5 რამ, რაც ტექინსპექტირებამდე უნდა შეამოწმო

რა უნდა შეამოწმო ტექინსპექტირებამდე

„გრინვეის“ სერვისცენტრებში ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი გადის ტექინსპექტირებას. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მანქანები ხშირად ისეთი მიზეზების გამო ხარვეზდება, რომელთა გამოსწორებასაც მძღოლი დამოუკიდებლად, საკმაოდ მარტივად შეძლებდა.

ამ ბლოგში ხუთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს განვიხილავთ. თითოეული მათგანის მაგალითზე ავხსნით, თუ რა მოწმდება და როგორ უნდა მოემზადო წინასწარ.

განათება და მასთან დაკავშირებული მარტივად მოსაგვარებელი ხარვეზები

ტექინსპექტირებისას ავტომობილის განათების ყველა ელემენტი მოწმდება, მათ შორის ფარები, მოხვევის მაჩვენებლები, სამუხრუჭე შუქები, სანომრე ნიშნის განათება, უკუსვლის ფარები და საავარიო შუქსიგნალები.

ერთი დაზიანებული განათებაც კი საკმარისია, რომ მანქანამ ინსპექტირება ვერ გაიაროს. ამავდროულად, აღნიშნული პრობლემა ხშირ შემთხვევაში მარტივად გვარდება, რადგან ნათურის შეცვლას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.

შემოწმებამდე სათითაოდ ჩართე ყველა შუქი და დარწმუნდი, რომ რომელიმე მათგანი გადამწვარი ან მბჟუტავი არ არის. მუხრუჭის სიგნალების შესამოწმებლად სხვას სთხოვე, სატერფულს ფეხი დააჭიროს, შენ კი მანქანას უკანა მხრიდან დააკვირდი.

სამუხრუჭე სისტემა და მისი კომპონენტები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციო

სამუხრუჭე სისტემა ავტომობილის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ინსპექტირებისას სიზუსტით მოწმდება. პროცესის განმავლობაში ყურადღება ექცევა, მუხრუჭის ეფექტურობას, დისკების მდგომარეობას, სითხის დონესა და ხელის მუხრუჭის გამართულობას.

თუ დამუხრუჭებისას მანქანიდან უჩვეულო ხმაური, ხახუნი ან ვიბრაცია იგრძნობა, დიდი ალბათობით, ხუნდები გაცვეთილია ან დისკებია დაზიანებული. ამასთანავე, თუ სატერფული ჩვეულებრივზე მეტად რბილია და დაჭერისას ღრმად ეშვება, შესაძლოა სისტემაში არასაკმარისი სამუხრუჭე სითხე იყოს. 


საბურავები და დეტალები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეს

ტექინსპექტირებისას საბურავების პროტექტორის გამოშვების წელი, სიღრმე, ნახატი, ზომა და საერთო მდგომარეობა ფასდება.

ტექინსპექტირებისას საბურავების შემოწმებისას ფასდება გამოშვების წელი, პროტექტორის სიღრმე, საერთო მდგომარეობა, ზომა და პროტექტორის ნახატი. 

ვინაიდან სხვადასხვა მახასიათებლის მქონე საბურავები მკვეთრი დამუხრუჭებისას მოცურების რისკს ზრდის, ერთ ღერძზე განსხვავებული წყვილის გამოყენება დახარვეზების მიზეზი ხდება.

შესაძლოა საბურავი ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს, თუმცა მაინც გამოსაცვლელი იყოს. დროთა განმავლობაში მასალა შრება და თავდაპირველ თვისებებს კარგავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტომობილი ხშირად მზეზე დგას. ამიტომ, ინსპექტირებამდე აუცილებლად დაათვალიერე მხარეები, რათა დარწმუნდე, რომ ზედაპირზე წვრილი ბზარები არ არის გაჩენილი.

საქარე მინა, მინაწმენდები და დასაშვები ნორმები

საქარე მინის მდგომარეობა ხილვადობის თვალსაზრისით მოწმდება. დადგენილი წესების თანახმად, მინამწმენდი მოქმედების არეში ბზარი ან ლაქა არ უნდა ფიქსირდებოდეს, თუმცა 5 მილიმეტრამდე ზომის წერტილოვანი დეფექტი, რომელიც ნაკენჭურის სახელითაა ცნობილი, დასაშვებად ითვლება.

ეს საკითხი ხშირად ხდება გაურკვევლობის მიზეზი. ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ნაკენჭური დახარვეზების საფუძველია, ზოგჯერ კი მძღოლის მხრიდან თვალსაჩინო ბზარებს სათანადო ყურადღება არ ექცევა. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ზუსტი პასუხის მიღება უშუალოდ სერვისცენტრში შეგიძლია, რადგან „გრინვეის“ ნებისმიერ ფილიალში დაზიანების ხარისხს ინსპექტორები ადგილზევე შეაფასებენ.

საქარე მინის გარდა, ცალკე მოწმდება მინამწმენდებიც. ისინი გამართულად უნდა მუშაობდეს, რადგან გაცვეთილი საფარს სათანადოდ ვერ ასუფთავებს და ხილვადობას აუარესებს, განსაკუთრებით ნალექიან ამინდში.


გამონაბოლქვის საკითხი და ბოლო წლებში შეცვლილი რეგულაციები

ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის CO-ს (ნახშირჟანგის) დასაშვები ნორმა უქმ სვლაზე 0.5%, მაღალ ბრუნზე კი 0.3%-ია. 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ რეგისტრირებული ავტომობილებისთვის კი სავალდებულოა ლამბდას კოეფიციენტის კონტროლი, რომელიც 1 ± 0.03 ფარგლებში უნდა იყოს.

ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის CO-ს დასაშვები ზღვარი 0.6%-დან 0.55%-მდე შემცირდა, იმავე პერიოდში კი შემოწმებას ხმაურის კონტროლიც დაემატა.

თუ მანქანა ჩვეულებრივზე მეტ კვამლს გამოყოფს ან მას სპეციფიკური, მძაფრი სუნი აქვს, ეს შესაძლოა ძრავის ან გამონაბოლქვის სისტემის გაუმართაობაზე მიანიშნებდეს. კვამლის ფერსაც მნიშვნელობა ენიჭება, რადგან შავი, ლურჯი ან თეთრი შეფერილობა სხვადასხვა ტიპის პრობლემაზე მეტყველებს.

დაზიანებული მაყუჩი ორმაგ რისკს ქმნის, რადგან ის, ერთი მხრივ, ზრდის გამონაბოლქვის მაჩვენებელს, მეორე მხრივ კი, ხმაურის დონეს. თითოეული მათგანი დამოუკიდებლად შეიძლება გახდეს ავტომობილის დახარვეზების საფუძველი.

ტექდათვალიერებამდე ძრავის ზეთის შეცვლა და სისტემის ვიზუალური შემოწმება პრობლემების დროულად აღმოჩენაში დაგეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე მაყუჩს, რათა მასზე ხვრელი, ჟანგი ან ნაპრალი არ იყოს.

ინსპექტირებისთვის მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს. ნათურების, საბურავების, საქარე მინისა და გამონაბოლქვის დამოუკიდებლად გადამოწმება სულ რაღაც 15-20 წუთშია შესაძლებელი. თუ დათვალიერებისას ან მანქანის მართვისას რაიმე ხარვეზს შეამჩნევ, აუცილებლად მიაკითხე სერვისცენტრს და პრობლემა „გრინვეიში“ ვიზიტამდე, დათქმული თარიღის მოახლოებამდე მოაგვარე.

ასევე ნახე