სექ 25, 2025
საჩუქრები პატარა მგზავრებისთვის გრინვეიში
ტექინსპექტირებისას გრინვეიში თქვენს პატარას სასიამოვნო სიურპრიზები ელის!
- საგზაო უსაფრთხოების ბარათები-მარტივი, გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც ბავშვებს საგზაო უსაფრთხოების ძირითად წესებს აცნობს;
- ფერადი სტიკერები.
ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო გადაადგილების წესების სწავლა პატარ-პატარა ნაბიჯებით ადრეული ასაკიდან იწყება. სწორედ ამის გათვალისწინებით შევქმენით უსაფრთხოების ბარათები, სადაც ბავშვებს შეუძლიათ მძღოლებზე დაკვირვებით მონიშნონ შესრულებული მოქმედებები. გაიკეთა თუ არა ღვედი, მოხვევისას აანთო თუ არა ციმციმა, დაიჭირა დისტანცია, გაატარა ფეხით მოსიარულე, გაჩერდა შუქნიშანზე და სხვა. უსაფრთხოების მცველი პატარები ამისათვის სტიკერსაც დაიმსახურებენ, რომელიც შეუძლიათ სასურველ ადგილზე მიაკრან.
რატომ არის ტექნიკური ინსპექტირება მნიშვნელოვანი?
ტექინსპექტირება მნიშვნელოვანია ავტომობილის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვისთვის. პროცესი მოიცავს ავტომობილის ძირითადი უსაფრთხოების სისტემების შემოწმებას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო მგზავრობას თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. ტექინსპექტირებისას მოწმდება:
- სამუხრუჭე სისტემა;
- საჭის მართვის მექანიზმი;
- საბურავები და სავალი ნაწილი;
- გამონაბოლქვი და ეკოლოგიური პარამეტრები და ა.შ.
დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ბლოგში - ყველაფერი, რაც მოწმდება ტექინსპექტირებისას
მეტი სიახლისთვის გამოგვყევით ჩვენს სოციალურ ქსელებში და თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: 032 299 77 77