როგორ მოვემზადოთ გრინვეიში გასაუბრებისთვის?

გასაუბრება ყოველთვის უკავშირდება გარკვეულ სტრესს, რაც სრულიად ბუნებრივია. ახალი სამსახურის ძიებისას ყველას გვსურს პოტენციურ დამსაქმებელზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ. თუმცა, სწორედ ამ დროს ხშირად გასაუბრებაზე მოსულებს ავიწყდებათ ყველაზე მთავარი - საკუთარი ინტერესებისა და რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს დამსაქმებელი შენი უნარები და პიროვნული თვისებები რეალურად დაინახოს.

სანამ გასაუბრებაზე მიხვალ, სასურველია, კომპანიის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ფლობდე. გაეცანი კომპანიის საქმიანობას, ფილიალებს და სოციალურ ქსელებში  გამოქვეყნებულ სიახლეებს.

კომპანიის საქმიანობის შესახებ მარტივად შეგიძლია მეტი გაიგო ჩვენი ბლოგებიდან, მაგალითად, ტექინსპექტირების პროცესზე ვრცლად ვწერთ სხვადასხვა  სტატიაში:  „რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას”, „ყველაფერი, რაც მოწმდება ტექინსპექტირებისას“ და სხვა. ასეთი ცოდნა გასაუბრებაზე დაგეხმარება, უფრო ინფორმირებული იყო კომპანიის საქმიანობის შესახებ. 

როგორ გამოვკვეთოთ მოტივაცია და ინტერესები

თუ გრინვეიში ინსპექტორის ან ინსპექტორის ასისტენტის პოზიციით ხარ დაინტერესებული, აუცილებლად გამოკვეთე შენი მოტივაცია. ისაუბრე, რატომ მოგწონს ავტოსფერო და რა განაპირობებს შენს ინტერესს ტექნიკური ინსპექტირების მიმართ. 

გრითერ-ოპერატორის პოზიციაზე მთავარი ფაქტორი მომსახურებისადმი სიყვარულია. აჩვენე, რომ მოგწონს ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა განივითარო უნარები, რომლებიც დაგეხმარება კარიერულ ზრდაში. ასეთი გულწრფელი დამოკიდებულება ბევრად უფრო დამაჯერებელია, ვიდრე სტანდარტული ფრაზები.

ბუნებრივად ისაუბრე შენს წარმატებებსა და სირთულეებზე - სწორედ ეს ქმნის შენს პიროვნებას. გააზიარე შენი გამოცდილება, ისაუბრე მიზნებზე და რაც მთავარია, დასვი კითხვები, ასე HR უკეთ გაგიცნობს და დაინახავს შენს ინტერესს.

