განსაბაჟებელი ავტომობილები - რა უნდა ვიცოდეთ ტექდათვალიერების შესახებ?
17 February, 2021

თუ გყავთ განსაბაჟებელი ავტომობილი, გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას:
 

განსაბაჟებელი ავტომობილის ტექდათვალიერების ვადა განისაზღვრება განბაჟების თარიღიდან. თქვენ გეძლევათ 30 კალენდარული დღე ტექინსპექტირების გასავლელად. ამ პერიოდში შეგიძლიათ მოამზადოთ ავტომობილი გრინვეიში ვიზიტისთვის და შემდეგ გაიაროთ ტექდათვალიერება უმარტივესად, თქვენთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის ტექდათვალიერების ცენტრების ნახვა ამ ლინკზე შეგიძლიათ: https://umartivesad.ge/ka/service-centers

იმისათვის, რომ ავტომობილი მოამზადოთ ტექნიკური ინსპექტირებისთვის, საჭიროა იცოდეთ რა მოწმდება ტექდათვალიერებისას. ავტომობილის შემოწმება ხდება ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებზე:

ა)       სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; 

ბ)      სამუხრუჭო აღჭურვილობა;  

გ)      საჭით მართვის სისტემა; 

დ)     ხილვადობა; 

ე)       ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; 

ვ)       ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; 

ზ)      შასი და მისი შემადგენლები;

თ)     სხვა მოწყობილობები; 

ი)      უარყოფითი ზემოქმედება; 

კ)       დამატებითი ტესტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
 

რა ღირს ტექინსპექტირება?

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების საფასურია 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის 100 ლარი, ელექტრომობილებისთვის კი 48 ლარი. ტექდათვალიერების ფასი სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი და ყველგა ტექინსპექტირების ცენტრში უცვლელია.

გადახდა შეიძლება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით:

გრინვეის ვებგვერდის გამოყენებით: umartivesad.ge
ტერმინალი
ფეიბოქსი
ინტერნეტბანკი
 

იმ შემთხვევაში თუ ტექინსპექტირება  პირველივე ცდაზე ვერ გაიარეთ, 30 კალენდარული დღე გაქვთ ხარვეზების გამოსასწორებლად. განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება უფასოა და შეიძლება ჩატარდეს ჩვენივე კომპანიის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ იმ პარამეტრებზე, რომლებზეც ხარვეზები გამოვლინდა. თუ განმეორებითი ტექდათვალიერებისთვის სხვა კომპანიას მიაკითხავთ, მოგიწევთ თანხის ხელმეორედ სრულად გადახდა და ინსპექტირებაც ყველა პარამეტრზე ჩატარდება.

ტექდათვალიერების თარიღის გაგება გრინვეის ვებ-გვერდიდან უმარტივესად შეგიძლიათ. უბრალოდ ეწვიეთ საიტს umartivesad.ge შეიყვანეთ ავტომობილის ნომერი და გაიგეთ თარიღი.


ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით გრინვეის ცხელ ხაზზე: 032 299 77 77