გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
მარ 02, 2026

10 რამ, რაც უნდა იცოდე ტექინსპექტირებაზე

ტექინსპექტირების თარიღის მოახლოებასთან ერთად ავტომფლობელებს გარკვეული კითხვები უჩნდებათ. ამ ბლოგში სწორედ ასეთ შეკითხვებს გავცემთ პასუხს:

1. აღარ არის საჭირო ინსპექტირების თარიღის დამახსოვრება. საიტზე greenway.ge შემოსვლისთანავე, სპეციალურ ველში ავტომობილის ნომრის მითითებით, მომენტალურად გაიგებ თუ როდის გიწევს გეგმიური ტექინსპექტირება.

2. იმისათვის, რომ რიგში დგომა არ მოგიწიოს, შეგიძლია ვიზიტი წინასწარ, მარტივად დაჯავშნო ვებ-გვერდზე.

3. ჯავშნისას გადახდის შემთხვევაში აღარ დაგჭირდება დამატებითი კომუნიკაცია ადგილზე. საჭიროა მხოლოდ ტექპასპორტი და ავტომობილის გასაღები.

4. ფილიალში მისვლისას არ ეცადო ავტომობილის ცენტრში თავად შეყვანას - ეს ინსპექტორის მოვალეობაა.

5. ტექინსპექტირების საფასური განსხვავდება ავტომობილების ტიპების მიხედვით: მსუბუქი - 60₾, სატვირთო ან სამგზავრო - 100₾, მისაბმელი - 60₾, ელექტრომობილი - 48₾.

6. თუ ვერ ახერხებ თავად მანქანის მოყვანას, შეიძლება სხვამ მოიყვანოს შენი ავტომობილი.

7. თუ ავტომობილის გამოშვებიდან არ გასულა 4 წელი, ტექინსპექტირების ჩატარება აუცილებელი არ არის.

8. თუ ავტომობილი ჯერ არ გამხდარა 8 წლის, მაშინ ორ წელიწადში ერთხელ დასჭირდება ინსპექტირება. ხოლო თუ უკვე 8 წლის გახდა, მაშინ ინსპექტირების გავლა ყოველ წელს მოუწევს.

9. ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად დაჯარიმდებით, ჯარიმებს ტექინსპექტირების კომპანია არ წერს.

10. თუკი ტექინსპექტირების წინ შფოთვას განიცდი, მარტო არ ხარ. დღეში ათასობით ავტომფლობელი გადის იგივე პროცესს, თუმცა, სანერვიულო არაფერია. ტექინსპექტირებით გარემოსა და ჩვენი გარშემო მყოფების უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ.

თუ გინდა, რომ ვიზიტისას თავიდან აირიდო ხარვეზები, წინასწარ გაეცანი ბლოგს - რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას.

მეტ ინფორმაციას ვებ-გვერდზე, ხშირად დასმულ შეკითხვებში გაეცნობი.

გისურვებთ უსაფრთხო და სასიამოვნო მგზავრობას !

ასევე ნახე