკვეთრი დამუხრუჭებისას მოცურების რისკს ზრდის, ერთ ღერძზე განსხვავებული წყვილის გამოყენება დახარვეზების მიზეზი ხდება.

შესაძლოა საბურავი ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს, თუმცა მაინც გამოსაცვლელი იყოს. დროთა განმავლობაში მასალა შრება და თავდაპირველ თვისებებს კარგავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტომობილი ხშირად მზეზე დგას. ამიტომ, ინსპექტირებამდე აუცილებლად დაათვალიერე მხარეები, რათა დარწმუნდე, რომ ზედაპირზე წვრილი ბზარები არ არის გაჩენილი.

საქარე მინა, მინაწმენდები და დასაშვები ნორმები

საქარე მინის მდგომარეობა ხილვადობის თვალსაზრისით მოწმდება. დადგენილი წესების თანახმად, მინამწმენდი მოქმედების არეში ბზარი ან ლაქა არ უნდა ფიქსირდებოდეს, თუმცა 5 მილიმეტრამდე ზომის წერტილოვანი დეფექტი, რომელიც ნაკენჭურის სახელითაა ცნობილი, დასაშვებად ითვლება.

ეს საკითხი ხშირად ხდება გაურკვევლობის მიზეზი. ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ნაკენჭური დახარვეზების საფუძველია, ზოგჯერ კი მძღოლის მხრიდან თვალსაჩინო ბზარებს სათანადო ყურადღება არ ექცევა. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ზუსტი პასუხის მიღება უშუალოდ სერვისცენტრში შეგიძლია, რადგან „გრინვეის“ ნებისმიერ ფილიალში დაზიანების ხარისხს ინსპექტორები ადგილზევე შეაფასებენ.

საქარე მინის გარდა, ცალკე მოწმდება მინამწმენდებიც. ისინი გამართულად უნდა მუშაობდეს, რადგან გაცვეთილი საფარს სათანადოდ ვერ ასუფთავებს და ხილვადობას აუარესებს, განსაკუთრებით ნალექიან ამინდში.


გამონაბოლქვის საკითხი და ბოლო წლებში შეცვლილი რეგულაციები

ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის CO-ს (ნახშირჟანგის) დასაშვები ნორმა უქმ სვლაზე 0.5%, მაღალ ბრუნზე კი 0.3%-ია. 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ რეგისტრირებული ავტომობილებისთვის კი სავალდებულოა ლამბდას კოეფიციენტის კონტროლი, რომელიც 1 ± 0.03 ფარგლებში უნდა იყოს.

ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის CO-ს დასაშვები ზღვარი 0.6%-დან 0.55%-მდე შემცირდა, იმავე პერიოდში კი შემოწმებას ხმაურის კონტროლიც დაემატა.

თუ მანქანა ჩვეულებრივზე მეტ კვამლს გამოყოფს ან მას სპეციფიკური, მძაფრი სუნი აქვს, ეს შესაძლოა ძრავის ან გამონაბოლქვის სისტემის გაუმართაობაზე მიანიშნებდეს. კვამლის ფერსაც მნიშვნელობა ენიჭება, რადგან შავი, ლურჯი ან თეთრი შეფერილობა სხვადასხვა ტიპის პრობლემაზე მეტყველებს.

დაზიანებული მაყუჩი ორმაგ რისკს ქმნის, რადგან ის, ერთი მხრივ, ზრდის გამონაბოლქვის მაჩვენებელს, მეორე მხრივ კი, ხმაურის დონეს. თითოეული მათგანი დამოუკიდებლად შეიძლება გახდეს ავტომობილის დახარვეზების საფუძველი.

ტექდათვალიერებამდე ძრავის ზეთის შეცვლა და სისტემის ვიზუალური შემოწმება პრობლემების დროულად აღმოჩენაში დაგეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე მაყუჩს, რათა მასზე ხვრელი, ჟანგი ან ნაპრალი არ იყოს.

ინსპექტირებისთვის მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს. ნათურების, საბურავების, საქარე მინისა და გამონაბოლქვის დამოუკიდებლად გადამოწმება სულ რაღაც 15-20 წუთშია შესაძლებელი. თუ დათვალიერებისას ან მანქანის მართვისას რაიმე ხარვეზს შეამჩნევ, აუცილებლად მიაკითხე სერვისცენტრს და პრობლემა „გრინვეიში“ ვიზიტამდე, დათქმული თარიღის მოახლოებამდე მოაგვარე.

