გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
ივნ 20, 2023

დასაჩუქრდი ADR და ECMT შესაბამისობის ოქმის მიღებისას

დასაჩუქრდი ADR და ECMT შესაბამისობის ოქმის მიღებისას
თუ შენს სატრანსპორტო საშუალებას ADR და ECMT შესაბამისობის ოქმის მიღება სჭირდება (საერთაშორისო და სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის), გრინვეის სამ ფილიალში აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისას, საჩუქრად მიიღებ “ამბოლის” ვაუჩერს სპეციალური ფასდაკლებებით:
  • სატვირთო ავტომობილების საბურავებზე - 6% ფასდაკლება;
  • სატვირთო ავტომობილის ხუნდებზე, აკუმულატორებსა და ზეთებზე - 12% ფასდაკლება.
ADR და ECMT წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც არეგულირებს ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას. ADR არის ევროპული შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს სახიფათო ტვირთების საგზაო ტრანსპორტირების წესებს და მოიცავს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობას, აღჭურვილობასა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. ECMT კი ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის სისტემაა, რომელიც ადგენს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდი სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელების ტექნიკურ და ეკოლოგიურ შესაბამისობას. ორივე შემთხვევაში, შესაბამისობის ოქმის ან სერტიფიკატის მისაღებად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა. ADR და ECMT-ს შესახებ შეგიძლია გაიგო მეტი ბლოგში-საერთაშორისო საავტომობილო და სახიფათო ტვირთების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირება
მომსახურება და საჩუქრები მიიღე შემდეგ ფილიალებში:

ასევე ნახე