ტექდათვალიერების პროცესთან დაკავშირებით ხშირად გვეკითხებიან თუ კონკრეტულად რა კომპონენტებზე მოწმდება ავტომობილი. ეს კომპონენტებია:
ა) სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;
ბ) სამუხრუჭო აღჭურვილობა;
გ) საჭით მართვის სისტემა;
დ) ხილვადობა;
ე) ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;
ვ) ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;
ზ) შასი და მისი შემადგენლები;
თ) სხვა მოწყობილობები;
ი) უარყოფითი ზემოქმედება;
კ) დამატებითი ტესტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
სრულ შემოწმებას დაახლოებით 15-20 წუთი დასჭირდება. თქვენი უსაფრთხოების მიზნით საინსპექციო სივრცეში შესვლა აკრძალულია, თუმცა შეგიძლიათ არ იღელვოთ, რადგან თქვენი ავტომობილი საიმედო სპეციალისტების ხელშია, თქვენ კი შეგიძლიათ სრულ პროცესს მოსაცდელი ოთახიდან ადევნოთ თვალი.
იმ შემთვევაში, თუ თქვენმა ავტომობილმა პირველ ჯერზე ვერ გაიარა ტექდათვალიერება ,30 კალენდარული დღე გაქვთ (კალენდარული ნიშნავს შაბათ-კვირებისა და დასვენების დღეების ჩათვლით 30 დღეს) ხარვეზების გამოსასწორებლად (ამ პერიოდში პატრული ვერ დაგაჯარიმებთ).
განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება უფასოა და შეიძლება ჩატარდეს ჩვენივე კომპანიის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ იმ პარამეტრებზე, რომლებზეც ხარვეზები გამოვლინდა.
თუ განმეორებითი ტექინსპექტირებისთვის სხვა კომპანიას მიაკითხავთ, მოგიწევთ თანხის ხელმეორედ სრულად გადახდა და ინსპექტირებაც ყველა პარამეტრზე ჩატარდება.
ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით გრინვეის ცხელ ხაზზე: 032 299 77 77