დეკ 17, 2025
“სანამ აგინთებს” - არსებობს საქმეები, რომელიც არ უნდა გადადო
მოდი გრინვეიში – „სანამ აგინთებს“ არის გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს დროული ტექინსპექტირების მნიშვნელობას. გრინვეიში გვჯერა, რომ საგზაო უსაფრთხოება გამართული ავტომობილით იწყება.
2025 წლის საკომუნიკაციო კამპანია “სანამ აგინთებს” ერთგვარი შეხსენებაა, რომ არსებობს საქმეები, რომლებიც არ უნდა გადავდოთ. კამპანიის მიზანი ცნობიერების ამაღლებაა. გვსურს, მძღოლებს დავანახოთ დროული ტექინსპექტირების მნიშვნელობა. ავხსნათ თუ რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას.
კამპანიის შესახებ
კამპანიის მთავარ ვიდეორგოლში ასახულია ადამიანის ბუნება და ყოველდღიური ქცევები. ირონიითა და მსუბუქი იუმორით წარმოვაჩინეთ გადადებული საქმეები. მართალია, გადადებულ საქმეს ყოველთვის სავალალო შედეგი არ მოჰყვება, თუმცა ხანდახან ევაკუატორზეც კი აღმოგვაჩენს. გვჯერა, რომ ვიდეოში ბევრი ადამიანი ამოიცნობს საკუთარ თავს და კიდევ ერთხელ დაფიქრდება დროული ტექინსპექტირების მნიშვნელობაზე.
„გრინვეი“ მომხმარებელს სთავაზობს ხელსაყრელ ადგილმდებარეობებს მთელი საქართველოს მასშტაბით, დაჯავშნის სერვისს, SMS ოქმის მიღების შესაძლებლობასა და აჩქარებული ინსპექტირების პროცესს. ეს ყველაფერი მომხმარებელს დამატებით კომფორტს უქმნის.
“გრინვეის” საკომუნიკაციო კამპანია შეიქმნა კრეატიულ სააგენტო T-REC-თან თანამშრომლობით. ის მოიცავს როგორც ძირითად ვიდეორგოლს, ისე პრინტ სერიას, რომელიც ხაზს უსვამს ტექინსპეტირებისას გასათვალისიწინებელ დეტალებს.