Back to school საჩუქრები გრინვეისგან
საგზაო მოძრაობის წესების სწავლა ადრეული ასაკიდან, პატარა ნაბიჯებით იწყება, ამიტომ ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი აქტივობა მოვამზადეთ.
რა ელით პატარებს „გრინვეიში“?
- საგზაო უსაფრთხოების ბარათები: ინტერაქტიული თამაში, რომელიც ბავშვებს უსაფრთხოების წესებს მარტივად აცნობს.
- ფერადი სტიკერები
ჩვენი მიზანია, ბავშვებმა საგზაო წესები ადრეული ასაკიდან მარტივად ისწავლონ. ისინი „უსაფრთხოების მცველების“ ამპლუას მოირგებენ და დააკვირდებიან, თუ როგორ მართავ ავტომობილს - იკეთებ თუ არა ღვედს, რთავ თუ არა ციმციმას და უთმობ თუ არა გზას ფეხით მოსიარულეს. ყოველი სწორი ქმედებისთვის კი სპეციალურ სტიკერს დაიმსახურებენ.
გაიარე ტექდათვალიერება მარტივად
მოსვლამდე არ დაგავიწყდეს, რომ შეგიძლია როგორც ტექდათვალიერების თარიღის გადამოწმება, ასევე ვიზიტის ონლაინ დაჯავშნა გრინვეის ვებგვერდზე, რაც პროცესს უფრო მეტად გაგიმარტივებს. ირჩევ სასურველ ლოკაციასა და დროს, სმს-ის სახით კი იღებ ინფორმაციას ჯავშნის დადასტურებაზე. თუ ონლაინ დაჯავშნი და Apple pay / Google pay-ს მეშვეობით გადაიხდი, ადგილზე რიგში დგომაც აღარ მოგიწევს.
გისურვებთ უსაფრთხო და ბედნიერ მგზავრობას თქვენს პატარებთან ერთად!