გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
star icon

სიახლეები

USAID-სა და გრინვეის თანამშრომლობა

ტექინსპექტირების რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კადრების მოსამზადებლად, 2023 წელს „გრინვეი საქართველომ“ USAID-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 

ამ თანამშრომლობის ფარგლებში:

  • შემუშავდება სპეციალური სასწავლო მოდულები და პროგრამები;
  • შეიქმნება სრულიად ახალი, მოთხოვნადი პროფესია - „ავტომობილების ტექნიკური ინსპექტორი“;
  • გადამზადდებიან ტრენერები, რომლებიც ევროპული გამოცდილების დანერგვას თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფენ.

რეფორმის განმტკიცება და ერთიანი მიდგომა

პროექტის ერთ-ერთი მთავარი და გლობალური მიზანი ტექინსპექტირების სტანდარტის ამაღლებაა. აკადემია ხელს შეუწყობს ერთიანი, მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვას ყველა მომავალი თუ უკვე არსებული ტექნიკური ინსპექტორისთვის. ეს კი, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება საგზაო უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხზე.

პროექტის ვადები

პროექტი 2024 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება, თუმცა შექმნილი ინფრასტრუქტურა, სასწავლო მოდულები და „გრინვეი აკადემია“ გრძელვადიან პერსპექტივაში გააგრძელებს სფეროს განვითარებასა და პროფესიონალი კადრების აღზრდას.

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებისათვის თვალი ადევნეთ ვებ-გვერდზე ჩვენს ბლოგებს.

გაიგე მეტი arrow-right icon

ცვლილება ინსპექტირების ვადებისა და ჯარიმების საფასურის შესახებ

2023 წლის 3 ივნისიდან ძალაში შევიდა ორი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცალკეულ შემთხვევებში შეიცვალა ინსპექტირების ვადები და ასევე შეიცვალა ჯარიმების საფასური. 

ცვლილება ცალკეულ შემთხვევებში ინსპექტირების ვადების შეცვლასთან დაკავშირებით:

პირველადი ინსპექტირების შემდეგ, ავტომობილის დახარვეზების შემთხვევაში, ავტომფლობელს მიეცემა 30 კალენდარული დღე.

30 კალენდარული დღის განმავლობაში, განმეორებით ინსპექტირებაზე მოსული ავტომობილის კვლავ დახარვეზების შემთხვევაში, ავტომობილმა თავიდან უნდა გაიაროს პირველადი ინსპექტირება 10 კალენდარულ დღეში.

პირველადი ინსპექტირებისთვის, ამჯერად, ავტომობილის მფლობელს მიენიჭება 10 კალენდარული დღე და შესაბამისად, გადაიხდის პირველადი ინსპექტირების საფასურს.

10 დღიანი ვადა ავტომფლობელს მიეცემა იმ დრომდე და იმდენჯერ, სანამ ავტომობილის მნიშვნელოვან და სახიფათო ხარვეზებს არ აღმოფხვრის.

შესაბამისად, ყოველ ჯერზე, მანამ, სანამ არ გაივლის ტექინსპექტირებას, გადაიხდის პირველადი ტექინსპექტირების ღირებულებას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების შესახებ:

ავტომობილის  ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ არ გაივლის ტექინსპექტირებას, დაეკისრება ჯარიმა - 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს - 300 ლარის ოდენობით.

იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექინსპექტირებას, ჯარიმის ოდენობა გაიზრდება - ფიზიკური პირის შემთხვევაში 300 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 500 ლარამდე.

კვლავ 30 დღის გასვლის შემდგომ, იგივე სამართალდარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის არის 500 ლარი, იურიდიული პირისთვის - 700 ლარი.

გაითვალისწინეთ, 500 ლარიანი და 700 ლარიანი ჯარიმის ოდენობა მოქმედებს ყოველ მომდევნო 30 დღეზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვადების დაცვა?

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტექინსპექტირების ვადებისა და ჯარიმების გამკაცრება, პირველ რიგში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას ემსახურება. დროული ინსპექტირება არა მხოლოდ მზარდი ფინანსური სანქციებისგან დაგიცავთ, არამედ თქვენი და თქვენი მგზავრების მშვიდობიანი გადაადგილების გარანტიაა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები, თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგებს ვებ-გვერდზე greenway.ge.

გაიგე მეტი arrow-right icon

შეხვედრები ლიეტუვის ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა ტექინსპექტირების რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილება ხმაურის დონის შემოწმებაზე, რომელიც შეეხება ყველა ავტოტრანსპორტს.
საერთაშორისო თანამშრომლობა TAIEX-ის ფარგლებში
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში 10-11-12 მაისს, ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) პროგრამის ფარგლებში (ტექნიკური ინსპექტირების დროს ხმაურის დონის შემოწმების საკითხებთან დაკავშირებით) გაიმართა შეხვედრები ლიეტუვის ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მონაწილეები
შეხვედრას ხელმძღვანელობდა სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ გვენეტაძე, ლიეტუვის მხრიდან კი ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის კომპანია გრინვეის წარმომადგენლები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში ხმაურის დონის შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ტექნიკური მზაობა
შეხვედრის ბოლოს გრინვეის ინსპექტირების ცენტრში შემოწმდა ხმაურის  დონე და ინსპექტორებმა განმარტეს პროცესი.  კომპანია გრინვეი აღჭურვილია ყველა სათანადო ტექნიკით და დანადგარით, რაც საჭიროა რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებებით და ინსპექტირების პროცესის გამართულად ჩასატარებლად.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ გრინვეის Facebook და ვებ-გვერდს.
გაიგე მეტი arrow-right icon