ნოე 01, 2024
„გრინვეი აკადემიასა’ და სტუ-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი-მემორანდუმი და შეხვედრა სტუდენტებთან
„გრინვეი აკადემიასა“ და საქართველოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებისა და ინდუსტრიის დაკავშირების მიმართულებით.
„გრინვეი აკადემიის” მიზანია ავტოინსპექტირების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება და ატესტაცია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„გრინვეი აკადემია“ მხარს უჭერს სტუ-ს პროექტს - „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამას საწარმოო ბიზნესთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში“. პროექტის მიზანია განათლებაში დამსაქმებლის აქტიური ჩართულობა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სპეციალისტების აღზრდაა.
ინოვაციური სასწავლო პლატფორმა და ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის
გლობალური პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა თანამედროვე სალექციო კურსი უახლესი პროფესიული მასალებითა და ვიდეო ინსტრუქციებით, ასევე ინოვაციური ელექტრონული პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს:
- მაღალი ხარისხის პროფესიულ სწავლებას;
- გადამზადებას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
- მომავალი სპეციალისტების ატესტაციას.
ეს პროგრამა კიდევ უფრო აძლიერებს ტექნიკური ინსპექტირების ხარისხს საქართველოში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს დარგის განვითარებაში.
შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებთან-თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგი
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სტუდენტთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში, უმასპინძლა შეხვედრას. „გრინვეი საქართველოს“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია:
- გრინვეის საქმიანობის შესახებ;
- მიმდინარე ვაკანსიებზე;
- თანამშრომლობის შესაძლებლობებზე;
- „გრინვეი აკადემიის“ როლზე კადრების გადამზადებაში.
მემორანდუმის შესაბამისად, გრინვეი იღებს პასუხისმგებლობას სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიაწოდოს ინფორმაცია ღია პოზიციების შესახებ. ასევე შესთავაზოს პრაქტიკა, სტაჟირება და დასაქმების პერსპექტივა.
„გრინვეი აკადემიისა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა წარმოადგენს განათლების, ინოვაციისა და პროფესიული განვითარების წარმატებულ სინთეზს, რომელიც მომავალ თაობებს აძლევს რეალურ შესაძლებლობას - მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და წარმატებით დაიმკვიდრონ ადგილი შრომის ბაზარზე.