გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
star icon

სიახლეები

დასრულებული

საჩუქრები პატარა მგზავრებისთვის გრინვეიში

2025 წლის 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, გრინვეიში ტექინსპექტირებისას თქვენს პატარებს სასიამოვნო სიურპრიზები ელით!
  • საგზაო უსაფრთხოების ბარათები - მარტივი, გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც ბავშვებს საგზაო უსაფრთხოების ძირითად წესებს აცნობს;
  • ფერადი სტიკერები.
ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო გადაადგილების წესების სწავლა პატარ-პატარა ნაბიჯებით ადრეული ასაკიდან იწყება. სწორედ ამის გათვალისწინებით შევქმენით უსაფრთხოების ბარათები, სადაც  ბავშვებს შეუძლიათ მძღოლებზე დაკვირვებით მონიშნონ  შესრულებული მოქმედებები. გაიკეთა თუ არა ღვედი, მოხვევისას აანთო თუ არა ციმციმა, დაიჭირა დისტანცია, გაატარა ფეხით მოსიარულე, გაჩერდა შუქნიშანზე და სხვა. უსაფრთხოების მცველი პატარები ამისათვის სტიკერსაც დაიმსახურებენ, რომელიც შეუძლიათ სასურველ ადგილზე მიაკრან. 
რატომ არის ტექნიკური ინსპექტირება მნიშვნელოვანი?
ტექინსპექტირება მნიშვნელოვანია ავტომობილის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვისთვის. პროცესი მოიცავს ავტომობილის ძირითადი უსაფრთხოების სისტემების შემოწმებას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო მგზავრობას თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. ტექინსპექტირებისას მოწმდება:
  • სამუხრუჭე სისტემა;
  • საჭის მართვის მექანიზმი;
  • საბურავები და სავალი ნაწილი;
  • გამონაბოლქვი და ეკოლოგიური პარამეტრები და ა.შ.
დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ბლოგში - ყველაფერი, რაც მოწმდება ტექინსპექტირებისას
მეტი სიახლისთვის გამოგვყევით ჩვენს სოციალურ ქსელებში  და თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: 032 299 77 77
გაიგე მეტი arrow-right icon
დასრულებული

დასაჩუქრდი ბელიაშვილის სერვის ცენტრში

გრინვეი სპეციალურ შეთავაზებას გიმზადებს! 2025 წლის 3 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით თუ ტექინსპექტირებას ბელიაშვილის სერვის ცენტრში გაივლი, განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებ!
რა პრიზები გელოდებათ ბელიაშვილის ფილიალში?
  • ტექინსპექტირების ვაუჩერი;
  • გრინვოშის რეცხვის ვაუჩერი;
  • ამბოლის ფასდაკლების ვაუჩერი (სამუხრუჭო ხუნდებსა და ძრავის ზეთებზე);
  • „სოკარ ჯორჯიას“ ათლიტრიანი საწვავის ვაუჩერი;
  • პირველადი დახმარების ნაკრები;
  • „ტენეს“ USB კაბელი;
  • ცეცხლმაქრი;
  • თერმოსი.

რატომ უნდა ავირჩიოთ ბელიაშვილის ფილიალი? 

  • ცენტრი მოსახერხებელ ლოკაციაზე მდებარეობს და სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს;
  • გამოცდილი სპეციალისტები თანამედროვე ტექნიკით შენი ავტომობილის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ;
  • და, რაც მთავარია, ახლა შეგიძლია ტექინსპექტირებასთან ერთად მიიღო საჩუქარი.

შეთავაზება შეზღუდული პერიოდით მოქმედებს. დაგეგმე ვიზიტი ახლავე და მიიღე შენი საჩუქარი-იმისთვის, რომ აირჩიე გრინვეი.

გაიგე მეტი arrow-right icon
დასრულებული

დასაჩუქრდი ADR და ECMT შესაბამისობის ოქმის მიღებისას

,,გრინვეი'' აგრძელებს საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისა და კომპანიების მხარდაჭერას.
თუ შენს სატრანსპორტო საშუალებას ADR და ECMT შესაბამისობის ოქმის მიღება სჭირდება (საერთაშორისო და სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის), გრინვეის სამ ფილიალში აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისას, საჩუქრად მიიღებ “ამბოლის” ვაუჩერს სპეციალური ფასდაკლებებით:
  • სატვირთო ავტომობილების საბურავებზე - 6% ფასდაკლება;
  • სატვირთო ავტომობილის ხუნდებზე, აკუმულატორებსა და ზეთებზე - 12% ფასდაკლება.
შეთავაზება მოქმედებს 2023 წლის 20 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით.
რა არის ADR და ECMT სტანდარტები?
ADR და ECMT წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც არეგულირებს ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას. ADR არის ევროპული შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს სახიფათო ტვირთების საგზაო ტრანსპორტირების წესებს და მოიცავს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობას, აღჭურვილობასა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. ECMT კი ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის სისტემაა, რომელიც ადგენს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდი სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელების ტექნიკურ და ეკოლოგიურ შესაბამისობას. ორივე შემთხვევაში, შესაბამისობის ოქმის ან სერტიფიკატის მისაღებად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა.
ADR და ECMT-ს შესახებ შეგიძლია გაიგო მეტი ბლოგში-საერთაშორისო საავტომობილო და სახიფათო ტვირთების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირება
მომსახურება და საჩუქრები მიიღე შემდეგ ფილიალებში:
გაიგე მეტი arrow-right icon