გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი

700 ათასი ტექინსპექტირებული ავტომობილი და საუკეთესო პროფესიონალების გუნდი - კომპანია „გრინვეი“ 3 წლისაა

2021 წელს კომპანია “გრინვეი საქართველო” სამი წლის გახდა. 

თანამედროვე სამყაროში ტექინსპექტირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიური და საგზაო უსაფრთხოების კუთხით.

ჩვენს ქვეყანაში ტექინსპექტირების რეფორმა 3 წლის წინ დაიწყო. არსებით შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება და გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი შედეგების მომტანი იქნება.

დღეს საქართველოში 1,3 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, მათი დიდი ნაწილი 10 წელზე მეტისაა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში საკმაოდ ბევრი გაუმართავი ავტომობილი მოძრაობს.

რეფორმის პირველი შედეგები

რეფორმის პირველ წელს 800 ათასზე მეტმა ავტომობილმა გაიარა ტექინსპექტირება.  დანარჩენი ავტომობილები გაჩერდა მანამ, სანამ გაიმართებოდა ტექნიკურად, ან უტილიზდა. ამან, სავარაუდოდ, გარკვეულწილად შეამცირა გაუმართავი ტრანსპორტის მოძრაობა გზებზე.

რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ისიცაა, რომ მომხმარებლის ქცევა იცვლება - ავტომობილის შეძენისას მათი ძირითადი მოთხოვნების სიას ემატება გამართული სისტემა, ტექინსპექტირებული ავტომობილები კი მეტი სანდოობით სარგებლობენ.

გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ რა სარგებელი აქვს რეფორმას: ათი სარგებელი რაც მოაქვს ტექინსპექტირებას.

„გრინვეის“ მისია და პროფესიონალთა გუნდი

ჩვენი კომპანია სამი წლის წინ, რეფორმის ამოქმედების პერიოდში შეიქმნა და დღეს საქართველოში ტექინსპექტრების ყველაზე დიდი ცენტრია, რომელიც წარმოდგენილია  30 ფილიალით თბილისსა და რეგიონებში.

გვჯერა, რომ ძალიან დიდი როლი გვაკისრია ქვეყანაში საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ჩვენი მისია და მთავარი ამოცანაა, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ამაღლებაში და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაში.

პირველივე დღიდან, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ კომპანიის შექმნაში მონაწილეობდა, გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა არა მარტო წარმატებით შევასრულოთ კანონით დადგენილი ყველა პარამეტრი, არამედ თითოეულ მოქალაქეს გავაცნოებიერებინოთ ტექინსპექტირების მნიშვნელობა.

შესაბამისად, ამ 3 წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ავტომფლობელების ცნობიერების ამაღლებაში - არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩავატარეთ, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში, დაბებში და სოფლებში. ადამიანებს სწორ ინფორმაციას ვაწვდიდით ტექინსპექტირების აუცილებლობაზე და სიკეთეებზე.

გრინვეის ინიციატივით, დაფუძნდა კავშირი „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“, რომელიც აერთიანებს ბაზრის ძირითად მოთამაშეებს და მათთან ერთად სისტემატიური მუშაობა მიმდინარეობს რეფორმის ეფექტიანობის გაზრდისთვის.

იმისათვის, რომ ზუსტად იცოდეთ, თუ რას ამოწმებენ ჩვენი სპეციალისტები, იხილეთ ყველაფერი, რაც მოწმდება ტექინსპექტირებისას. 

საერთაშორისო სტანდარტები და გამოცდილება

გრინვეი ერთადერთი კომპანიაა საქართველოს ტექინსპექტირების ბაზარზე, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით ოპერირებს. ჩვენი პარტნიორია ევროპაში წამყვანი კომპანია ტექინსპექტირების სფეროში - Applus+.

თავიდანვე, სწორედ Applus-თან ერთად დავნერგეთ სერვისის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც ერთნაირია ჩვენი 30-ივე ფილიალისთვის. ჩვენმა წამყვანმა ტექნიკურმა პერსონალმა სპეციალური ტრეინინგები გაიარა ესპანეთში, Applus-ის ბაზაზე. ამ კომპანიის დახმარებით, გრინვეიში ყოველწლიურად ტარდება აუდიტი და ტრენინგები ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.  

ამ ყველაფერმა შეუწყო ხელი იმას, რომ დაფუძნებიდან მეორე წელს ჩვენი კომპანია გახდა ტექინსპექტირების სართაშორისო ასოციაციის CITA-ს სრულუფლებიანი წევრი.

პანდემიის გამოწვევები და ადაპტაცია

პანდემიამ, როგორც ყველა ინდუსტრიაზე, ჩვენს სფეროზეც ძალიან უარყოფითად იმოქმედა. 2020 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, ფაქტობრივად შეჩერებული იყო ავტომობილების გადაადგილება. ამ პერიოდში ჩვენი ინდუსტრიაც თითქმის სრულად გაჩერდა. მომდევნო პანდემიურ ტალღებზეც მკვეთრად ეცემოდა ავტომობილების ნაკადი.

