შეხვედრა ლიეტუვის ტექინსპექტირების ასოციაციასთან ,,TRANSEKSTA“

გრინვეის სერვისცენტრში გაიმართა შეხვედრა ლიეტუვის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების საწარმოთა ასოციაციასთან - „Transeksta“.

შეხვედრის მიზანი

შეხვედრის მიზანი იყო გრინვეისა და Transeksta-ს შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება და ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება. გრინვეიმ სტუმრებს გაუზიარა როგორც წარსული გამოცდილება, ასევე ამჟამინდელი მდგომარეობა სერვისცენტრებში. დისკუსია შეეხო განხორციელებულ პროექტებსა და ტექდათვალიერების შესახებ ტექნიკურ საკითხებს. მაგალითად, გრინვეის სერვისცენტრების მშენებლობას, თანამშრომლების გადამზადებას, ტრენინგ-ცენტრს, ტრენინგ მოდულებს.

გრინვეი და TRANSEKSTA აგრეთვე შეეხნენ ყველაზე ხშირ ხარვეზებს (ნათურებს, გამონაბოლქვის ნორმებს და სხვა) და მიმოიხილეს ავტომობილის შემოწმების დეტალები საქართველოსა და ლიეტუვის მაგალითზე.

ამის გარდა, შეხვედრისას სტუმრებმა დაათვალიერეს გრინვეის ტექნიკურ-მატერიალური აღჭურვილობა, ტექინსპექტირების სივრცე და პროგრამა.

გრინვეის შესახებ

გრინვეი მომხმარებელს ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სერვისს 2018 წლიდან სთავაზობს და დღეს უკვე ქვეყნის მასშტაბით 32 თანამედროვე სერვისცენტრს აერთიანებს. როგორც სფეროს ლიდერი, კომპანია მუდმივად ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, მომსახურების ხარისხის განვითარებასა და წამყვან ევროპულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. გრინვეი საერთაშორისო ასოციაცია CITA-ს წევრია და წარმატებით ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიურ თუ საოპერაციო პრაქტიკას.

Transeksta-ს შესახებ

ლიეტუვის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების საწარმოთა ასოციაცია „Transeksta“ აერთიანებს ქვეყანაში მოქმედ ტექინსპექტირების ცენტრებს და უზრუნველყოფს ინსპექტირების პროცესის მაღალ სტანდარტებს, უსაფრთხოებისა და ხარისხის მკაცრ კონტროლს. ასოციაცია აქტიურად მუშაობს ტექნიკური რეგულაციების, მოწინავე მონაცემთა ბაზებისა და საერთაშორისო საექსპერტო პრაქტიკის განვითარებაზე.

მსგავსი შეხვედრები და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სატრანსპორტო სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასა და გზებზე უსაფრთხოების დონის ამაღლებაში. გრინვეი მომავალშიც გეგმავს მსგავსი პარტნიორული ინიციატივების გაგრძელებას, რაც ხელს უწყობს სერვისების მუდმივ გაუმჯობესებას.

ასევე ნახე