გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი

სერვის პლუსის ტრენინგები მენეჯერებისა და ინსპექტორებისთვის

2024 წლის მაისში „გრინვეი საქართველოში“ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ტრენიგების ახალი ეტაპი დაიწყო. 
„სერვის პლუსის“ ტრენინგების ფარგლებში, სერვის ცენტრების მენეჯერებმა და ინსპექტორებმა ეფექტური კომუნიკაციისა და პროფესიული ეთიკის ის პრაქტიკული უნარები აითვისეს, რაც მომხმარებლისთვის ტექინსპექტირების პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.
რატომ არის „სერვის პლუსი“ მნიშვნელოვანი?
,,სერვის პლუსი” არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნა. ეს არის პრაქტიკული უნარების ნაკრები, რომელიც გვეხმარება, რომ ტექინსპექტირების პროცესი, რომელიც ხშირად სტრესთან ასოცირდება, მომხმარებლისთვის მარტივი და კომფორტული გახდეს. გრინვეიში მუდმივად ტარდება  გრინვეი აკადემიის ტრენინგები, რომლებიც ეხება პროფესიულ განვითარებასა და მომსახურების ხარისხის ზრდას. 
სერვის პლიუსის ტრენინგი შეეხო შემდგ საკითხებს: 
ურთიერთობის ეტიკეტი - მენეჯერებისთვის ეს ნიშნავს გარემოს კონტროლს, რათა სერვის ცენტრში ყოველთვის იყოს მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი ატმოსფერო, ინსპექტორებისთვის კი ეს არის უშუალო კონტაქტი ავტომფლობელთან, სადაც თავაზიანობა და პროფესიული დისტანცია ერთმანეთს ავსებს.
ეფექტური კომუნიკაცია - მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილის ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ეს ინფორმაცია მფლობელს მიეწოდოს არა როგორც „განაჩენი“, არამედ როგორც რეკომენდაცია მისივე უსაფრთხოებისთვის. ინსპექტორი ეხმარება მძღოლს უკეთ გააცნობიეროს, თუ რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას, ხოლო მენეჯერებისთვის ეს ნიშნავს უკუკავშირის მიღებას და ნებისმიერი გაუგებრობის მყისიერად, კონსტრუქციულად მოგვარებას.
გუნდური მუშაობა - ტრენინგის ეს ნაწილი ეხმარება მენეჯერებს, რომ გააძლიერონ თავიანთი გუნდის წევრები და შექმნან მოტივირებული გარემო. მეორე მხრივ, როდესაც ინსპექტორები ერთმანეთს ოპერატიულად ეხმარებიან, ინსპექტირების პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტური ხდება, რაც პირდაპირ აისახება კლიენტის კმაყოფილებაზე.
გრინვეიში მომსახურების გაუმჯობესების ტრენინგები გრძელდება, რათა თითოეულმა მომხმარებელმა საუკეთესო გამოცდილება მიიღოს.

ასევე ნახე