თუმცა, მოკლე პერიოდში შევძელით ახალ რეალობასთან ადაპტაცია და პანდემიის პერიოდში გადავედით სრულიად ახალ მართვის მოდელზე, რაც გულისხმობდა შეზღუდული რესურსებით ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნებას. სათავო ოფისი გადავიდა დისტანციურ მართვაზე, ხოლო ფილიალის თანამშრომლები - ცვლებში მუშაობაზე, რათა მინიმუმამდე დაგვეყვანა ინფექციის გავრცელების საფრთხე როგორც თანამშრომლებში, ისე - მომხმარებლებში.

ჯამში, პანდემიის პერიოდში თითქმის 40%-ით შემცირდა მომართვიანობა, თუმცა გრინვეიმ მინიმალური დანაკარგებით შეძლო ამ რთული პერიოდის გადალახვა და  დღეს კომპანია კვლავ დინამიურად ვითარდება.

უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა

როგორც მაღალი პასუხიმგებლობის მქონე კომპანია, გრინვეი განსაკუთრებით ზრუნავს თანამშრომლებისა და მომხმარებლების  ჯანმრთელობაზე. ამ კუთხით, თავიდანვე მაქსიმალური ზომები მივიღეთ: გადავამზადეთ თანამშრომლები, გავაძლიერეთ სანიტარული ნორმების კონტროლი, ვიცავდით და ვიცავთ ყველა იმ დადგენილ რეგულაციას, რაც მოწოდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ.

შესაბამისად, ჩვენს ფილიალებში პირველივე დღეებიდან მკაცრად დაცულია კოვიდ-უსაფრთხოების ნორმები. გარდა სტანდარტული წესებისა, როგორიცაა პირბადე, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანები, ავტომობილის ტექინსპექტირებისას ვიყენებთ პოლიეთილენის ერთჯერად შალითებს, რათა ინსპექტორი არ შეეხოს ავტომობილის სალონს და მომხმარებელს ჰქონდეს დაცულობის განცდა.

შედეგად, ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ პანდემიის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ჩვენს არც ერთ ერთ სერვის-ცენტრში კოვიდის გავრცელების  შიდა გადაცემის თუ მომხმარებლის ინფიცირების შემთხვევები არ ყოფილა.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ და გვჯერა, რომ პანდემიას მხოლოდ ვაქცინაციით დავამარცხებთ. ამ საქმეში კი პასუხისმგებლიანი ბიზნესის მისიაა, იყოს წამხალისებელი და მამოტივირებელი ადამიანებისთვის, რომ გამოიყენონ ვაქცინა, როგორც მეცნიერების მიღწევა და ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს პანდემიის დამარცხებაში. უკვე დავიწყეთ აქტიური შიდა კამპანია, რომლის მიზანია, უმოკლეს დროში გრინვეის პერსონალის აბსოლუტური უმრავლესობა იყოს სრულად ვაქცინირებული.

გარდა ამისა, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად,  დავიწყეთ გარე კამპანიაც და ვაქცინირებულ მომხმარებლებს ვთავაზობთ სპეციალურ სასაჩუქრე ნაკრებს - ავტომობილის მოვლისთვის საჭირო პროდუქციის ვაუჩერებს, ფასდაკლებებს სხვადასხვა კლინიკებსა და ლაბორატორიებში, მათ შორის კოვიდთან დაკავშირებულ კვლევებზე.

„გრინვეის“ განვითარების გზა

გრინვეიმ პირველივე დღიდან აირჩია ინსტიტუციონალური განვითარების გზა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შედგა, როგორც ჯანსაღი ინსტიტუცია - თავისი მისიით, სტრატეგიული ხედვით, გრძელვადიანი მიზნებით და კორპორაციული მართვის ინსტრუმეტებით. სწორედ ამან შეუწყო ხელი სტარტაპ ეტაპზევე მის ბაზრის ლიდერად ქცევას.

გრინვეიმ ამ სფეროს საუკეთესო პროფესიონალებს მოუყარა თავი და „გრინვეელი“ დღეს ნიშნავს მკაფიო პროფესიულ სტანდარტს, მყარ ფასეულობებს და ჩამოყალიბებულ კორპორაციულ კულტურას, რაც 250-ზე მეტ ადამიანს ერთ გუნდად აერთიანებს.

ურთულეს ვითარებაში გრინვეიმ შეძლო სწრაფი და მდგრადი განვითარების წარმატებული ისტორია ეჩვენებინა. სამი წლის წინ ჩვენ ამ სფეროში ყველაზე დიდი ინვესტიცია - 54 მილიონი ლარი ჩავდეთ და ფაქტობრივად, ცარიელი ფურცლიდან ავაწყეთ ბიზნესი. დღეს გრინვეი არის ტექინსპექტირების ყველაზე ფართო ქსელი, ყველაზე მრავალრიცხოვანი, გადამზადებული ტექნიკური პერსონალით და ყველაზე მეტი, 700 ათასამდე ტექინსპექტირებული ავტომობილით.

მადლობა თითოეულ მომხმარებელს, რომელიც ირჩევს პასუხისმგებლობას და ჩვენთან ერთად ქმნის უკეთეს მომავალს.

ასევე ნახე