გრინვეი აკადემიის ტრენინგები - პროფესიული განვითარება და მომსახურების ხარისხის ზრდა
გრინვეი აკადემიის ფარგლებში სისტემატურად ტარდება ტრენინგები, რომელთა მთავარი მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, თანამშრომელთა პროფესიული უნარების გაძლიერება და მომხმარებელთა კმაყოფილების მუდმივი ზრდა. ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და ორიენტირებულია როგორც ტექნიკური ცოდნის გაღრმავებაზე, ისე მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე.
ტრენინგს აქტიურად ესწრებოდნენ გრინვეის სტაჟიორები, გრითერები და ინსპექტორები. გრინვეი აქტიურად ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებასა და ტექინსპექტირების შესახებ თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე.
სერვის პლიუსის ტრენინგები
სერვის პლიუსის მიმართულების ტრენერები ყურადღებას ამახვილებდნენ:
თანამშრომლების კომუნიკაციის უნარების გაძლიერებაზე;
მომსახურების სტანდარტების ერთიანი და მაღალი დონის პრაქტიკაში დანერგვაზე;
მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომების განვითარებაზე ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.
ტრენინგების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ეფექტური კომუნიკაცია. მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება.
ტრენინგის ფარგლებში მათ:
განიხილეს რეალური სამუშაო ქეისები;
იმუშავეს ყოველდღიურ სიტუაციებზე დაფუძნებულ სცენარებზე.
ტექნიკური მიმართულების ტრენინგები
ტრენინგები ჩატარდა ტექნიკური მიმართულებითაც. ტრენინგის ფარგლებში მიმოიხილეს მთავრობის N510, N511 და N37 დადგენილებით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის:
ავტომობილის აგებულება;
ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის შემოწმება;
ძრავის ნაკვეთურისა და სავალი ნაწილის თეორიული და პრაქტიკული შემოწმების მეთოდები.
ტრენერმა ასევე ისაუბრა მუხრუჭებისა და გამონაბოლქვის სავალდებულო ნორმებზე, რომლებიც აუცილებელია ავტომობილის ტექდათვალიერების წარმატებით გასავლელად. ასევე განიხილეს რეგლამენტით მითითებული ხარვეზები და ავტომობილის შემოწმების პროცესში მათი გამოვლენის მეთოდები.