გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
star icon

სიახლეები

2026 წელს ტექინსპექტირების რეგულაციებში ცვლილება არ შესულა

გაცნობებთ, რომ 2026 წელს ტექინსპექტირების რეგულაციებში ცვლილებები არ შესულა.

შეგახსენებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ტექინსპექტირების შესახებ:

​​​​​​​რა პერიოდულობით უნდა ჩაუტარდეს ავტომობილს ტექინსპექტირება? 

თუ ავტომობილის გამოშვებიდან არ გასულა 4 წელი, ტექინსპექტირების ჩატარება აუცილებელი არ არის.

თუ თქვენს ავტომობილს უკვე შეუსრულდა 4 წელი, მაგრამ ჯერ არ გამხდარა 8 წლის, მაშინ ორ წელიწადში ერთხელ დასჭირდება ინსპექტირება. ხოლო თუ თქვენი ავტომობილი უკვე 8 წლის გახდა, მაშინ ინსპექტირების გავლა ყოველ წელს მოგიწევთ.

აღნიშნული ინფორმაცია ეხება მსუბუქ ავტომობილებს.

​​​​​​​განბაჟებიდან რამდენ ხანში უნდა ჩაუტარდეს ავტომობილს ტექინსპექტირება?

ავტომობილს განბაჟებიდან 30 კალენდარული დღე ენიჭება ტექინსპექტირების ჩასატარებლად.

​​​​​​ავტომობილი გადმოვიფორმე და ნომერი შევცვალე, თავიდან უნდა გავიარო ტექინსპექტირება?

ტექინსპექტირების თარიღი ენიჭება ავტომობილის ვინ კოდს და არა ნომერს , შესაბამისად გადაფორმების და ახალი ნომრის აღების შემთხვევაში ტექინსპექტირების თავიდან ჩატარება არ მოგიწევთ. 

სხვა გავრცელებული მცდარი შეხედულებების გასაფანტად, გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს ბლოგს - მითები და რეალობა ტექინსპექტირების შესახებ.

​​​​​​​ტექინსპექტირების გადავადება შეიძლება?

სამწუხაროდ, გადავადება კანონის ფარგლებში არ ხდება, უნდა გაიაროთ შესაბამის ვადებში, რათა არ დაჯარიმდეთ. ტექინსპექტირების ვადა მანქანას მიენიჭება იმ დღიდან, როცა გაივლით.

რომელ სატრანსპორტო საშუალებებს არ უწევს ტექინსპექტირება?

  • 3500 კგ-მდე მისაბმელებს, მოტოციკლებს და L კატეგორიის (მოტოციკლებს, მოპედებს, სკუტერებს, კვადროცოკლებს, ტრიციკლებს) სატრანსპორტო საშუალებებს;
  • კლასიკური ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (40 წელი გამოშვების თარიღიდან);
  • სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ექსპლუატაცია მფლობელის მიერ დროებით შეჩერებულია;
  • მსუბუქ სამგზავრო ავტომობილებს, რომლების გამოშვებიდან 4 წელი არ არის გასული;
  • სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.

იმისათვის, რომ წინასწარ იცოდეთ, თუ რას ექცევა ყურადღება ინსპექტირებისას, იხილეთ ბლოგი - რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას?

რა პერიოდულობით უნდა გაიაროს ავტომობილმა ტექინსპექტირება თუ ვსარგებლობ ტაქსის ლიცენზიით?

ტაქსის ლიცენზიის მქონე ავტომობილებისთვის ტექინსპექტირების ჩატარება აუცილებელია 6 თვეში ერთხელ.

ტაქსის ლიცენზია გავაუქმე და ინსპექტირების ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება?

თუ ლიცენზია გაუქმდა, ან/და მოიხსნა ავტომობილი, უნდა გაატაროთ  ტექინსპექტირება მაინც იმ ვადაში, რაც გიწევდათ ლიცენზიის დროს. მაგალითად: თუ გაიარეთ ტექინსპექტირება 5 თვის წინ და ლიცენზიის შემთხვევაში ტექინსპექტირების ვადა არის 6 თვე, მოგიწევთ მეექვსე თვეში გაატაროთ და უკვე ამ გატარებაზე მიიღოთ ერთწლიანი ან ორწლიანი ვადა, ავტომატურ რეჟიმში ლიცენზიის გაუქმებასთან ერთად არ გახანგრძლივდება ტექინსპექტირების ვადა.

​​​​​​​ტაქსის ლიცენზიის აღება მინდა და  ტექინსპექტირება როდის უნდა გავიარო?

ტაქსის ნებართვაზე ავტომობილის დამატებისას, მოწმდება ბოლო 6 თვეში აქვს თუ არა ავტომობილს გავლილი ტექინსპექტირება.

თუ გასული 6 თვის ვადაში  გავლილი აქვს ტექინსპექტირება, შესაძლებელია ნებართვაზე დამატება.

