2026 წელს ტექინსპექტირების რეგულაციებში ცვლილება არ შესულა
გაცნობებთ, რომ 2026 წელს ტექინსპექტირების რეგულაციებში ცვლილებები არ შესულა.
შეგახსენებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ტექინსპექტირების შესახებ:
რა პერიოდულობით უნდა ჩაუტარდეს ავტომობილს ტექინსპექტირება?
თუ ავტომობილის გამოშვებიდან არ გასულა 4 წელი, ტექინსპექტირების ჩატარება აუცილებელი არ არის.
თუ თქვენს ავტომობილს უკვე შეუსრულდა 4 წელი, მაგრამ ჯერ არ გამხდარა 8 წლის, მაშინ ორ წელიწადში ერთხელ დასჭირდება ინსპექტირება. ხოლო თუ თქვენი ავტომობილი უკვე 8 წლის გახდა, მაშინ ინსპექტირების გავლა ყოველ წელს მოგიწევთ.
აღნიშნული ინფორმაცია ეხება მსუბუქ ავტომობილებს.
განბაჟებიდან რამდენ ხანში უნდა ჩაუტარდეს ავტომობილს ტექინსპექტირება?
ავტომობილს განბაჟებიდან 30 კალენდარული დღე ენიჭება ტექინსპექტირების ჩასატარებლად.
ავტომობილი გადმოვიფორმე და ნომერი შევცვალე, თავიდან უნდა გავიარო ტექინსპექტირება?
ტექინსპექტირების თარიღი ენიჭება ავტომობილის ვინ კოდს და არა ნომერს , შესაბამისად გადაფორმების და ახალი ნომრის აღების შემთხვევაში ტექინსპექტირების თავიდან ჩატარება არ მოგიწევთ.
სხვა გავრცელებული მცდარი შეხედულებების გასაფანტად, გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს ბლოგს - მითები და რეალობა ტექინსპექტირების შესახებ.
ტექინსპექტირების გადავადება შეიძლება?
სამწუხაროდ, გადავადება კანონის ფარგლებში არ ხდება, უნდა გაიაროთ შესაბამის ვადებში, რათა არ დაჯარიმდეთ. ტექინსპექტირების ვადა მანქანას მიენიჭება იმ დღიდან, როცა გაივლით.
რომელ სატრანსპორტო საშუალებებს არ უწევს ტექინსპექტირება?
- 3500 კგ-მდე მისაბმელებს, მოტოციკლებს და L კატეგორიის (მოტოციკლებს, მოპედებს, სკუტერებს, კვადროცოკლებს, ტრიციკლებს) სატრანსპორტო საშუალებებს;
- კლასიკური ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (40 წელი გამოშვების თარიღიდან);
- სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ექსპლუატაცია მფლობელის მიერ დროებით შეჩერებულია;
- მსუბუქ სამგზავრო ავტომობილებს, რომლების გამოშვებიდან 4 წელი არ არის გასული;
- სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.
იმისათვის, რომ წინასწარ იცოდეთ, თუ რას ექცევა ყურადღება ინსპექტირებისას, იხილეთ ბლოგი - რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას?
რა პერიოდულობით უნდა გაიაროს ავტომობილმა ტექინსპექტირება თუ ვსარგებლობ ტაქსის ლიცენზიით?
ტაქსის ლიცენზიის მქონე ავტომობილებისთვის ტექინსპექტირების ჩატარება აუცილებელია 6 თვეში ერთხელ.
ტაქსის ლიცენზია გავაუქმე და ინსპექტირების ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება?
თუ ლიცენზია გაუქმდა, ან/და მოიხსნა ავტომობილი, უნდა გაატაროთ ტექინსპექტირება მაინც იმ ვადაში, რაც გიწევდათ ლიცენზიის დროს. მაგალითად: თუ გაიარეთ ტექინსპექტირება 5 თვის წინ და ლიცენზიის შემთხვევაში ტექინსპექტირების ვადა არის 6 თვე, მოგიწევთ მეექვსე თვეში გაატაროთ და უკვე ამ გატარებაზე მიიღოთ ერთწლიანი ან ორწლიანი ვადა, ავტომატურ რეჟიმში ლიცენზიის გაუქმებასთან ერთად არ გახანგრძლივდება ტექინსპექტირების ვადა.
ტაქსის ლიცენზიის აღება მინდა და ტექინსპექტირება როდის უნდა გავიარო?
ტაქსის ნებართვაზე ავტომობილის დამატებისას, მოწმდება ბოლო 6 თვეში აქვს თუ არა ავტომობილს გავლილი ტექინსპექტირება.
თუ გასული 6 თვის ვადაში გავლილი აქვს ტექინსპექტირება, შესაძლებელია ნებართვაზე დამატება.
ტექინსპექტირების გავლიდან 6 თვის შემდეგ თუ ხელახლა არ გაივლის ავტომობილი ტექინსპექტირებას ავტომობილი მოიხსნება ნებართვიდან (A კატეგორიის შემთხვევაში). ხოლო B კატეგორიის შემთხვევაში გაუქმდება ნებართვა.
იმ შემთხვევაში, თუ არ განაცხადებთ, მიენიჭება შესაბამისი ვადა ერთწლიანი/ორწლიანი, თუმცა ლიცენზიის აღების შემდეგ, მაინც 6 თვეში უნდა გაატაროთ, იმის მიუხედავად ერთწლიანი თუ ორწლიანი ვადა აქვს ტექინსპექტირებას, რომ არ გაუქმდეს ლიცენზია და არ დაჯარიმდეთ.
მაქვს ორწლიანი ან ერთწლიანი ტექინსპექტირების ვადა, ტაქსის ლიცენზიის გამო მაინც 6 თვეში უნდა გავიარო?
დიახ, იმისათვის რომ ტაქსის ლიცენზია არ შეგიჩერდეთ, აუცილებელია ტექინსპექტირება გაიაროთ ტაქსის ლიცენზიის აღებიდან 6 თვის შემდეგ, მიუხედავად იმისა მანამდე რამდენ წლიანი ინსპექტირების თარიღი ქონდა მინიჭებული ავტომობილს (B კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში ). A კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში ავტომობილი ვალდებულია გაიაროს ტექინსპექტირება ტექინსპექტირების გავლიდან 6 თვეში.
ტაქსებისთვის ტექინსპექტირების ვადა წინა ტექინსპექტირების ვადიდან ითვლება თუ ლიცენზიის აღებიდან?
ტექინსპექტირების ვადა ითვლება ლიცენზიის აღებიდან (B კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში). A კატეგორიის ნებართვის შემთხვევაში, ავტომობილი ვალდებულია გაიაროს ტექინსპექტირება ტექინსპექტირების გავლიდან 6 თვეში.
4 წლამდე ავტომობილებს ან იმ ავტომობილებს, რომელთაც 2 წლიანი ტექინსპექტირების ვადა ენიჭებათ წლოვანებიდან გამომდინარე, ტაქსის ლიცენზიის აღებიდან მაინც 6 თვეში უწევს ტექინსპექტირების გავლა ?
დიახ. იმისათვის, რომ ისარგებლოთ ტაქსის ლიცენზიით, აუცილებელია ტექინსპექტირების გავლა 6 თვეში ერთხელ, მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკისაა ავტომობილი.
სხვა ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის, გაეცანით გრინვეის ვებ-გვერდზე ხშირად დასმულ შეკითხვებს და ბლოგებს.