გაიგე მეტი arrow-right icon

მომსახურების გაუმჯობესების ტრენინგები გრძელდება

„გრინვეიში“ განვითარება უწყვეტი პროცესია. კომპანია მუდმივად ზრუნავს მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე, რათა ტექინსპექტირების პროცესი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად გასაგები, კომფორტული და გამჭვირვალე იყოს. სწორედ ამ მიზნით, 2024 წლის სექტემბერში გრინვეიში ტრენინგების მორიგი ეტაპი განხორციელდა.
სერვის პლუსი - კომუნიკაციის მაღალი სტანდარტი
ამჯერად გადამზადების კურსი „გრინვეის“ თბილისისა და რეგიონების სერვის ცენტრების მენეჯერებმა, გრითერ/ოპერატორებმა და ინსპექტორებმა გაიარეს. ტრენინგის მთავარი ფოკუსი მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია იყო. სწავლება მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციფიკა ტექინსპექტირების სფეროში;
  • ეფექტური და კეთილგანწყობილი კომუნიკაციის ტექნიკები;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვა და პრობლემების ოპერატიული გადაჭრა.
გრინვეიში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სერვის პლუსს, შესაბამისად აღნიშნულ ტრენინგებს სისტემატური ხასიათი აქვს.
გრინვეი აკადემია“ - პროფესიული განვითარების სივრცე
სასწავლო პროცესი „გრინვეი აკადემიის“ ბაზაზე მიმდინარეობს, რომელიც USAID-სა და „გრინვეის“ პარტნიორობით შეიქმნა. ეს არის თანამედროვე ტრენინგ ცენტრი, რომელიც არამარტო კომპანიის შიდა კადრებს, არამედ მთლიანად ინდუსტრიას აძლევს საშუალებას ერთიანი და მაღალი სტანდარტებით მოამზადოს ინსპექტორები.
სწავლება ჰიბრიდული მეთოდით მიმდინარეობს - გამოიყენება სპეციალური პლატფორმა academy.greenway.ge, რომელიც მოიცავს ვიდეო გაკვეთილებსა და შემეცნებით მასალებს. კურსის ფარგლებში მონაწილეები გადიან როგორც „სერვის პლუსის“ მოდულებს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს, სადაც დეტალურად განიხილება ინსპექტირების პროცესის ტექნიკური მახასიათებლები და პროცედურული საკითხები. აკადემიის დაარსებისა და მისი განვითარების ეტაპებს დეტალურად გაეცნობით სტატიაში - "გრინვეი აკადემია" - პროექტის წარმატებული დასასრული
შედეგები და სამომავლო გეგმები
შეგახსენებთ, რომ პროექტმა სტარტი 2023 წლის ნოემბერში აიღო და მისი უმთავრესი მიზანი „ტექნიკური ინსპექტორის“ პროფესიის პოპულარიზაცია და გაძლიერებაა. გაზაფხულზე წარმატებით განხორციელებული საპილოტე რეჟიმის შემდეგ, 2024 წლის შემოდგომიდან აკადემია სრულმასშტაბიან ფუნქციონირებაზე გადავიდა და უკვე გადაამზადა თანამშრომლების მეორე ნაკადი.
„გრინვეი“ აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას საქართველოში. ჩვენი მიზანია, მომხმარებელზე ზრუნვა და პროფესიული ზრდა ვაქციოთ ერთიან, განუყოფელ პროცესად.
გაიგე მეტი arrow-right icon

"გრინვეი აკადემია" - პროექტის წარმატებული დასასრული

2023 წლის ნოემბერში "გრინვეი აკადემიამ" USAID-სა და გრინვეის თანამშრომლობის ფარგლებში სტარტი აიღო. პროექტის მიზანს თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ ცენტრისა და სასწავლო მოდულების შექმნა წარმოადგენდა, რომლებიც ახალი პროფესიის, "ტექნიკური ინსპექტორის", გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პროექტი ასევე ტექინსპექტირების რეფორმის განმტკიცებისა და ერთიანი სტანდარტების დანერგვისათვის დაიგეგმა. აღნიშნული ინიციატივა უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების კულტურის ასამაღლებლად, რადგან კვალიფიციური კადრები პირდაპირ განსაზღვრავენ ტექინსპექტირების ხარისხს.
სასწავლო პროცესი და ციფრული რესურსები
იანვარში, „გრინვეი აკადემიის“ ფარგლებში,  გაიმართა ტრენინგი გრინვეისთვის, ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებისთვის  და უშუალოდ ტრენერთათვის. ღონისძიების მსვლელობისას დეტალურად იქნა მიმოხილული სასწავლო მოდულები, ვიდეო გაკვეთილები, სასწავლო პლატფორმის academy.greenway.ge სამუშაო პრინციპები და შესაძლებლობები. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ პროფესიული განვითარება და მომსახურების ხარისხის ზრდა მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდეს. 
პროექტის წარდგენა და საზოგადოებრივი ჩართულობა
გრინვეის თანამშრომელთათვის, ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ასევე უშუალოდ ტრენერთათვის ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 2024 წლის 1 თებერვალს პროექტის პრეზენტაცია შედგა.  პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
საპილოტე ეტაპი და კარიერული პერსპექტივები
მარტში, პროექტის ფარგლებში შემუშავებული საასწავლო მოდულის მიხედვით,  „გრინვეი საქართველოს“ თბილისისა და რეგიონების ინსპექტორების საპილოტო ტრენინგები დაიწყო. ამ ეტაპის მიმდინარეობისა და პირველი შედეგების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბლოგში - "გრინვეი აკადემიაში" საპილოტე ტრენინგები მიმდინარეობს!
პროექტი მაისში წარმატებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპილოტე ტრენინგების დამთავრების შემდეგ, ტრენინგ-ცენტრი მზად არის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირებისათვის და ახალი სტუდენტების გადამზადებისთვის. ეს კი ახალ შესაძლებლობებს უხსნის მათ, ვინც პროფესიულ გზას ახლა იწყებს. საპილოტე ტრენინგის მონაწილე რამდენიმე ათეულ ინსპექტორს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
პარტნიორები და მადლიერება
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს საერთაშორისო თუ ქართველ პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერამაც განაპირობა პროექტის წარმატებით დასრულება:
USAID - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც საქართველოში 30 წელზე მეტია მოღვაწეობს. სააგენტო ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და პროფესიული განათლების განვითარებას;
CITA - სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი;
APPLUS - ვტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მსოფლიო ლიდერი კომპანია „Applus+”, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს;
ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირი საქართველოში.
გაიგე მეტი arrow-right icon