ტექინსპექტირების გავლიდან 6 თვის შემდეგ თუ ხელახლა არ გაივლის ავტომობილი ტექინსპექტირებას ავტომობილი მოიხსნება ნებართვიდან (A კატეგორიის შემთხვევაში). ხოლო B კატეგორიის შემთხვევაში გაუქმდება ნებართვა. 

იმ შემთხვევაში, თუ არ განაცხადებთ, მიენიჭება შესაბამისი ვადა ერთწლიანი/ორწლიანი, თუმცა ლიცენზიის აღების შემდეგ, მაინც 6 თვეში უნდა გაატაროთ, იმის მიუხედავად ერთწლიანი თუ ორწლიანი ვადა აქვს ტექინსპექტირებას, რომ არ გაუქმდეს ლიცენზია და არ დაჯარიმდეთ.

​​​​​მაქვს ორწლიანი ან ერთწლიანი ტექინსპექტირების ვადა, ტაქსის ლიცენზიის გამო მაინც 6 თვეში უნდა გავიარო?

დიახ, იმისათვის რომ ტაქსის ლიცენზია არ შეგიჩერდეთ, აუცილებელია  ტექინსპექტირება გაიაროთ ტაქსის ლიცენზიის აღებიდან 6 თვის შემდეგ, მიუხედავად იმისა მანამდე რამდენ წლიანი ინსპექტირების თარიღი ქონდა მინიჭებული ავტომობილს  (B კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში ). A კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში ავტომობილი ვალდებულია გაიაროს ტექინსპექტირება ტექინსპექტირების გავლიდან 6 თვეში.

​​​​​​​ტაქსებისთვის ტექინსპექტირების ვადა წინა ტექინსპექტირების ვადიდან ითვლება თუ ლიცენზიის აღებიდან?

ტექინსპექტირების ვადა ითვლება ლიცენზიის აღებიდან (B კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში). A კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში, ავტომობილი ვალდებულია გაიაროს ტექინსპექტირება ტექინსპექტირების გავლიდან 6 თვეში.

​​​​​​​4 წლამდე ავტომობილებს ან იმ ავტომობილებს, რომელთაც 2 წლიანი  ტექინსპექტირების ვადა ენიჭებათ წლოვანებიდან გამომდინარე, ტაქსის ლიცენზიის აღებიდან მაინც 6 თვეში უწევს ტექინსპექტირების გავლა ?

დიახ. იმისათვის, რომ ისარგებლოთ ტაქსის ლიცენზიით, აუცილებელია  ტექინსპექტირების გავლა 6 თვეში ერთხელ, მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკისაა ავტომობილი.

სხვა ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის, გაეცანით გრინვეის ვებ-გვერდზე ხშირად დასმულ შეკითხვებს და ბლოგებს.

გაიგე მეტი arrow-right icon

შეხსენება - ტექინსპექტირების ფასები და ვადები

ავტომფლობელებს ხშირად უჩნდებათ კითხვები ტექინსპექტირების ფასების თუ ვადების შესახებ. ამ ბლოგში გავეცით პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე, რაც დაგეხმარებათ პროცესის გამარტივებაში.

რა ღირს პირველადი ტექინსპექტირება?

მსუბუქი ავტომობილი (M1), სატვირთო (N1) - 60 ლარი
სატვირთო (N2, N3) ან სამგზავრო ავტომობილი (M2, M3) - 100 ლარი
მისაბმელი - 60 ლარი
ელექტრომობილი (M1) - 48 ლარი.

რა ღირს განმეორებითი ტექინსპექტირება?

მსუბუქი ავტომობილი (M1), სატვირთო (N1) -  20 ლარი
სატვირთო (N2, N3) ან სამგზავრო ავტომობილი (M2, M3) - 30 ლარი
მისაბმელი - 20 ლარი
ელექტრომობილი (M1) - 15 ლარი

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ვერ გავიარე ტექინსპექტირება?

თუ თქვენმა ავტომობილმა ბოლო ინსპექტირება გაიარა წარმატებით და პირველად ინსპექტირებაზე დახარვეზდა, მოგენიჭებათ 30 კალენდარული დღე, ამ 30 დღის განმავლობაში გამოსწორებული ხარვეზით შეგიძლიათ მობრძანდეთ გრინვეის ნებისმიერ ფილიალში, ამ შემთხვევაში განმეორებითი ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 20 ლარით (M1 ,N1 ,O3 ,O4) 30 ლარით (M2,M3,N2,N3), 15 ლარით (ელექტრომობილები).

​​​​​რა შემთხვევაში ენიჭება მანქანას 10 დღიანი ტექინსპექტირების ვადა?

თუ თქვენმა ავტომობილმა ბოლო ინსპექტირება გაიარა წარუმატებლად და პირველად ინსპექტირებაზე დახარვეზდა, ამჯერად ავტომობილის მფლობელს მიენიჭება 10 კალენდარული დღე და განმეორებით ვიზიტზე გადაიხდის პირველადი ინსპექტირების საფასურს. 

