გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი

განსაბაჟებელი ავტომობილები - რა უნდა ვიცოდეთ ტექდათვალიერების შესახებ

თუ გყავთ განსაბაჟებელი ავტომობილი, გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას:

განსაბაჟებელი ავტომობილის ტექინსპექტირების ვადა განისაზღვრება განბაჟების თარიღიდან. თქვენ გეძლევათ 30 კალენდარული დღე ინსპექტირებისთვის. ამ პერიოდში შეგიძლიათ მოამზადოთ ავტომობილი გრინვეიში ვიზიტისთვის და შემდეგ გაიაროთ ინსპექტირება უმარტივესად, თქვენთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. 

გრინვეის ტექდათვალიერების ცენტრების ნახვა ამ ლინკზე შეგიძლიათ: 

იმისათვის, რომ ავტომობილი მოამზადოთ ინსპექტირებისთვის, საჭიროა იცოდეთ რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას.

ავტომობილის შემოწმება ხდება ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებზე

  • სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;
  • სამუხრუჭე აღჭურვილობა;  
  • საჭით მართვის სისტემა; 
  • ხილვადობა; 
  • ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; 
  • ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; 
  • შასი და მისი შემადგენლები;
  • უარყოფითი ზემოქმედება; 
  • დამატებითი ტესტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

რა ღირს პირველადი ტექინსპექტირება?

მსუბუქი ავტომობილი (M1), სატვირთო (N1) - 60 ლარი

სატვირთო (N2, N3) ან სამგზავრო ავტომობილი (M2, M3) - 100 ლარი

მისაბმელი - 60 ლარი

ელექტრომობილი (M1) - 48 ლარი

ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტურია.

რა ღირს განმეორებითი ტექინსპექტირება?

მსუბუქი ავტომობილი -  20 ლარი
სატვირთო ან სამგზავრო ავტომობილი - 30 ლარი
მისაბმელი - 20 ლარი
ელექტრომობილი - 15 ლარი

განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება 

თუ თქვენმა ავტომობილმა ბოლო ინსპექტირება გაიარა წარმატებით და პირველად ინსპექტირებაზე დახარვეზდა, მოგენიჭებათ 30 კალენდარული დღე, ამ 30 დღის განმავლობაში გამოსწორებული ხარვეზით შეგიძლიათ მობრძანდეთ გრინვეის ნებისმიერ ფილიალში.

თუ თქვენმა ავტომობილმა ბოლო ინსპექტირება გაიარა წარუმატებლად და პირველად ინსპექტირებაზე დახარვეზდა, ამჯერად ავტომობილის მფლობელს მიენიჭება 10 კალენდარული დღე და განმეორებით ვიზიტზე გადაიხდის პირველადი ინსპექტირების საფასურს. 

10 დღიანი ვადა ავტომფლობელს მიეცემა იმ დრომდე და იმდენჯერ, სანამ ავტომობილის მნიშვნელოვან და სახიფათო ხარვეზებს არ აღმოფხვრის. შესაბამისად, ყოველ ჯერზე, მანამ, სანამ არ გაივლის წარმატებით ტექინსპექტირებას, გადაიხდის პირველადი ტექინსპექტირების ღირებულებას და გაივლის პირველად ინსპექტირებას.

ტექდათვალიერების თარიღის გაგება გრინვეის ვებ-გვერდიდან უმარტივესად შეგიძლიათ. უბრალოდ ეწვიეთ საიტს greenway.ge , შეიყვანეთ ავტომობილის ნომერი და გაიგეთ თარიღი.

ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით სხვა კითხვების არსებობის შემთხვევაში, გადახედეთ ხშირად დასმულ კითხვებს, ან დაგვიკავშირდით გრინვეის ცხელ ხაზზე: 032 299 77 77.

ასევე ნახე