გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი

მომსახურების გაუმჯობესების ტრენინგები გრძელდება

„გრინვეიში“ განვითარება უწყვეტი პროცესია. კომპანია მუდმივად ზრუნავს მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე, რათა ტექინსპექტირების პროცესი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად გასაგები, კომფორტული და გამჭვირვალე იყოს. სწორედ ამ მიზნით, 2024 წლის სექტემბერში გრინვეიში ტრენინგების მორიგი ეტაპი განხორციელდა.
სერვის პლუსი - კომუნიკაციის მაღალი სტანდარტი
ამჯერად გადამზადების კურსი „გრინვეის“ თბილისისა და რეგიონების სერვის ცენტრების მენეჯერებმა, გრითერ/ოპერატორებმა და ინსპექტორებმა გაიარეს. ტრენინგის მთავარი ფოკუსი მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია იყო. სწავლება მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციფიკა ტექინსპექტირების სფეროში;
  • ეფექტური და კეთილგანწყობილი კომუნიკაციის ტექნიკები;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვა და პრობლემების ოპერატიული გადაჭრა.
გრინვეიში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სერვის პლუსს, შესაბამისად აღნიშნულ ტრენინგებს სისტემატური ხასიათი აქვს.
გრინვეი აკადემია“ - პროფესიული განვითარების სივრცე
სასწავლო პროცესი „გრინვეი აკადემიის“ ბაზაზე მიმდინარეობს, რომელიც USAID-სა და „გრინვეის“ პარტნიორობით შეიქმნა. ეს არის თანამედროვე ტრენინგ ცენტრი, რომელიც არამარტო კომპანიის შიდა კადრებს, არამედ მთლიანად ინდუსტრიას აძლევს საშუალებას ერთიანი და მაღალი სტანდარტებით მოამზადოს ინსპექტორები.
სწავლება ჰიბრიდული მეთოდით მიმდინარეობს - გამოიყენება სპეციალური პლატფორმა academy.greenway.ge, რომელიც მოიცავს ვიდეო გაკვეთილებსა და შემეცნებით მასალებს. კურსის ფარგლებში მონაწილეები გადიან როგორც „სერვის პლუსის“ მოდულებს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს, სადაც დეტალურად განიხილება ინსპექტირების პროცესის ტექნიკური მახასიათებლები და პროცედურული საკითხები. აკადემიის დაარსებისა და მისი განვითარების ეტაპებს დეტალურად გაეცნობით სტატიაში - "გრინვეი აკადემია" - პროექტის წარმატებული დასასრული
შედეგები და სამომავლო გეგმები
შეგახსენებთ, რომ პროექტმა სტარტი 2023 წლის ნოემბერში აიღო და მისი უმთავრესი მიზანი „ტექნიკური ინსპექტორის“ პროფესიის პოპულარიზაცია და გაძლიერებაა. გაზაფხულზე წარმატებით განხორციელებული საპილოტე რეჟიმის შემდეგ, 2024 წლის შემოდგომიდან აკადემია სრულმასშტაბიან ფუნქციონირებაზე გადავიდა და უკვე გადაამზადა თანამშრომლების მეორე ნაკადი.
„გრინვეი“ აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას საქართველოში. ჩვენი მიზანია, მომხმარებელზე ზრუნვა და პროფესიული ზრდა ვაქციოთ ერთიან, განუყოფელ პროცესად.

ასევე ნახე