სერვის პლუსის ტრენინგები მენეჯერებისა და ინსპექტორებისთვის

2024 წლის მაისში „გრინვეი საქართველოში“ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ტრენიგების ახალი ეტაპი დაიწყო. 
„სერვის პლუსის“ ტრენინგების ფარგლებში, სერვის ცენტრების მენეჯერებმა და ინსპექტორებმა ეფექტური კომუნიკაციისა და პროფესიული ეთიკის ის პრაქტიკული უნარები აითვისეს, რაც მომხმარებლისთვის ტექინსპექტირების პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.
რატომ არის „სერვის პლუსი“ მნიშვნელოვანი?
,,სერვის პლუსი” არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნა. ეს არის პრაქტიკული უნარების ნაკრები, რომელიც გვეხმარება, რომ ტექინსპექტირების პროცესი, რომელიც ხშირად სტრესთან ასოცირდება, მომხმარებლისთვის მარტივი და კომფორტული გახდეს. გრინვეიში მუდმივად ტარდება  გრინვეი აკადემიის ტრენინგები, რომლებიც ეხება პროფესიულ განვითარებასა და მომსახურების ხარისხის ზრდას. 
სერვის პლიუსის ტრენინგი შეეხო შემდგ საკითხებს: 
ურთიერთობის ეტიკეტი - მენეჯერებისთვის ეს ნიშნავს გარემოს კონტროლს, რათა სერვის ცენტრში ყოველთვის იყოს მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი ატმოსფერო, ინსპექტორებისთვის კი ეს არის უშუალო კონტაქტი ავტომფლობელთან, სადაც თავაზიანობა და პროფესიული დისტანცია ერთმანეთს ავსებს.
ეფექტური კომუნიკაცია - მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილის ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ეს ინფორმაცია მფლობელს მიეწოდოს არა როგორც „განაჩენი“, არამედ როგორც რეკომენდაცია მისივე უსაფრთხოებისთვის. ინსპექტორი ეხმარება მძღოლს უკეთ გააცნობიეროს, თუ რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას, ხოლო მენეჯერებისთვის ეს ნიშნავს უკუკავშირის მიღებას და ნებისმიერი გაუგებრობის მყისიერად, კონსტრუქციულად მოგვარებას.
გუნდური მუშაობა - ტრენინგის ეს ნაწილი ეხმარება მენეჯერებს, რომ გააძლიერონ თავიანთი გუნდის წევრები და შექმნან მოტივირებული გარემო. მეორე მხრივ, როდესაც ინსპექტორები ერთმანეთს ოპერატიულად ეხმარებიან, ინსპექტირების პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტური ხდება, რაც პირდაპირ აისახება კლიენტის კმაყოფილებაზე.
გრინვეიში მომსახურების გაუმჯობესების ტრენინგები გრძელდება, რათა თითოეულმა მომხმარებელმა საუკეთესო გამოცდილება მიიღოს.
გაიგე მეტი arrow-right icon