გრინვეის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
ტექინსპექტირების კომპანია „გრინვეი საქართველო“ 300-მდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტით და ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიებით აღჭურვილი 30 სერვისცენტრით 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
დღეს „გრინვეის“ სერვისცენტრები ერთი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობენ საქართველოს მოქალაქეებს როგორც თბილისში, ისე - ქვეყნის ყველა რეგიონში.
სერვისცენტრების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
2022 წელს, მომხმარებელთა ინტერესის და საჭიროების გათვალისწინებით, გრინვეის კიდევ ერთი, 31-ე სერვისცენტრი, ახლა უკვე რუსთავის გზატკეცილზე, რუსთავის ახალ და ძველ გზატკეცილებს შორის გაიხსნა.
ჩვენი მიზანია, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ მოქნილი და მარტივი სერვისი, მათთან ახლოს.
ახალი ფილიალი მომხმარებლებს უკვე სრულფასოვან მომსახურებას უწევს.
სანამ გრინვეის ეწვევით, იხილეთ რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას.
მადლობას გიხდით ერთგულებისთვის!