გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
იან 03, 2025

ცვლილება გამონაბოლქვის კოეფიციენტში - ახალი სტანდარტი 2025 წლიდან

ცვლილება გამონაბოლქვის კოეფიციენტში - ახალი სტანდარტი 2025 წლიდან
2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ტექინსპექტირების რეგლამენტით განსაზღვრული ცვლილება, რომელიც შეეხება ბენზინის ძრავიანი ავტომობილების გამონაბოლქვის სტანდარტს.
ვის შეეხება ცვლილება
სიახლე შეეხება იმ ბენზინის ძრავით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2020 წლის 1 აპრილამდე გაიარეს.
ახალი კოეფიციენტები
2025 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირებისას გამოყენებული იქნება შემდეგი გამონაბოლქვის კოეფიციენტები:
  • ძრავა უქმ სვლაზე - 0.5%;
  • ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2000 ბრ/წთ-ისა) - 0.3%.
თუ კიდევ გაინტერესებს რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას, შეგიძლია დეტალურად იხილო ბლოგში.
როგორ იცვლება წინა წელთან შედარებით
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს მოქმედებდა შემდეგი მაჩვენებლები:   
  • ძრავას უქმ სვლაზე - 0.5%;
  • ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2000 ბრ/წთ-ისა) - 0.5%.
2025 წლიდან დაშვებული გამონაბოლქვის ზღვარი ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებასა და სუფთა ჰაერის შენარჩუნებას.
გრინვეი აგრძელებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მხარდაჭერას და ავტომფლობელებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ ტექინსპექტირება ახალი სტანდარტების გათვალისწინებით. 

ასევე ნახე