გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი

გრინვეი აკადემიაში საპილოტე ტრენინგები მიმდინარეობს

USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ ურთიერთანამშრომლობით შეიქმნა „გრინვეი აკადემია“. ეს არის პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ კომპანიის შიდა განვითარებას, არამედ მთელ ინდუსტრიას აძლევს შესაძლებლობას, ერთიანი სტანდარტებით მოამზადოს და გადაამზადოს ინსპექტორები.

საპილოტე ტრენინგების დაწყება და მასშტაბები

პროექტის ფარგლებში 2024 წელს აქტიურად მიმდინარეობს ტრენინგები. „გრინვეი საქართველოს“ თბილისისა და რეგიონების ინსპექტორები პირველები გადიან საპილოტე ტრენინგებს, რაც უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის სინქრონიზაციასა და ხარისხის კონტროლს ქვეყნის მასშტაბით. სასწავლო პროცესი პროექტის ოფიციალური წარდგენის შემდეგ დაიწყო, ვრცლად ღონისძიების შესახებ იხილეთ: გრინვეი აკადემია - პროექტის პრეზენტაცია

ინოვაციური სასწავლო მოდულები და ციფრული პლატფორმა

გადამზადება ხორციელდება თანამედროვე ციფრული რესურსების გამოყენებით. სასწავლო პლატფორმა - academy.greenway.ge მონაწილეებს სთავაზობს სპეციალიზებულ ვიდეო გაკვეთილებსა და შემეცნებით მასალებს. აღსანიშნავია, რომ ტრენინგების ეფექტურად წარმართვისთვის პროექტის ფარგლებში წინასწარ გადამზადდნენ კვალიფიციური ტრენერებიც. გრინვეი აკადემიის ტრენინგების მიზანია პროფესიული განვითარება და მომსახურეობის ხარისხის ზრდა.

ინდუსტრიის გაძლიერება და სამომავლო პერსპექტივები

ამ მიმართულებით მუშაობა არ ჩერდება და კომპანიაში მომსახურების გაუმჯობესების ტრენინგები გრძელდება, რაც საბოლოო ჯამში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე აისახება. აღნიშნული საპილოტე ტრენინგები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ტექნიკური ინსპექტორის პროფესიის გაძლიერებისკენ. ერთიანი სასწავლო სტანდარტი ხელს შეუწყობს ტექინსპექტირების რეფორმის განმტკიცებასა და მომსახურების ხარისხის ახალ საფეხურზე აყვანას.

ასევე ნახე