10 დღიანი ვადა ავტომფლობელს მიეცემა იმ დრომდე და იმდენჯერ, სანამ ავტომობილის მნიშვნელოვან ან სახიფათო ხარვეზებს არ აღმოფხვრის. 

სახიფათო ხარვეზის მინიჭების შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება გადაადგილება. 

სახიფათო ხარვზით დახარვეზებული ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში კი - ავტომობილი დაჯარიმდება როგორც ვადაგადაცილებული.

შესაბამისად, ყოველ ჯერზე, მანამ, სანამ არ გაივლის წარმატებით ტექინსპექტირებას, გადაიხდის პირველადი ტექინსპექტირების ღირებულებას და გაივლის პირველად ინსპექტირებას.

როგორ ხდება გადახდა?

თუ გსურთ, რომ ინსპექტირების პროცესი კიდევ უფრო კომფორტული და მარტივი გახდეს, ვებ-გვერდზე ჯავშნისას გადაიხადეთ ონლაინ - apple pay / google pay-ს მეშვეობით.

ამ შემთხვევაში აღარ დაგჭირდებათ დამატებითი კომუნიკაცია ადგილზე. საჭიროა მხოლოდ ტექპასპორტი და ავტომობილის გასაღები. 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის, გაეცანით გრინვეის ვებ-გვერდზე ხშირად დასმულ შეკითხვებს.

გისურვებთ ტექინსპექტირების წარმატებით გავლას!

გაიგე მეტი arrow-right icon

გრინვეიში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

2025 წელს გრინვეიმ სტუდენტებისთვის ახალი, უპრეცედენტო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა გამოცდილების გარეშე დაიწყონ კარიერა. სამთვიანი სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაძლებელია გრინვეის თბილისის სერვის ცენტრებში დასაქმება. 
სტაჟირება სტუდენტებს სთავაზობს:
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • სამთვიან პრაქტიკულ გამოცდილებას;
  • დასაქმების შესაძლებლობას სტაჟირების შემდეგ.
პროგრამა მოიცავს ორ პოზიციას:
  • გრითერ-ოპერატორი-800 ლარი;
  • ინსპექტორის ასისტენტი-1000 ლარი.
რა არის პროექტის მიზანი?
სტაჟირება წარმოადგენს გრინვეის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვას ნაწილს. მისი მიზანია:
  • სტუდენტთა ჩართულობით ტექინსპექტირების სფეროს განვითარება;
  • კვალიფიციური კადრების მომზადება;
  • ახალგაზრდებისთვის პროფესიული მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.
სტაჟიორები გაივლიან „გრინვეი აკადემიის” on-job ტრენინგებს, ხოლო პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღებენ სერტიფიკატებს. ტრენინგებზე გრინვეის ტრენერები ყურადღებას ამახვილებენ როგორც ტექინსპექტირების თეორიულ კურსზე და პრაქტიკულ მაგალითებზე, ასევე სერვის პლიუსზე. 
როგორ ჩავერთო?
სტაჟირებაში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლია:
თუკი დაინტერესებული ხართ როგორ მოემზადოთ გასაუბრებისათვის, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ ბლოგს. ეს მოგცემთ შესაძლებლობას გამოხატოთ თქვენი მიზნები და  ინტერესი  კონკრეტული მიმართულების მიმართ. 
გაიგე მეტი arrow-right icon

ცვლილება გამონაბოლქვის კოეფიციენტში - ახალი სტანდარტი 2025 წლიდან

2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ტექინსპექტირების რეგლამენტით განსაზღვრული ცვლილება, რომელიც შეეხება ბენზინის ძრავიანი ავტომობილების გამონაბოლქვის სტანდარტს.
ვის შეეხება ცვლილება
სიახლე შეეხება იმ ბენზინის ძრავით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2020 წლის 1 აპრილამდე გაიარეს.
ახალი კოეფიციენტები
2025 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირებისას გამოყენებული იქნება შემდეგი გამონაბოლქვის კოეფიციენტები:
  • ძრავა უქმ სვლაზე - 0.5%;
  • ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2000 ბრ/წთ-ისა) - 0.3%.
თუ კიდევ გაინტერესებს რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას, შეგიძლია დეტალურად იხილო ბლოგში.
როგორ იცვლება წინა წელთან შედარებით
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს მოქმედებდა შემდეგი მაჩვენებლები:   
  • ძრავას უქმ სვლაზე - 0.5%;
  • ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2000 ბრ/წთ-ისა) - 0.5%.
2025 წლიდან დაშვებული გამონაბოლქვის ზღვარი ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებასა და სუფთა ჰაერის შენარჩუნებას.
გრინვეი აგრძელებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მხარდაჭერას და ავტომფლობელებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ ტექინსპექტირება ახალი სტანდარტების გათვალისწინებით. 
გაიგე მეტი arrow-right icon