გრინვეი 6 წლისაა - გრინვეისთან ერთად სწორ გზას ადგახარ
2024 წელს “გრინვეი საქართველოს" 6 წელი შეუსრულდა. ის, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეფორმის პირველივე დღეებიდან ზრუნავს ტექინსპექტირების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ინოვაციური და მაღალი ხარისხის მომსახურეობის მიწოდებაზე და ნერგავს ევროპულ სტანდარტებს ინდუსტრიაში.
გრინვეის განვითარების 6 წლიანი გზა
გრინვეის - საქართველოში ყველაზე დიდი ტექინსპექტირების კომპანიის ისტორია 6 წლის წინ დაიწყო. 2019 წლიდან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტექინსპექტირებას ყველა სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა. 2018 წლის 15 აგვისტოს გრინვეი ოფიციალურად შეუდგა ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმეს. დღეს, 6 წლის შემდეგ, გრინვეი მთელი საქართველოს მასშტაბით 32 ფილიალითაა წარმოდგენილი, გრინვეიში დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი. კომპანია 51 ტექინსპექტირების ხაზით ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში უკვე მოემსახურა 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელს.
ინოვაციები და საგანმანათლებლო პროექტები
გრინვეის მიერ ამ წლების განმავლობაში არაერთი ინოვაციური პროექტი განხორციელდა. 2024 წელს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დაინერგა ახალი საოპერაციო პროგრამა, რამაც ტექინსპექტირების პროცესი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახადა.
2024 წელს USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, „გრინვეი საქართველომ“ თავის პარტნიორებთან (APPLUS, CITA, ტექინსპექტირების ცენტრების გაერთიანება „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“) ერთად შექმნა გრინვეი აკადემია, რომლის ფარგლებში შემუშავდა ტრენინგ მოდულები, დამზადდა სახელმძღვანელო, შემეცნებითი და სასწავლო ვიდეოები და შეიქმნა უნიკალური ონლაინ პლატფორმა - academy.greenway.ge, მთელი საქართველოს მასშტაბით გადამზადდა ტრენერთა ჯგუფი. ამ მასშტაბური წამოწყების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ბლოგში - გრინვეი აკადემია - პროექტის პრეზენტაცია.
პროექტი ხელს უწყობს რეფორმის განმტკიცებას და უზრუნველყოფს ერთიანი, მაღალი სტანდარტების დანერგვას ტექინსპექტირების ცენტრებში, ინსპექტორობის მსურველების თუ უკვე არსებული ინსპექტორების განგრძობად მომზადება - გადამზადებას.
კამპანია „სწორ გზას ადგახარ“ - სოციალური პასუხისმგებლობა
2024 წლის ზაფხულში გაეშვა გრინვეის ახალი კამპანია „სწორ გზას ადგახარ“, რომელიც მხოლოდ მარკეტინგული ინიციატივა არ არის, ის გრინვეის სოციალურ პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილია. დროული ინსპექტირების მნიშვნელობის ხაზგასმით, კამპანია ხელს უწყობს გზაზე მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილებას, რითაც უბედური შემთხვევების წარმოქმნის რისკების არიდებაც იქნება შესაძლებელი. საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი შეხედულებების შესახებ კი ვრცლად ვსაუბრობთ ბლოგში - მითები და რეალობა ტექინსპექტირების შესახებ.
გამართული მანქანით გადაადგილება ავტომფლობელისთვის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და კამპანიის მესიჯი სწორედ ამისკენაა მიმართული.
ეკომეგობრული მიდგომა და ციფრული ტრანსფორმაცია
გრინვეიმ ბოლო წლებში უპრეცედენტო სიახლე დანერგა და ინსპექტირების ოქმი ჩანაცვლდა ელექტრონული ვერსიით, რომელსაც მომხმარებელი იღებს სმს-ის სახით. საქართველოს ინდუსტრიისთვის ეს არის ინოვაცია და როგორც ყველა სხვა მიმართულებით, გრინვეი ამ მიმართულებითაც პირველია.
მხოლოდ ამ ცვლილებით, გრინვეიმ წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ფურცლის დაბეჭდვაზე თქვა უარი, რამაც 72%-ით უკვე შეამცირა გრინვეის მხრიდან ქაღალდის მოხმარების მაჩვენებელი. მეორეს მხრივ, ჩვენს მომხმარებელს მუდმივად შეუძლია თან იქონიოს თავისი ავტომობილის/ავტომობილების ინსპექტირების ონლაინ ისტორია.
მომხმარებელზე ზრუნვა და სამომავლო გეგმები
გრინვეი წელსაც აქტიურად ზრუნავდა მომხმარებელზე. პირველ რიგში, კომპანია აგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს რეფორმის შესახებ სწორი ინფორმაცია, მისი მნიშვნელობა და საჭიროება. ამისთვის 2024 წელს პერიოდულად იმართებოდა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია. ამასთან ერთად, სერვისის მაღალი ხარისხის სტაბილურად შესანარჩუნებლად მომსახურების გაუმჯობესების ტრენინგები გრძელდება, რაც თითოეული ვიზიტის კომფორტულობას განაპირობებს.
კომპანია მომავალშიც გააგრძელებს რეფორმის განმტკიცებას და ევროპული სტანდარტების დანერგვას ინდუსტრიაში, მომხმარებლებს კი არაერთ ინოვაციურ სიახლეს ვპირდებით.