გრინვეი აკადემიაში ტრენინგები მიმდინარეობს

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად, გრინვეი აკადემიაში 2026 წელსაც გრძელდება თანამშრომელთა ტრენინგები სერვისისა და ტექნიკური მიმართულებით. გრინვეისთვის მომხმარებლების უსაფრთხოება, ნდობა და კმაყოფილება პრიორიტეტულია, ამიტომ ტრენინგების მთავარი მიზანია თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის გაღრმავება, ტექნიკური უნარების განვითარება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

თეორიული და პრაქტიკული სწავლება

ტექნიკური ტრენინგები მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ პრაქტიკული გადამზადება მიმდინარეობს უშუალოდ სერვისცენტრებში, სადაც თანამშრომლები მიღებულ ცოდნას რეალურ სამუშაო პროცესში იყენებენ.

სასწავლო პროგრამები ხორციელდება ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მოქმედი რეგულაციებისა და საქართველოს მთავრობის №511 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

ტრენინგების მთავარი თემები

ტრენინგების პროცესში განიხილება ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა:
  • ავტომობილის იდენტიფიკაცია - ეს ინსპექტირების პირველი და აუცილებელი ეტაპია, რომლის დროსაც დგინდება სატრანსპორტო საშუალების შესაბამისობა წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან. ეს პროცესი მოიცავს ავტომობილის VIN კოდის, სარეგისტრაციო ნომრის, ტექპასპორტისა და სხვა მონაცემების შედარებას;
  • ავტომობილის შემოწმება სივრცეში - მოწმდება ინტერიერი, ექსტერიერი, გამონაბოლქვი, სამუხრუჭე მოწყობილობები. ტრენერი აზიარებს საუკეთესო პრაქტიკას გამონაბოლქვის შემოწმების კუთხით, ასევე განიხილავს, თუ რა მნიშვნელოვან დეტალებს უნდა მიექცეს ყურადღება ამ პროცესში. თანამშრომლები სიღრმისეულად ეცნობიან საქართველოს მთავრობის №510 რეგლამენტში მითითებულ მუხლებს, რომლითაც განსაზღვრულია შესაბამისი ხარვეზები;
  • ორმოზე სრულყოფილად შემოწმება - მანქანის ქვედა ნაწილის დეტალური ინსპექტირება, რომლის დროსაც მოწმდება ძარის, ძრავის და შასის კომპონენტები. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა გამოვლინდეს ავტომობილის ფარული დაზიანებები;
  • კაპოტის გახსნა და დახურვა - მისი საკეტების შემოწმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა გამოირიცხოს მოძრაობის დროს გახსნის ნებისმიერი რისკი;
  • სწავლების პროცესში თანამშრომლები საკუთარ ყოველდღიურ სამუშაო სიტუაციებს განიხილავენ, რაც გუნდს გამოცდილების გაზიარებასა და ხარვეზების პრევენციაში ეხმარება.

სერვის პლუსის ტრენინგები

სერვისის მიმართულების ტრენინგების მთავარი მიზანი მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარების დახვეწაა. გარდა თეორიული ცოდნისა, მონაწილეები სწავლობენ, თუ როგორ გახადონ ტექინსპექტირება მომხმარებლისთვის უფრო მარტივი და კომფორტული. 

ტრენინგები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • გუნდური მუშაობა - ტრენინგები ორიენტირებულია ერთიანი, მოტივირებული სამუშაო გარემოს შექმნაზე. თანამშრომლებს შორის შეთანხმებული და სწრაფი კომუნიკაცია მუშაობის პროცესს ბევრად მოქნილს ხდის. შედეგად, იზოგება დრო, რაც პირდაპირ აისახება მომხმარებლის კმაყოფილებაზე. 
  • რეალური შემთხვევების განხილვა და გამოცდილების გაზიარება - ტრენინგზე სხვადასხვა სერვისცენტრის თანამშრომლები განიხილავენ პრაქტიკაში არსებულ პრობლემურ სიტუაციებს. სხვადასხვა ფილიალის პრაქტიკის გაცნობა გუნდს ეხმარება, იყოს უფრო მოქნილი და არასტანდარტულ სიტუაციებში სწრაფად იპოვოს პრობლემის მოგვარების საუკეთესო, მომხმარებელზე ორიენტირებული გზა. 
  • პროფესიული ეტიკეტი და გარემო - მენეჯერები სწავლობენ სერვისცენტრში მოწესრიგებული და პოზიტიური ატმოსფეროს შენარჩუნებას. ინსპექტორებისა და გრითერებისთვის კი აქცენტი კეთდება ავტომფლობელებთან უშუალო, თავაზიან კომუნიკაციასა და უკუკავშირზე.
  • მომხმარებლებთან ურთიერთობა - ინსპექტორები მომხმარებელს პროცესის არსს განუმარტავენ, ხოლო მენეჯერები ორიენტირებულნი არიან ნებისმიერი გაუგებრობის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაზე. ჩვენი მიზანია, მძღოლებმა ხარვეზების შესახებ ინფორმაცია მიიღონ არა როგორც შენიშვნა, არამედ როგორც რეკომენდაცია მათივე უსაფრთხოებისთვის.

უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთელი ქვეყნის მასშტაბით

გრინვეის საქართველოს მასშტაბით 32 ფილიალი აქვს და მუდმივად ზრუნავს თითოეული თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაზე, რათა მძღოლებმა ჩვენთან ვიზიტისას თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ.

შეგახსენებ, რომ გრინვეის ვებგვერდზე ტექინსპექტირების წინასწარ დაჯავშნის ფუნქციონალი მოქმედებს, სადაც სასურველ რეგიონს, ქალაქს, ფილიალსა და დროს აირჩევ. მართალია, წინასწარი ჩაწერა სავალდებულო არ არის და მომსახურებას ნებისმიერ ცენტრში ჯავშნის გარეშეც მიიღებ, თუმცა წინასწარი ჯავშანი ლოდინის დროს შეგიმცირებს. 













ასევე ნახე