გაიგე მეტი arrow-right icon

10 რამ, რაც უნდა იცოდე ტექინსპექტირებაზე

ტექინსპექტირების თარიღის მოახლოებასთან ერთად ავტომფლობელებს გარკვეული კითხვები უჩნდებათ. ამ ბლოგში სწორედ ასეთ შეკითხვებს გავცემთ პასუხს:

1. აღარ არის საჭირო ინსპექტირების თარიღის დამახსოვრება. საიტზე greenway.ge შემოსვლისთანავე, სპეციალურ ველში ავტომობილის ნომრის მითითებით, მომენტალურად გაიგებ თუ როდის გიწევს გეგმიური ტექინსპექტირება.

2. იმისათვის, რომ რიგში დგომა არ მოგიწიოს, შეგიძლია ვიზიტი წინასწარ, მარტივად დაჯავშნო ვებ-გვერდზე.

3. ჯავშნისას გადახდის შემთხვევაში აღარ დაგჭირდება დამატებითი კომუნიკაცია ადგილზე. საჭიროა მხოლოდ ტექპასპორტი და ავტომობილის გასაღები.

4. ფილიალში მისვლისას არ ეცადო ავტომობილის ცენტრში თავად შეყვანას - ეს ინსპექტორის მოვალეობაა.

5. ტექინსპექტირების საფასური განსხვავდება ავტომობილების ტიპების მიხედვით: მსუბუქი - 60₾, სატვირთო ან სამგზავრო - 100₾, მისაბმელი - 60₾, ელექტრომობილი - 48₾.

6. თუ ვერ ახერხებ თავად მანქანის მოყვანას, შეიძლება სხვამ მოიყვანოს შენი ავტომობილი.

7. თუ ავტომობილის გამოშვებიდან არ გასულა 4 წელი, ტექინსპექტირების ჩატარება აუცილებელი არ არის.

8. თუ ავტომობილი ჯერ არ გამხდარა 8 წლის, მაშინ ორ წელიწადში ერთხელ დასჭირდება ინსპექტირება. ხოლო თუ უკვე 8 წლის გახდა, მაშინ ინსპექტირების გავლა ყოველ წელს მოუწევს.

9. ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად დაჯარიმდებით, ჯარიმებს ტექინსპექტირების კომპანია არ წერს.

10. თუკი ტექინსპექტირების წინ შფოთვას განიცდი, მარტო არ ხარ. დღეში ათასობით ავტომფლობელი გადის იგივე პროცესს, თუმცა, სანერვიულო არაფერია. ტექინსპექტირებით გარემოსა და ჩვენი გარშემო მყოფების უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ.

თუ გინდა, რომ ვიზიტისას თავიდან აირიდო ხარვეზები, წინასწარ გაეცანი ბლოგს - რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას.

მეტ ინფორმაციას ვებ-გვერდზე, ხშირად დასმულ შეკითხვებში გაეცნობი.

გისურვებთ უსაფრთხო და სასიამოვნო მგზავრობას !

