გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
აპრ 10, 2025

როგორ მოვემზადოთ გრინვეიში გასაუბრებისთვის?

როგორ მოვემზადოთ გრინვეიში გასაუბრებისთვის?

გასაუბრება ყოველთვის უკავშირდება გარკვეულ სტრესს, რაც სრულიად ბუნებრივია. ახალი სამსახურის ძიებისას ყველას გვსურს პოტენციურ დამსაქმებელზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ. თუმცა, სწორედ ამ დროს ხშირად გასაუბრებაზე მოსულებს ავიწყდებათ ყველაზე მთავარი - საკუთარი ინტერესებისა და რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს დამსაქმებელი შენი უნარები და პიროვნული თვისებები რეალურად დაინახოს.

სანამ გასაუბრებაზე მიხვალ, სასურველია, კომპანიის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ფლობდე. გაეცანი კომპანიის საქმიანობას, ფილიალებს და სოციალურ ქსელებში  გამოქვეყნებულ სიახლეებს.

კომპანიის საქმიანობის შესახებ მარტივად შეგიძლია მეტი გაიგო ჩვენი ბლოგებიდან, მაგალითად, ტექინსპექტირების პროცესზე ვრცლად ვწერთ სხვადასხვა  სტატიაში:  „რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას”, „ყველაფერი, რაც მოწმდება ტექინსპექტირებისას“ და სხვა. ასეთი ცოდნა გასაუბრებაზე დაგეხმარება, უფრო ინფორმირებული იყო კომპანიის საქმიანობის შესახებ. 

როგორ გამოვკვეთოთ მოტივაცია და ინტერესები

თუ გრინვეიში ინსპექტორის ან ინსპექტორის ასისტენტის პოზიციით ხარ დაინტერესებული, აუცილებლად გამოკვეთე შენი მოტივაცია. ისაუბრე, რატომ მოგწონს ავტოსფერო და რა განაპირობებს შენს ინტერესს ტექნიკური ინსპექტირების მიმართ. 

გრითერ-ოპერატორის პოზიციაზე მთავარი ფაქტორი მომსახურებისადმი სიყვარულია. აჩვენე, რომ მოგწონს ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა განივითარო უნარები, რომლებიც დაგეხმარება კარიერულ ზრდაში. ასეთი გულწრფელი დამოკიდებულება ბევრად უფრო დამაჯერებელია, ვიდრე სტანდარტული ფრაზები.

ბუნებრივად ისაუბრე შენს წარმატებებსა და სირთულეებზე - სწორედ ეს ქმნის შენს პიროვნებას. გააზიარე შენი გამოცდილება, ისაუბრე მიზნებზე და რაც მთავარია, დასვი კითხვები, ასე HR უკეთ გაგიცნობს და დაინახავს შენს ინტერესს.

ასევე ნახე