star icon

სიახლეები

ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებები ტექინსპექტირებაში - 2023

2023 წლის იანვრიდან, ეტაპობრივად იგეგმება ტექინსპექტირების ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედება.
ცვლილება მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:
გამონაბოლქვის დასაშვები კოეფიციენტი შემცირებას
იმ ბენზინის ძრავით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის,  რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარეს პირველადი რეგისტრაცია 2020 წლის 1 აპრილამდე, 2023 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე - 0,55% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) - 0.55%. 
შეგახსენებთ, რომ ეს ავტომობილები დღეს მოწმდება:  ძრავას უქმ სვლაზე - 0,60% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) - 0.60%.
ცვლილებები არ ეხება დიზელზე მომუშავე ავტომობილებს და არც 2020 წლის 1 აპრილის მერე რეგისტრირებულ ბენზინის ძრავით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებს, რადგან 2020 წლის 1 აპრილიდან ქვეყანაში შემოსული ყველა ავტომობილისთვის სავალდებულოა კატალიზატორის ქონა (დასაშვებია უნივერსალური კატალიზატორიც, თუ მუშაობს გამართულად და თავის ფუნქციას ასრულებს), მანქანები მოწმდებიან გამონაბოლქვზე 0.5-0.3 (მაღალ ბრუნზე და დაბალ ბრუნზე). ეს ავტომობილები ასევე მოწმდება ლამბდა კოეფიციენტზეც. 
ცვლილება მეორადი ინსპექტირების საფასურში
მთავრობის #562 დადგენილების მიხედვით, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირებისთვის მფლობელს დამატებითი საფასურის გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ რომ,  ამ დრომდე 30 კალენდარული დღის ვადაში განმეორებითი ინსპექტირება უფასო იყო.
2023 წლის 1 თებერვლიდან 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, ტექინსპექტირება 100 ლარი, განმეორებითი ინსპექტირება - 30 ლარი ეღირება. დანარჩენ შემთხვევებზე პირველადი ინსპექტირების საფასური 60 ლარია, განმეორებითის 20 ლარი.
M1 კატეგორიის ელექტრომობილებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 48 ლარით, ხოლო განმეორებითი ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 15 ლარით.
ტექინსპექტირების ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტურია.
ხმაურის დონის შემოწმება
საქართველოს მთავრობის დადგენილება (#569) ხმაურის შემოწმებასთან დაკავშირებით 1 იანვრიდან ამოქმედდება და შეეხება ყველა ავტოტრანსპორტს.
ავტომობილის ხმაურზე შემოწმების გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტირების ორგანო.
ხმაურის შემოწმდება შემდეგი კრიტერიუმებით:
უმნიშვნელო ხარვეზი:
ბენზინი:
  • M1, N1 კატეგორია - 95 (დბ) – 105 (დბ)- შორის
  • M2, N2 კატეგორია - 100 (დბ) – 110 (დბ)-შორის
  • M3, N3 კატეგორია - 105 (დბ) – 115 (დბ)-შორის
 დიზელი:
  • M1, N1 კატეგორია - 100 (დბ) – 110 (დბ)-შორის
  • M2, N2 კატეგორია - 105 (დბ) – 115 (დბ)-შორის
  • M3, N3 კატეგორია - 110 (დბ) – 120 (დბ)-შორის
მნიშვნელოვანი ხარვეზი:
ბენზინი:
  • M1, N1 კატეგორია - აღემატება 105 (დბ)-ს
  • M2, N2 კატეგორია - აღემატება 110 (დბ)-ს
  • M3, N3 კატეგორია - აღემატება 115 (დბ)-ს
 დიზელი:
  • M1, N1 კატეგორია - აღემატება 110 (დბ)-ს
  • M2, N2 კატეგორია - აღემატება 115 (დბ)-ს
  • M3, N3 კატეგორია - აღემატება 120 (დბ)-ს
 ამ და სხვა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ გრინვეის ვებ და Facebook გვერდს.
გაიგე მეტი arrow-right icon

