"გრინვეი აკადემია" - პროექტის წარმატებული დასასრული
2023 წლის ნოემბერში "გრინვეი აკადემიამ" USAID-სა და გრინვეის თანამშრომლობის ფარგლებში სტარტი აიღო. პროექტის მიზანს თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ ცენტრისა და სასწავლო მოდულების შექმნა წარმოადგენდა, რომლებიც ახალი პროფესიის, "ტექნიკური ინსპექტორის", გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პროექტი ასევე ტექინსპექტირების რეფორმის განმტკიცებისა და ერთიანი სტანდარტების დანერგვისათვის დაიგეგმა. აღნიშნული ინიციატივა უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების კულტურის ასამაღლებლად, რადგან კვალიფიციური კადრები პირდაპირ განსაზღვრავენ ტექინსპექტირების ხარისხს.
სასწავლო პროცესი და ციფრული რესურსები
იანვარში, „გრინვეი აკადემიის“ ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი გრინვეისთვის, ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებისთვის და უშუალოდ ტრენერთათვის. ღონისძიების მსვლელობისას დეტალურად იქნა მიმოხილული სასწავლო მოდულები, ვიდეო გაკვეთილები, სასწავლო პლატფორმის academy.greenway.ge სამუშაო პრინციპები და შესაძლებლობები. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ პროფესიული განვითარება და მომსახურების ხარისხის ზრდა მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდეს.
პროექტის წარდგენა და საზოგადოებრივი ჩართულობა
გრინვეის თანამშრომელთათვის, ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ასევე უშუალოდ ტრენერთათვის ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 2024 წლის 1 თებერვალს პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
საპილოტე ეტაპი და კარიერული პერსპექტივები
მარტში, პროექტის ფარგლებში შემუშავებული საასწავლო მოდულის მიხედვით, „გრინვეი საქართველოს“ თბილისისა და რეგიონების ინსპექტორების საპილოტო ტრენინგები დაიწყო. ამ ეტაპის მიმდინარეობისა და პირველი შედეგების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბლოგში - "გრინვეი აკადემიაში" საპილოტე ტრენინგები მიმდინარეობს!
პროექტი მაისში წარმატებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპილოტე ტრენინგების დამთავრების შემდეგ, ტრენინგ-ცენტრი მზად არის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირებისათვის და ახალი სტუდენტების გადამზადებისთვის. ეს კი ახალ შესაძლებლობებს უხსნის მათ, ვინც პროფესიულ გზას ახლა იწყებს. საპილოტე ტრენინგის მონაწილე რამდენიმე ათეულ ინსპექტორს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
პარტნიორები და მადლიერება
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს საერთაშორისო თუ ქართველ პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერამაც განაპირობა პროექტის წარმატებით დასრულება:
USAID - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც საქართველოში 30 წელზე მეტია მოღვაწეობს. სააგენტო ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და პროფესიული განათლების განვითარებას;
CITA - სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი;
APPLUS - ვტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მსოფლიო ლიდერი კომპანია „Applus+”, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს;
ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირი საქართველოში.