ტექინსპექტირება რიგების გარეშე – დაზოგე დრო ,,გრინვეისთან” ერთად

ტექინსპექტირება რიგების გარეშე

პიკურ პერიოდში სერვისცენტრებთან არსებული რიგები ბევრი მძღოლისთვის ნაცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის შემოწმება მხოლოდ 15 წუთს საჭიროებს, მოლოდინის დრო ხშირად საგრძნობლად იზრდება. ამ მიმართულებით „გრინვეი“ რამდენიმე მოსახერხებელ სერვისს გთავაზობს, რაც ვიზიტის წინასწარ დაგეგმვასა და დროის დაზოგვაში დაგეხმარება.

რატომ იქმნება რიგები ტექინსპექტირების ცენტრებში?

ტექინსპექტირების პროცესს გარკვეული სეზონურობა ახასიათებს. მაგალითად, ივლისსა და დეკემბერში ავტომობილების გაზრდილი ნაკადის გამო, სერვისცენტრები განსაკუთრებით იტვირთება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ მძღოლები ვიზიტს ხშირად ბოლო დღეებისათვის გადადებენ ხოლმე. როდესაც ბევრი ადამიანი ერთსა და იმავე პერიოდში კონკრეტულ ფილიალს აკითხავს, ხანგრძლივი მოლოდინი ბუნებრივია. რიგებს ფილიალებს შორის დატვირთვის არათანაბარი გადანაწილებაც ქმნის. მძღოლები უპირატესობას ძირითადად უახლოეს ცენტრებს ანიჭებენ, მაშინ როცა ქალაქის სხვადასხვა წერტილში თავისუფალი ადგილები ბევრად მეტია.

5 გზა, რომელიც დაგეხმარება, ტექინსპექტირება რიგის გარეშე გაიარო

ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა

„გრინვეის“ ვებგვერდზე ტექინსპექტირების წინასწარ დაჯავშნის ფუნქციონალი მოქმედებს, სადაც სასურველ რეგიონს, ქალაქს, ფილიალსა და დროს აირჩევ. ამის შემდეგ, ჯავშნის დადასტურების შესახებ ინფორმაციას SMS შეტყობინებით მიიღებ. მართალია, წინასწარი ჩაწერა სავალდებულო არ არის და მომსახურებას ნებისმიერ ცენტრში ჯავშნის გარეშეც მიიღებ, თუმცა წინასწარი ჯავშანი ლოდინის დროს შეგიმცირებს.

SMS შემახსენებელი სერვისი

უფასო შეტყობინების გასააქტიურებლად საკმარისია ავტომობილისა და ტელეფონის ნომრების მითითება. სისტემა ორ სხვადასხვა არჩევანს გთავაზობს: შეხსენებას ტექინსპექტირებამდე 14 და 1 დღით, ან 30 და 3 დღით ადრე. დროული ინფორმაცია დაგეხმარება, ვიზიტი მაშინ დაგეგმო, როცა ფილიალებში ნაკლები დატვირთვაა.

ნაკლებად დატვირთული ცენტრის შერჩევა

„გრინვეის“ ტექინსპექტირების ცენტრები საქართველოს 11 რეგიონშია წარმოდგენილი. თბილისის გარდა, მომსახურების წერტილებს ავტომაგისტრალების მიმდებარედაც იპოვი. დაჯავშნისას სისტემაში თავისუფალი ადგილები ჩანს და თუ სასურველ ლოკაციაზე ყველა საათი დაკავებულია, ვიზიტს სხვა ცენტრში ადვილად დაგეგმავ.

ტექინსპექტირების ვადის წინასწარ გადამოწმება

,,გრინვეის” მთავარ გვერდზე ავტომობილის ნომრის შეყვანით ტექინსპექტირების თარიღს მარტივად გაიგებ. ეს დაგეხმარება, შემოწმებისთვის რამდენიმე კვირით ადრე მოემზადო, სანამ სერვისცენტრებში თავისუფალი ადგილები ჯერ კიდევ საკმარისად მოიძებნება.

რა ვადებში ტარდება ტექინსპექტირება?

იმისათვის, რომ სავალდებულო პერიოდი არ გამოგეპაროს, მნიშვნელოვანია, ვიზიტი წინასწარ, დადგენილი ვადების გათვალისწინებით დაგეგმო. 2026 წლისთვის ტექინსპექტირების რეგულაციებში ცვლილებები არ შესულა და ძალაში არსებული წესები ნარჩუნდება, ამიტომ მსუბუქი ტრანსპორტისთვის შემოწმების სიხშირე გამოშვების წელზეა დამოკიდებული. ოთხ წლამდე ასაკის ავტომობილს ინსპექტირების გავლა არ სჭირდება. 4-დან 8 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის პროცედურა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, ხოლო 8 წელზე მეტი ასაკის მანქანებისთვის შემოწმება ყოველწლიურად არის საჭირო. რაც შეეხება ტაქსის ლიცენზიის მქონე ავტომობილებს, მათთვის აღნიშნული ვადა 6 თვეს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ახლახან განაბაჟე, ტექინსპექტირება პროცედურის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გაიარო.

გაიარე ტექინსპექტირება „გრინვეიში“ ყოველგვარი ლოდინის გარეშე

გამართული ავტომობილი გზაზე როგორც მძღოლს, ისე მგზავრებს თავდაჯერებულობას მატებს. ტექინსპექტირება ამ სიმშვიდის საფუძველია და მისი რიგში დგომის გარეშე გავლა სრულიად რეალურია, თუ ვიზიტს წინასწარ დაგეგმავ. „გრინვეის“ 32 სერვისცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს. ჯავშნის გაფორმება greenway.ge/booking-ზე ნებისმიერ დროსაა ხელმისაწვდომი, ხოლო SMS შემახსენებელი ვადის მოახლოებას წინასწარ შეგატყობინებს.

ასევე ნახე