გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი

„გრინვეიში“ ყოველწლიური 40-საათიანი ტრენინგის კურსი დასრულდა

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება მოითხოვს სიზუსტეს და უახლესი რეგულაციების ცოდნას. სწორედ ამიტომ, გრინვეიში ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ტიპის ტრენინგები და მათ შორის 40 საათიანი ტრენინგის კურსი, რომლის მიზანია, გაიზარდოს თანამშრომლების კვალიფიკაცია და ტექნიკურ-თეორიული საკითხების ცოდნა. აღნიშული ტრენინგები ტარდება №511 დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად.
რას გულისხმობს №511 დადგენილების მოთხოვნა?
საქართველოს მთავრობის №511 დადგენილება მკაცრად განსაზღვრავს „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნებს“.
აღნიშნულ რეგლამენტში ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ყველა მოქმედმა ინსპექტორმა, წელიწადში ერთხელ, მინიმუმ 40 საათიანი ტრენინგი გაიაროს. შესაბამისად, გრინვეის ყველა ინსპექტორი ფლობს უახლეს ინფორმაციას ინსპექტირების სტანდარტების შესახებ და აქვს აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადასტურებული შესაბამისი კვალიფიკაცია.
რას მოიცავს სწავლების პროცესი?
,,საქართველოს მთავრობის დადგენილება №511 2017 წლის 1 დეკემბერი ქ. თბილისი’’ რეგლამენტის   შესაბამისად,  ტრენინგის კურსი უნდა ხსნიდეს ინსპექტირების პროცესს და აზუსტებდეს სტანდარტებს, რომლებიც მოცემულია ინსპექტირების არსებულ მოთხოვნებში. ტრენინგი ასევე მოიცავს სადემონსტრაციო ინსპექტირებას.
სასწავლო ტრენინგი ძირითადად შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
ავტომობილების ტექნოლოგია
  • სამუხრუჭე სისტემა;
  • საჭის მექანიზმი;
  • ელექტროობა და ელექტროსისტემები;
  • მაშუქების მონტაჟი, აღჭურვილობა და ელექტრონული კომპონენტები;
  • ღერძები, თვლები და საბურავები;
  • შასი და ძარა;
  • დამატებითი მოთხოვნები სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მიმართ.
ინსპექტირების მეთოდი
  • შეუსაბამობების შეფასება ტექნიკური ინსპექტირებისას;
  • სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მოქმედი რეგულაციები;
  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია - საკანონმდებლო მოთხოვნები;
  •  ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემა (ტარდება ორგანიზაციის მიერ);
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემა: აპლიკაციები, რომლებიც ეხება ინსპექტირებას და ადმინისტრირებას.
ტრენინგი საკმაოდ დატვირთული და კომპლექსური იყო. ინსპექტორებმა დეტალურად განიხილეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი და ცვლილება, რომელიც ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შევიდა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თქვენთვის?
როდესაც „გრინვეიში” მოდიხართ, თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ:
  • ინსპექტირების შედეგი არის სანდო, ზუსტი და ობიექტური;
  • თქვენს ავტომობილს ინსპექტირებას უტარებს აკრედიტირებული პროფესიონალი;
  • თქვენი ავტომობილი გამართულია და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოება გზებზე დაცულია უმაღლესი სტანდარტით.
„გრინვეი“ აგრძელებს განვითარებას და მისთვის კანონის მოთხოვნების დაცვა ნიშნავს პასუხისმგებლობას თითოეული მომხმარებლის წინაშე.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის №511 დადგენილებით მოთხოვნილი ტრენინგების გარდა, გრინვეი მუდმივად ატარებს დამატებით თეორიულ, პრაქტიკულ და სერვის პლუსის ტრენინგებს, რომელთა მთავარი მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, თანამშრომელთა პროფესიული უნარების გაძლიერება და მომხმარებელთა კმაყოფილების მუდმივი ზრდა. 
მეტი სიახლისთვის, თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგებს.

ასევე ნახე