გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
აგვ 18, 2025

ჩვენ ერთად ვქმნით ტექინსპექტირების ისტორიას - გრინვეი 7 წლისაა

ჩვენ ერთად ვქმნით ტექინსპექტირების ისტორიას - გრინვეი 7 წლისაა

კომპანიის ისტორია საქართველოში 7 წლის წინ დაიწყო. 2019 წლიდან, ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, ტექინსპექტირებას დაექვემდებარა ყველა სატრანსპორტო საშუალება. ამ პროცესში „გრინვეი“ რეფორმის დასაწყისიდანვე, 2018 წლის 15 აგვისტოდან ჩაება. 

დღეს, 7 წლის შემდეგ, „გრინვეი“ საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 32 ფილიალით და დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 300 თანამშრომელი. კომპანია მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და ამ დროის განმავლობაში უკვე გაწეული აქვს 2,500,000-ზე მეტი მომსახურება. 
 
ამ 7 წლის განმავლობაში გრინვეიმ არაერთი ინოვაციური პროექტი წარმატებით განახორციელა და მოიპოვა ინდუსტრიის ლიდერობა როგორც სერვისის ხარისხის, ასევე ტექნოლოგიური სიახლეების და მიდგომების დანერგვაში.
 
2025 წელს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გრინვეიმ დანერგა სრულიად ახალი, შიდა საოპერაციო სისტემა, რომელმაც ტექინსპექტირების პროცესი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ეფექტური, სწრაფი და მოსახერხებელი გახადა.
 
ბოლო წლებში გრინვეიმ ინსპექტირების ბეჭდური ოქმი სრულად ჩაანაცვლა თანამედროვე, ელექტრონული ფორმატით. მომხმარებელი ოქმს პირდაპირ SMS-ის სახით იღებს, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს: აღარ არის საჭირო ქაღალდების შენახვა, არ არსებობს დაკარგვის რისკი და ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომია როგორც ტელეფონში, ისე ვებსაიტზეც.
 
ეს ცვლილება არა მხოლოდ მომხმარებლისთვისაა კომფორტული, არამედ ეკოლოგიურადაც მნიშვნელოვანია - ქაღალდის მოხმარება კომპანიაში პროექტის ჩაშვებიდან დღემდე 80%-მდეა შემცირებული.
 
ცოდნის გაზიარება და მომავალი ხედვა
 
USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში , „გრინვეი საქართველომ“ პარტნიორებთან (APPLUS, CITA, ტექინსპექტირების ცენტრების გაერთიანება „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“) ერთად შექმნა გრინვეი აკადემია. ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური სასწავლო მოდულები, მომზადდა სახელმძღვანელო მასალები, შემეცნებითი და სასწავლო ვიდეოები, აგრეთვე ფუნქციონირება დაიწყო უნიკალურმა ონლაინ პლატფორმამ - academy.greenway.ge . ასევე, საქართველოს მასშტაბით გადამზადდა ტრენერთა ჯგუფი.
 
2025 წელს გრინვეის მთავარი გზავნილია - მოდი გრინვეიში - “სანამ აგინთებს”.ეს კამპანია ხაზს უსვამს დროული ტექინსპექტირების მნიშნელობას და მიზნად ცნობიერების ამაღლებას ისახავს. “სანამ აგინთებს” არის შეხსენება, რომ არსებობს საქმეები, რომლებიც არ უნდა გადავდოთ. მათ შორისაა ტექინსპექტირება. 

2025 წელსაც გრინვეი ერთ-ერთი ამოცანა რეფორმის შესახებ სწორი ინფორმაციის, მისი მნიშვნელობისა და საჭიროების ხაზგასმა იყო. ამ მიზნით, წლის განმავლობაში პერიოდულად გაიმართა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია.

კომპანიის ვებგვერდსა და სოციალურ არხებში რეგულარულად ზიარდებოდა რჩევები და რეკომენდაციები ავტომობილის მოვლის, უსაფრთხო გადაადგილებისა და ტექდათვალიერების პროცესთან დაკავშირებით. მათ შორის - რა უნდა შეამოწმოს მძღოლმა, რა და რატომ მოწმდება ტექდათვალიერების დროს, რა პირობებია საჭირო უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის.

გრინვეი აგრძელებს რეფორმის გაძლიერებას, ევროპული სტანდარტების დანერგვას და მომხმარებლებისთვის ინოვაციური სერვისების შეთავაზებას.
 
მადლობა ერთგულებისა და ნდობისთვის!

ასევე ნახე