გრინვეიში ანაზღაურებადი საზაფხულო სტაჟირება იწყება
პროგრამის მთავარი მიზანია მისცეს სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს (18 წლიდან) შესაძლებლობა, ყოველგვარი სამუშაო გამოცდილების გარეშე დაიწყონ წარმატებული კარიერა. სამთვიანი საზაფხულო პროგრამის (ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით) წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გახდნენ გრინვეის გუნდის მუდმივი წევრები და დასაქმდნენ გრინვეის თბილისის სერვისცენტრებში, სხვადასხვა ლოკაციაზე.
საზაფხულო სტაჟირება სტუდენტებისთვის - რას გთავაზობთ ჩვენ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სრული, 40-საათიანი სამუშაო კვირა;
- 3-თვიან პრაქტიკულ გამოცდილებას წამყვან კომპანიაში;
- სტაჟირების დასრულების შემდეგ დასაქმების რეალურ პერსპექტივას.
პროგრამა ითვალისწინებს ორ პოზიციას თბილისის მასშტაბით:
- გრითერ-ოპერატორი (ანაზღაურება 800 ლარი);
- ინსპექტორი (ანაზღაურება 1000 ლარი).
რა არის პროექტის მიზანი?
- ტექინსპექტირების სფეროს განვითარება ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდების ჩართულობით;
- ბაზრისთვის კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მომზადება;
- ახალგაზრდების ხელშეწყობა, რათა მიიღონ პროფესიული ცოდნა და საინტერესო გამოცდილება.
საზაფხულო სტაჟირება - ახალი ცოდნა და განვითარება
პროგრამის დასასრულს, თითოეულ სტაჟიორს გადაეცემა „გრინვეი აკადემიის“ სერტიფიკატი, რაც კანდიდატების რეზიუმეებს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.
როგორ ჩავერთო პროგრამაში?
- დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულ ბმულზე;
- მოგვწერე ან დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია ჩვენს სოციალურ ქსელებში;
- დაგვიკავშირდი ნომერზე: 0 32 2 99 77 77;
- გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@gwg.ge.