გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
სექ 25, 2025

გრინვეის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა

გრინვეის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
გრინვეიში წარმატებით დასრულდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. სამ თვიანი სტაჟირება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული უნარების განვითარებას. 
სტაჟიორებმა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში შეიძინეს პროფესიული გამოცდილება და გაეცნენ სერვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას.  პროგრამის დასრულების აღსანიშნავად გაიმართა დაჯილდოების ღონისძიება, სადაც სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ. 
მნიშვნელოვანია, რომ სტაჟიორთა დიდმა ნაწილმა გააგრძელა მუშაობა გრინვეის თბილისის სერვის ცენტრებში, რაც პროგრამის ეფექტურობასა და რეალურ შედეგს ადასტურებს. 
პრაქტიკული გამოცდილება და ტრენინგები
სტაჟირების პერიოდში მონაწილეებმა არა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილება  მიიღეს, არამედ ჩაერთნენ გრინვეი აკადემიის“ ტრენინგებში. ტრენინგები მოიცავდა მთავარ საკითხებს:
  • ტექინსპექტირების თეორიულ საფუძლებსა და პრაქტიკულ მაგალითებს;
  • სამუშაო პროცესში საჭირო პროფესიულ უნარებს;
  • სერვის პლიუსს-მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას.
დაიწყე კარიერა გრინვეიში
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გრინვეის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და მისი მთავარი მიზანია:
  • ახალგაზრდებისთვის კარიერის დაწყების შესაძლებლობების მიცემა;
  • კვალიფიციური კადრების მომზადება;
  • ტექინსპექტირების სფეროს განვითარება სტუდენტების ჩართულობით.
თუ გრინვეიში მუშაობის დაწყებით და საკუთარი მოტივაციის წარმოჩენით ხარ დაინტერესებული გაეცანი ბლოგს - როგორ მოვემზადო გრინვეიში გასაუბრებისთვის 

ასევე ნახე