რატომ ამცირებს ტექინსპექტირება ავტოავარიების რიცხვს?
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში ქვეყანაში 5 969 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. მართალია, ინციდენტების უდიდესი ნაწილი მძღოლების შეცდომებით, არასწორი მანევრირებით, სიჩქარის გადაჭარბებით ან გასწრების წესების დარღვევითაა გამოწვეული. ამ ფონზე, კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რომ ამავე პერიოდში ტექინსპექტირების გარეშე ტრანსპორტის მართვის 258 744 შემთხვევა გამოვლინდა.
რომელი ტექნიკური ხარვეზები იწვევს ავარიებს ყველაზე ხშირად?
ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) შეისწავლა ის საგზაო შემთხვევები, რომელთა მთავარ მიზეზს ტექნიკური გაუმართაობა წარმოადგენდა. მონაცემების მიხედვით, მსგავს სიტუაციებში ავარიების 35% საბურავების პრობლემებს უკავშირდებოდა, 22% კი სამუხრუჭო სისტემას. საჭის მექანიზმის, დაკიდებისა და ძრავის გაუმართაობა შემთხვევათა მხოლოდ 3%-ში დაფიქსირდა.
ალაბამის უნივერსიტეტის კვლევამ ეს საკითხი კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლა. ავარიაში მოხვედრილი გაუმართავი ავტომობილების 42%-ში სამუხრუჭო სისტემის ხარვეზი გამოვლინდა, 22%-ში კი საბურავების არასათანადო მდგომარეობა დადასტურდა. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ავტომობილების დაახლოებით 67% 10 წელზე მეტი ასაკის იყო.
ეს მაჩვენებელი საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების დიდი ნაწილი 6 წელზე მეტი ასაკისაა. შესაბამისად, ზემოთ აღწერილი ხარვეზების წარმოქმნის საფრთხე მაღალია და რეგულარული ტექდათვალიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რა მოწმდება ტექინსპექტირებაზე ავარიების თავიდან ასაცილებლად?
ტექინსპექტირებისას შესამოწმებელი კომპონენტების ჩამონათვალი ზუსტად იმ მიმართულებებს მოიცავს, რომლებიც, კვლევების მიხედვით, ავარიების მიზეზი ხდება.
- სამუხრუჭო სისტემა: ფასდება მუხრუჭის ეფექტურობა, დისკების მდგომარეობა, სითხის დონე და ხელის (სადგომი) მუხრუჭის გამართულობა.
- განათება: მოწმდება ფარები, მოხვევის მაჩვენებლები, სამუხრუჭე და უკუსვლის შუქები, სანომრე ნიშნის განათება და საავარიო სიგნალები.
- საბურავები: მოწმდება გამოშვების წელი, პროტექტორის სიღრმე, ნახატი, ზომა და საერთო მდგომარეობა.
- ხილვადობა და საქარე მინა: მინამწმენდების მოქმედების არეში არ უნდა იყოს ბზარი (დასაშვებია 5 მმ-მდე წერტილოვანი დეფექტი).
- გამონაბოლქვი და ხმაურის ნორმები: ბენზინზე მომუშავე ძრავებისთვის CO-ს ნორმა უქმ სვლაზე 0.5%-ია, მაღალ ბრუნზე კი 0.3%. მოწმდება ლამბდას კოეფიციენტი (1 ± 0.03), ხმაურის დონე და მაყუჩის მთლიანობა.
რას ადასტურებს საერთაშორისო კვლევები და სხვა ქვეყნების გამოცდილება?
რადგან ტექინსპექტირება იმ დეტალებს ამოწმებს, რომლებიც ავარიის მიზეზი ხდება, ბუნებრივია, რომ რეგულარული კონტროლისას ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი უნდა იკლებდეს.
2023 წელს აშშ-ში უფრო მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომელიც 50 შტატისა და ვაშინგტონის ოლქის 44-წლიან მონაცემებს ეყრდნობოდა. შედეგების მიხედვით, პერიოდული ტექინსპექტირების პროგრამის მოქმედებისას ავარიებისა და მძიმედ დაშავებული მგზავრების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა. საპირისპირო მაგალითია სამხრეთ კაროლინის შტატი, სადაც სავალდებულო შემოწმების გაუქმებიდან 11 წელიწადში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა 29%-ით გაიზარდა.
უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირში კონტროლის მექანიზმები წლიდან წლამდე მკაცრდება. კერძოდ, 2025 წლის აპრილში მიღებული რეგულაციებით, ძველი ავტომობილების ყოველწლიური შემოწმება სავალდებულოა. ევროკომისიის გათვლებით, აღნიშნული ცვლილებები 2050 წლისთვის დაახლოებით 7 000 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს და 65 000 პირს მძიმე დაზიანებისგან დაიცავს.
გაიარე დროული ტექინსპექტირება „გრინვეიში“ და მართე ავტომობილი რისკების გარეშე
ტექდათვალიერების პროცესში მოწმდება ის კომპონენტები, რომლებიც ავარიის სტატისტიკაში ყველაზე ხშირად ფიგურირებს. საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს, რომ რეგულარული კონტროლი საგზაო შემთხვევებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამიტომ, პირადი და სხვების უსაფრთხოებისთვის, ნუ გადადებ „გრინვეის“ სერვისცენტრში ვიზიტს.
ტექდათვალიერების ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით 32 წერტილში ფუნქციონირებს. ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა ვებგვერდზე (greenway.ge/booking) ნებისმიერ დროს შეგიძლია, თუმცა მომსახურებას ნებისმიერ ფილიალში ჯავშნის გარეშეც მიიღებ.
ასევე მოქმედებს SMS შემახსენებელი სერვისი, რომელიც ტექინსპექტირების ვადის მოახლოების შესახებ წინასწარ გიგზავნით შეტყობინებას. თუ ავტომობილი პირველადი შემოწმებისას დახარვეზდა, პრობლემის გამოსასწორებლად 30 კალენდარული დღე გექნება. განმეორებითი ვიზიტისთვის შეგიძლია „გრინვეის“ ნებისმიერი ფილიალი შეარჩიო, რადგან თავდაპირველ სერვისცენტრში დაბრუნება სავალდებულო არ არის.
თუ ტექინსპექტირების ვადა გიახლოვდება, ვიზიტის დაგეგმვა „გრინვეიში” უკვე შეგიძლია.