გაიგე მეტი arrow-right icon

ათი სარგებელი, რაც მოაქვს ტექინსპექტირებას

ტექინსპექტირება ბევრისთვის სტრესულ პროცესთან ასოცირდება. სინამდვილეში კი მას მხოლოდ კეთილდღეობა მოაქვს ჩვენთვის, გარემოსთვის და ჩვენი გარშემო მყოფებისთვის. 
ხშირად ეს სტრესი არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარეობს. ამიტომ, სანამ უშუალოდ სარგებელზე გადავალთ, შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი მითებსა და რეალობას ტექინსპექტირების შესახებ.
ბლოგში გაგაცნობთ 10 სარგებელს, რაც მოაქვს ტექინსპექტირებას:
  1. ტექნიკური უსაფრთხოების გარანტია: რეგულარული ინსპექტირება უზრუნველყოფს თქვენი მანქანის სათანადო მდგომარეობაში ყოფნას, რაც ამცირებს მომავალი მექანიკური გაუმართაობის შანსებს. იმისათვის, რომ ზუსტად იცოდეთ, რას ამოწმებენ ინსპექტორები, წაიკითხეთ თუ რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას.
  2. გარემოზე ზემოქმედება: ტექინსპექტირებული ავტომობილი ხელს უწყობს უკეთესი ეკოლოგიური  გარემოს შექმნას.
  3. ავტომობილის სიცოცხლის ხანგრძლივობა: დროული ინსპექტირება დაგეხმარებათ პრობლემების იდენტიფიცირებასა და გამოსწორებაში;
  4. საწვავის ეკონომია: ტექინპსექტირებული მანქანა მუშაობს უფრო ეფექტურად, ხარჯავს ნაკლებ საწვავს და დაზოგავს თქვენს ფულს გრძელვადიან პერსპექტივაში;
  5. სამართლებრივი შესაბამისობა: ინსპექტირებული ავტომობილი შეესაბამება სამოქალაქო რეგულაციებსა და სტანდარტებს, თავიდან აიცილებთ შესაძლო ჯარიმებს, რომლებიც დაკავშირებულია გაუმართავ ან სახიფათო მანქანის მართვასთან;
  6. გადაყიდვის ღირებულება: რეგულარული ინსპექტირება ხელს უწყობს თქვენი მანქანის ღირებულების შენარჩუნებას (მინიმალურ ცვეთას), რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის პოტენციური მყიდველებისთვის;
  7. ავარიების პრევენცია: პოტენციური პრობლემების პრევენცია და ავტომობილის შეკეთება თავიდან აგარიდებთ ტექნიკური მიზეზით გამოწვეულ მოულოდნელ ავარიას, რაც დაგიცავთ როგორც თქვენც, ასევე სხვა ადამიანებს;
  8. პირადი კომფორტი და მოხერხებულობა: ინსპექტირებული მანქანა უზრუნველყოფს უფრო კომფორტულ ტარებას, რაც საერთო ჯამში აუმჯობესებს სასიამოვნო მართვის გამოცდილებას;
  9. სიმშვიდე: იმის ცოდნა, რომ თქვენი მანქანა სათანადო მდგომარეობაშია, საშუალებას გაძლევთ ავტომობილი თავდაჯერებულად და ზედმეტი დარდის გარეშე მართოთ.
  10. საერთო საგზაო კულტურის განვითარება: ტექინსპექტირება მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ არის. გამართული ავტომობილებით გადაადგილება ხელს უწყობს ქვეყანაში უსაფრთხო საგზაო კულტურის ჩამოყალიბებას და რისკების შემცირებას.
 
გისურვებთ ტექინსპექტირების წარმატებით გავლას !
    გაიგე მეტი arrow-right icon

    “სანამ აგინთებს” - არსებობს საქმეები, რომელიც არ უნდა გადადო

    მოდი გრინვეიში – „სანამ აგინთებს“ არის გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს დროული ტექინსპექტირების მნიშვნელობას. გრინვეიში გვჯერა, რომ საგზაო უსაფრთხოება გამართული ავტომობილით იწყება. 
    2025 წლის საკომუნიკაციო  კამპანია “სანამ აგინთებს” ერთგვარი შეხსენებაა, რომ არსებობს საქმეები, რომლებიც არ უნდა გადავდოთ. კამპანიის მიზანი ცნობიერების ამაღლებაა. გვსურს, მძღოლებს დავანახოთ დროული ტექინსპექტირების მნიშვნელობა, ავხსნათ თუ რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას.
    კამპანიის შესახებ
    კამპანიის მთავარ ვიდეორგოლში ასახულია ადამიანის ბუნება და ყოველდღიური ქცევები. ირონიითა და მსუბუქი იუმორით წარმოვაჩინეთ გადადებული საქმეები. მართალია, გადადებულ საქმეს ყოველთვის სავალალო შედეგი არ მოჰყვება, თუმცა ხანდახან ევაკუატორზეც კი აღმოგვაჩენს. გვჯერა, რომ ვიდეოში ბევრი ადამიანი ამოიცნობს საკუთარ თავს და კიდევ ერთხელ დაფიქრდება დროული ტექინსპექტირების მნიშვნელობაზე.
    „გრინვეი“ მომხმარებელს სთავაზობს ხელსაყრელ ადგილმდებარეობებს მთელი საქართველოს მასშტაბით, დაჯავშნის სერვისს, SMS ოქმის მიღების შესაძლებლობასა და აჩქარებული ინსპექტირების პროცესს. ეს ყველაფერი მომხმარებელს დამატებით კომფორტს უქმნის. 
    “გრინვეის” საკომუნიკაციო კამპანია შეიქმნა კრეატიულ სააგენტო T-REC-თან თანამშრომლობით. ის მოიცავს როგორც ძირითად ვიდეორგოლს, ისე პრინტ სერიას, რომელიც ხაზს უსვამს ტექინსპეტირებისას გასათვალისიწინებელ დეტალებს. 
    გაიგე მეტი arrow-right icon