საჩუქრები გრინვეის ახალი ფილიალში - რუსთავის გზატკეცილზე
2022 წლის მიწურულს ჩვენს ქსელს კიდევ ერთი, რიგით 31-ე სერვის ცენტრი შეემატა. მომსახურებას უკვე რუსთავის გზატკეცილზე, მაკდონალდსის მიმდებარედ შეძლებთ. სანამ გვესტუმრებით, წინასწარ შეგიძლიათ გაიგოთ თუ რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას.
საჩუქრები სტუმრობისას
22 თებერვლიდან რუსთავის გზატკეცილის ფილიალში მოსულ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ თავად აირჩიონ სასურველი საჩუქარი ჩამონათვალიდან:
- ტექინსპექტირების ვაუჩერი გრინვეისგან;
- რეცხვის ვაუჩერი გრინვოშისგან;
- საწვავი სოკარისგან;
- ფასდაკლება ზეთებსა და ხუნდებზე ამბოლისგან.
განსაკუთრებული შეთავაზება პირველადი ტექდათვალიერებისას
თუ რუსთავის გზატკეცილის ფილიალს პირველადი ტექდათვალიერებისთვის ეწვევით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად დამატებით საჩუქრებს გიმზადებთ.
ავტომობილის შემოწმების შემდეგ, თქვენ საჩუქრად გადმოგეცემათ:
- გემრიელი ყავა - ვეი მარტისგან;
- ენერჯი ქარდი - სოკარისგან, რომელიც სპეციალური პირობებით სარგებლობის საშუალებას მოგცემთ.
რას გთავაზობთ ენერჯი ქარდის განსაკუთრებული პირობები?
- 6-თეთრიანი ფასდაკლება ყველა ტიპის საწვავზე (ბენზინი/დიზელი);
- 10-თეთრიანი ფასდაკლება ბუნებრივ აირზე (CNG);
- დაგროვებითი სისტემა: ყოველ 1 ლიტრ საწვავზე დამატებით +3 ქულა.
იხილეთ ზუსტი მისამართი რუკაზე.
ამ და სხვა სიახლეების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდსა და Facebook გვერდს.