star icon

შეთავაზებები

დასრულებული

დასაჩუქრდი ADR და ECMT შესაბამისობის ოქმის მიღებისას

,,გრინვეი'' აგრძელებს საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისა და კომპანიების მხარდაჭერას.
თუ შენს სატრანსპორტო საშუალებას ADR და ECMT შესაბამისობის ოქმის მიღება სჭირდება (საერთაშორისო და სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის), გრინვეის სამ ფილიალში აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისას, საჩუქრად მიიღებ “ამბოლის” ვაუჩერს სპეციალური ფასდაკლებებით:
  • სატვირთო ავტომობილების საბურავებზე - 6% ფასდაკლება;
  • სატვირთო ავტომობილის ხუნდებზე, აკუმულატორებსა და ზეთებზე - 12% ფასდაკლება.
შეთავაზება მოქმედებს 2023 წლის 20 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით.
რა არის ADR და ECMT სტანდარტები?
ADR და ECMT წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც არეგულირებს ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას. ADR არის ევროპული შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს სახიფათო ტვირთების საგზაო ტრანსპორტირების წესებს და მოიცავს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობას, აღჭურვილობასა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. ECMT კი ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის სისტემაა, რომელიც ადგენს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდი სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელების ტექნიკურ და ეკოლოგიურ შესაბამისობას. ორივე შემთხვევაში, შესაბამისობის ოქმის ან სერტიფიკატის მისაღებად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა.
ADR და ECMT-ს შესახებ შეგიძლია გაიგო მეტი ბლოგში-საერთაშორისო საავტომობილო და სახიფათო ტვირთების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირება
მომსახურება და საჩუქრები მიიღე შემდეგ ფილიალებში:
გაიგე მეტი arrow-right icon
დასრულებული

საჩუქრები გრინვეის ახალი ფილიალში - რუსთავის გზატკეცილზე

2022 წლის მიწურულს ჩვენს ქსელს კიდევ ერთი, რიგით 31-ე სერვის ცენტრი შეემატა. მომსახურებას უკვე რუსთავის გზატკეცილზე, მაკდონალდსის მიმდებარედ შეძლებთ. სანამ გვესტუმრებით, წინასწარ შეგიძლიათ გაიგოთ თუ რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას.

საჩუქრები სტუმრობისას

22 თებერვლიდან რუსთავის გზატკეცილის ფილიალში მოსულ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ თავად აირჩიონ სასურველი საჩუქარი ჩამონათვალიდან:

  • ტექინსპექტირების ვაუჩერი გრინვეისგან;
  • რეცხვის ვაუჩერი გრინვოშისგან;
  • საწვავი სოკარისგან;
  • ფასდაკლება ზეთებსა და ხუნდებზე ამბოლისგან.

განსაკუთრებული შეთავაზება პირველადი ტექდათვალიერებისას

თუ რუსთავის გზატკეცილის ფილიალს პირველადი ტექდათვალიერებისთვის ეწვევით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად დამატებით საჩუქრებს გიმზადებთ.

ავტომობილის შემოწმების შემდეგ, თქვენ საჩუქრად გადმოგეცემათ:

  1. გემრიელი ყავა - ვეი მარტისგან;
  2. ენერჯი ქარდი - სოკარისგან, რომელიც სპეციალური პირობებით სარგებლობის საშუალებას მოგცემთ. 

რას გთავაზობთ ენერჯი ქარდის განსაკუთრებული პირობები?

  • 6-თეთრიანი ფასდაკლება ყველა ტიპის საწვავზე (ბენზინი/დიზელი);
  • 10-თეთრიანი ფასდაკლება ბუნებრივ აირზე (CNG);
  • დაგროვებითი სისტემა: ყოველ 1 ლიტრ საწვავზე დამატებით +3 ქულა.

იხილეთ ზუსტი მისამართი რუკაზე.

ამ და სხვა სიახლეების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდსა და Facebook გვერდს.

გაიგე მეტი arrow-right icon