გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
ივნ 18, 2025

რა გავითვალისწინოთ გრინვეიში CV-ის გამოგზავნისას?

რა გავითვალისწინოთ გრინვეიში CV-ის გამოგზავნისას?

თუ აღმოაჩინე ვაკანსია, რომელიც მოგწონს, პირველი ნაბიჯი შენი CV-ის გამოგზავნაა. სწორედ რეზიუმეთი ქმნი პირველ შთაბეჭდილებას დამსაქმებელზე, ამიტომ მოგიმზადეთ რამდენიმე რჩევა:

CV-ის შევსებამდე ყურადღებით წაიკითხე ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები. ეს დაგეხმარება შენს რეზიუმეში ხაზი გაუსვა იმ უნარებსა და გამოცდილებას, რომლებიც კონკრეტულ პოზიციას შეესაბამება.

სწორად მომზადებული CV დიდწილად განსაზღვრავს წარმატებას მომავალ გასაუბრებაზე - ამის შესახებ დეტალურად ვსაუბრობთ ბლოგში - როგორ უნდა მოვემზადოთ გრინვეიში გასაუბრებისთვის.

როგორ მოვარგოთ CV კონკრეტულ პოზიციას

თუ გრინვეიში გრითერის ან ინსპექტორის ასისტენტის პოზიციით ხარ დაინტერესებული და ეს შენი პირველი სამსახური იქნება, არ ინერვიულო - ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია და ინტერესის გამოხატვაა. 

CV-ის შედგენისას მნიშვნელოვანია გამოკვეთო უნარები, რომლებიც აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობისას გამოგადგება. მაგალითად, გრითერ-ოპერატორის პოზიცია კომუნიკაბელურობასა და საბუთებთან მუშაობას მოითხოვს. ამიტომ, თუ ამ ვაკანსიით ხარ დაინტერესებული, აუცილებლად გამოკვეთე კომუნიკაციის უნარი, მომსახურების სფეროსადმი ინტერესი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

მთავარია, CV-ის დაწერისას იყო გულწრფელი, არ დაამატო დეტალები, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი რეალური ინტერესები და მოლოდინი. გულწრფელობა ყოველთვის აღიქმება დადებითად და ქმნის ნდობას.

ასევე ნახე