გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი

გრინვეი 4 წლისაა!

„გრინვეი საქართველო“ 2022 წელს 4 წლის გახდა. კომპანიის ქსელში მომუშავე 300 მაღალკვალიფიციური სპეციალისტით, ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიებით აღჭურვილი 30 სერვის ცენტრით, 1 მილიონ 200 ათასი ჩატარებული ტექინსპექტირებით, ათობით განხორციელებული საინფორმაციო-საზოგადოებრივი კამპანიით, „გრინვეიმ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოში ტექინსპექტირების სფეროს განვითარებაში.

ხელმისაწვდომი სერვისი და საერთაშორისო სტანდარტები

დღეს „გრინვეის“ სერვის ცენტრები ერთი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობენ საქართველოს მოქალაქეებს როგორც თბილისში, ისე - ქვეყნის ყველა რეგიონში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებშიც.

დაფუძნებიდან 2 წელში „გრინვეი“ გახდა ტექინსპექტირების საერთაშორისო ასოციაციის, CITA-ს სრულუფლებიანი წევრი საქართველოდან.

შეცვლილი ცნობიერება და პასუხისმგებლიანი მძღოლები

დღეს „გრინვეი“ საქართველოში ტექინსპექტირების სფეროს ლიდერი კომპანიაა, რომელმაც დაფუძნებიდან 4 წლის თავზე შეძლო შეეცვალა მომხმარებლის ქცევა.

დღეს ავტომობილის შეძენისას თუ ტექინსპექტირების გავლამდე, მოქალაქეთა დიდი ნაწილი ამოწმებს ავტომობილის მდგომარეობას. გაიზარდა პასუხისმგებლიანი მძღოლების რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, ზრდის უსაფრთხოებას და ხელს უწყობს გარემოზე ზრუნვას.

თუ გაინტერესებთ, რეალურად რას ცვლის მძღოლის ყოველდღიურობაში გამართული ტრანსპორტი, იხილეთ ათი სარგებელი რაც მოაქვს ტექინსპექტირებას.

გრინვეი აგრძელებს ზრუნვას თქვენს უსაფრთხოებაზე. 

მადლობას გიხდით ნდობისთვის!

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ბლოგებს.

ასევე ნახე