დეკ 26, 2023
2024 წლის განახლებული რეგულაციები
2024 წლიდან ძალაში შედის რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლებიც შეეხება როგორც ტექინსპექტირების პროცესს, ასევე მგზავრთა გადაყვანისა და ავტოსადგურების რეგულირებას.
გამონაბოლქვის კოეფიციენტის ცვლილება
„510 დადგენილების“ შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი:
- ძრავას უქმ სვლაზე - 0.5%
- ძრავას უქმ სვლაზე, მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2,000 ბრ/წთ) - 0.5%
ეს ცვლილება ეხება იმ ავტომობილებს, რომელბის საქართველოში პირველად რეგისტრირდნენ 2020 წლის 1 აპრილამდე და დღემდე მოწმდებოდნენ 0,55%-ზე.
რაც შეეხება 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ პირველად რეგისტრირებულ ავტომობილებს, მათთვის ნორმა უცვლელი რჩება:
- ძრავას უქმ სვლაზე - არა უმეტეს 0.5%;
- ძრავას უქმ სვლაზე, მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2,000 ბრ/წთ) - არა უმეტეს 0.3%.
ლამბდა კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ ნორმას, ხოლო შესაბამისი მონაცემის არ არსებობის შემთხვევაში - 1 ± 0.03-ს.
მგზავრთა გადაყვანისა და ავტოსადგურების რეგულაცია
კანონპროექტი არეგულირებს ავტოსადგურებისა და სამგზავრო გადაყვანის სფეროსთან დაკავშირებულ მრავალ საკითხს, მათ შორის:
- ავტოსადგურის შესაბამისობის სერთიფიკატებს;
- ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას;
- საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის წესებს;
- ავტოსადგურების სერტიფიცირების პირობებს;
- მოძრაობის უსაფრთხოებასა და რეგულირებას.
კანონი 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება, ხოლო მისი მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი-2024 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული მუხლი ეხება მთავრობის ვალდებულებას, შეიმუშაოს და განსაზღვროს ავტოსადგურების სერტიფიცირების წარდგენილი წესები და ვადები.
ცვლილება საბურავების შესახებ
1 იანვრიდან ძალაში შედის ზამთრის სეზონზე გადაადგილებასთან დაკავშირებული მოთხოვნების ახალი წესები, რომლებიც მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერებას. წესების დეტალური აღწერა განსაზღვრავს, რომ ზამთრის პირობებში სატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდნენ სპეციფიკურ უსაფრთხოების კრიტერიუმებს.