"გრინვეი აკადემია" - პროექტის პრეზენტაცია
“გრინვეი აკადემია” წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ ცენტრს, რომლის სამუშაო პროცესშიც შემუშავდა სასწავლო მოდულები, რომლებიც დაეხმარება ახალი პროფესიის, "ავტომობილების ტექნიკური ინსპექტორის", გაძლიერებას.
ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ტექინსპექტირების რეფორმის განმტკიცებასა და ერთიანი სტანდარტების დანერგვას ყველა მომავალი თუ უკვე არსებული ინსპექტორისთვის. პროექტი USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შედგა.
გრინვეის თანამშრომელთათვის, ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ასევე უშუალოდ ტრენერთათვის ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 2024 წლის 1 თებერვალს შედგა პროექტის პრეზენტაცია. ხოლო რაც შეეხება პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებს, შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ბლოგში - "გრინვეი აკადემიაში" საპილოტე ტრენინგები მიმდინარეობს.
საერთაშორისო პარტნიორები და მოწვეული სტუმრები
პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები:
დევიდ ბლოოდი - USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ხელმძღვანელი;
ედუარდ ფერნანდესი - CITA-ს (სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის) აღმასრულებელი დირექტორი;
ჰანს-იურგენ შიმპგენი - Applus-ის ვიცე პრეზიდენტი, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
სასწავლო რესურსები და ციფრული პლატფორმა
ღონისძიების მსვლელობისას დეტალურად იქნა მიმოხილული სასწავლო მოდულები, ვიდეო გაკვეთილები, სასწავლო პლატფორმის academy.greenway.ge სამუშაო პრინციპები და შესაძლებლობები.