გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი

ცვლილებები გამონაბოლქვისა და ხმაურის დონის შემოწმებაზე

2023 წლის იანვრიდან, იგეგმება ტექინსპექტირების რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედება. ცვლილება შეეხება გამონაბოლქვის კოეფიციენტის შემცირებას (გამკაცრებას) და ხმაურის დონის შემოწმებას. 
გამონაბოლქვის დასაშვები კოეფიციენტი მცირდება
იმ ბენზინის ძრავით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის,  რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარეს პირველადი რეგისტრაცია 2020 წლის 1 აპრილამდე, 2023 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას შეეხებათ შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე - 0,55% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) - 0.55%;
შეგახსენებთ, რომ ეს ავტომობილები დღეს მოწმდება:  ძრავას უქმ სვლაზე - 0,60% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) - 0.60%.
ცვლილებები  არ ეხება დიზელზე მომუშავე ავტომობილებს და არც 2020 წლის  1 აპრილის მერე რეგისტრირებულ ბენზინის ძრავით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებს, რადგან 2020 წლის 1 აპრილიდან ქვეყანაში შემოსული ყველა ავტომობილისთვის სავალდებულოა კატალიზატორის ქონა (დასაშვებია უნივერსალური კატალიზატორიც, თუ მუშაობს გამართულად და თავის ფუნქციას ასრულებს), მანქანები მოწმდებიან გამონაბოლქვზე 0.5-0.3 (მაღალ ბრუნზე და დაბალ ბრუნზე). ეს ავტომობილები ასევე მოწმდება ლამბდა კოეფიციენტზეც.
ხმაურის დონის შემოწმება
საქართველოს მთავრობის დადგენილება (#569) ხმაურის შემოწმებასთან დაკავშირებით შეეხება ყველა ავტოტრანსპორტს.
ავტომობილის ხმაურზე შემოწმების გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტირების ორგანო.
ხმაურის დონე შემოწმდება შემდეგი კრიტერიუმებით:
უმნიშვნელო ხარვეზი:
ბენზინი:
  • M1, N1 კატეგორია - 95 (დბ) – 105 (დბ)- შორის
  • M2, N2 კატეგორია - 100 (დბ) – 110 (დბ)-შორის
  • M3, N3 კატეგორია -105 (დბ) – 115 (დბ)-შორის
 დიზელი:
  • M1, N1 კატეგორია - 100 (დბ) – 110 (დბ)-შორის
  • M2, N2 კატეგორია - 105 (დბ) – 115 (დბ)-შორის
  • M3, N3 კატეგორია -110 (დბ) – 120 (დბ)-შორის
მნიშვნელოვანი ხარვეზი:
ბენზინი:
  • M1, N1 კატეგორია - აღემატება 105 (დბ)-ს
  • M2, N2 კატეგორია - აღემატება 110 (დბ)-ს
  • M3, N3 კატეგორია - აღემატება 115 (დბ)-ს
დიზელი:
  • M1, N1 კატეგორია - აღემატება 110 (დბ)-ს
  • M2, N2 კატეგორია - აღემატება 115 (დბ)-ს
  • M3, N3 კატეგორია  -აღემატება 120 (დბ)-ს
 ამ და სხვა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ გრინვეის ვებ და Facebook გვერდს.

ასევე ნახე