ცვლილებები გამონაბოლქვისა და ხმაურის დონის შემოწმებაზე

2023 წლის იანვრიდან, იგეგმება ტექინსპექტირების რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედება. ცვლილება შეეხება გამონაბოლქვის კოეფიციენტის შემცირებას (გამკაცრებას) და ხმაურის დონის შემოწმებას. 
გამონაბოლქვის დასაშვები კოეფიციენტი მცირდება
იმ ბენზინის ძრავით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის,  რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარეს პირველადი რეგისტრაცია 2020 წლის 1 აპრილამდე, 2023 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას შეეხებათ შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე - 0,55% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) - 0.55%;
შეგახსენებთ, რომ ეს ავტომობილები დღეს მოწმდება:  ძრავას უქმ სვლაზე - 0,60% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) - 0.60%.
ცვლილებები  არ ეხება დიზელზე მომუშავე ავტომობილებს და არც 2020 წლის  1 აპრილის მერე რეგისტრირებულ ბენზინის ძრავით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებს, რადგან 2020 წლის 1 აპრილიდან ქვეყანაში შემოსული ყველა ავტომობილისთვის სავალდებულოა კატალიზატორის ქონა (დასაშვებია უნივერსალური კატალიზატორიც, თუ მუშაობს გამართულად და თავის ფუნქციას ასრულებს), მანქანები მოწმდებიან გამონაბოლქვზე 0.5-0.3 (მაღალ ბრუნზე და დაბალ ბრუნზე). ეს ავტომობილები ასევე მოწმდება ლამბდა კოეფიციენტზეც.
ხმაურის დონის შემოწმება
საქართველოს მთავრობის დადგენილება (#569) ხმაურის შემოწმებასთან დაკავშირებით შეეხება ყველა ავტოტრანსპორტს.
ავტომობილის ხმაურზე შემოწმების გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტირების ორგანო.
ხმაურის დონე შემოწმდება შემდეგი კრიტერიუმებით:
უმნიშვნელო ხარვეზი:
ბენზინი:
  • M1, N1 კატეგორია - 95 (დბ) – 105 (დბ)- შორის
  • M2, N2 კატეგორია - 100 (დბ) – 110 (დბ)-შორის
  • M3, N3 კატეგორია -105 (დბ) – 115 (დბ)-შორის
 დიზელი:
  • M1, N1 კატეგორია - 100 (დბ) – 110 (დბ)-შორის
  • M2, N2 კატეგორია - 105 (დბ) – 115 (დბ)-შორის
  • M3, N3 კატეგორია -110 (დბ) – 120 (დბ)-შორის
მნიშვნელოვანი ხარვეზი:
ბენზინი:
  • M1, N1 კატეგორია - აღემატება 105 (დბ)-ს
  • M2, N2 კატეგორია - აღემატება 110 (დბ)-ს
  • M3, N3 კატეგორია - აღემატება 115 (დბ)-ს
დიზელი:
  • M1, N1 კატეგორია - აღემატება 110 (დბ)-ს
  • M2, N2 კატეგორია - აღემატება 115 (დბ)-ს
  • M3, N3 კატეგორია  -აღემატება 120 (დბ)-ს
 ამ და სხვა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ გრინვეის ვებ და Facebook გვერდს.
გაიგე მეტი arrow-right icon

გრინვეის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

ტექინსპექტირების კომპანია „გრინვეი საქართველო“ 300-მდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტით და  ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიებით აღჭურვილი 30 სერვისცენტრით 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
დღეს „გრინვეის“ სერვისცენტრები ერთი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობენ საქართველოს მოქალაქეებს როგორც თბილისში, ისე - ქვეყნის ყველა რეგიონში.
სერვისცენტრების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
2022 წელს, მომხმარებელთა ინტერესის და საჭიროების გათვალისწინებით, გრინვეის კიდევ ერთი, 31-ე  სერვისცენტრი, ახლა უკვე რუსთავის გზატკეცილზე, რუსთავის ახალ და ძველ გზატკეცილებს შორის გაიხსნა.
ჩვენი მიზანია, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ მოქნილი და მარტივი სერვისი, მათთან ახლოს.
ახალი ფილიალი მომხმარებლებს უკვე სრულფასოვან მომსახურებას უწევს.
სანამ გრინვეის ეწვევით, იხილეთ რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას.
მადლობას გიხდით ერთგულებისთვის!
გაიგე მეტი arrow-right icon

გრინვეი 4 წლისაა!

„გრინვეი საქართველო“ 2022 წელს 4 წლის გახდა. კომპანიის ქსელში მომუშავე 300 მაღალკვალიფიციური სპეციალისტით, ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიებით აღჭურვილი 30 სერვის ცენტრით, 1 მილიონ 200 ათასი ჩატარებული ტექინსპექტირებით, ათობით განხორციელებული საინფორმაციო-საზოგადოებრივი კამპანიით, „გრინვეიმ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოში ტექინსპექტირების სფეროს განვითარებაში.

ხელმისაწვდომი სერვისი და საერთაშორისო სტანდარტები

დღეს „გრინვეის“ სერვის ცენტრები ერთი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობენ საქართველოს მოქალაქეებს როგორც თბილისში, ისე - ქვეყნის ყველა რეგიონში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებშიც.

დაფუძნებიდან 2 წელში „გრინვეი“ გახდა ტექინსპექტირების საერთაშორისო ასოციაციის, CITA-ს სრულუფლებიანი წევრი საქართველოდან.

შეცვლილი ცნობიერება და პასუხისმგებლიანი მძღოლები

დღეს „გრინვეი“ საქართველოში ტექინსპექტირების სფეროს ლიდერი კომპანიაა, რომელმაც დაფუძნებიდან 4 წლის თავზე შეძლო შეეცვალა მომხმარებლის ქცევა.

დღეს ავტომობილის შეძენისას თუ ტექინსპექტირების გავლამდე, მოქალაქეთა დიდი ნაწილი ამოწმებს ავტომობილის მდგომარეობას. გაიზარდა პასუხისმგებლიანი მძღოლების რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, ზრდის უსაფრთხოებას და ხელს უწყობს გარემოზე ზრუნვას.

თუ გაინტერესებთ, რეალურად რას ცვლის მძღოლის ყოველდღიურობაში გამართული ტრანსპორტი, იხილეთ ათი სარგებელი რაც მოაქვს ტექინსპექტირებას.

გრინვეი აგრძელებს ზრუნვას თქვენს უსაფრთხოებაზე. 

მადლობას გიხდით ნდობისთვის!

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ბლოგებს.

გაიგე მეტი arrow-right icon