შეხვედრები ლიეტუვის ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა ტექინსპექტირების რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილება ხმაურის დონის შემოწმებაზე, რომელიც შეეხება ყველა ავტოტრანსპორტს.
საერთაშორისო თანამშრომლობა TAIEX-ის ფარგლებში
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში 10-11-12 მაისს, ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) პროგრამის ფარგლებში (ტექნიკური ინსპექტირების დროს ხმაურის დონის შემოწმების საკითხებთან დაკავშირებით) გაიმართა შეხვედრები ლიეტუვის ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მონაწილეები
შეხვედრას ხელმძღვანელობდა სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ გვენეტაძე, ლიეტუვის მხრიდან კი ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის კომპანია გრინვეის წარმომადგენლები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში ხმაურის დონის შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ტექნიკური მზაობა
შეხვედრის ბოლოს გრინვეის ინსპექტირების ცენტრში შემოწმდა ხმაურის დონე და ინსპექტორებმა განმარტეს პროცესი. კომპანია გრინვეი აღჭურვილია ყველა სათანადო ტექნიკით და დანადგარით, რაც საჭიროა რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებებით და ინსპექტირების პროცესის გამართულად ჩასატარებლად.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ გრინვეის Facebook და ვებ-გვერდს.