USAID-სა და გრინვეის თანამშრომლობა
ტექინსპექტირების რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კადრების მოსამზადებლად, „გრინვეი საქართველომ“ USAID-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში:
- შემუშავდება სპეციალური სასწავლო მოდულები და პროგრამები;
- შეიქმნება სრულიად ახალი, მოთხოვნადი პროფესია - „ავტომობილების ტექნიკური ინსპექტორი“;
- გადამზადდებიან ტრენერები, რომლებიც ევროპული გამოცდილების დანერგვას თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფენ.
რეფორმის განმტკიცება და ერთიანი მიდგომა
პროექტის ერთ-ერთი მთავარი და გლობალური მიზანი ტექინსპექტირების სტანდარტის ამაღლებაა. აკადემია ხელს შეუწყობს ერთიანი, მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვას ყველა მომავალი თუ უკვე არსებული ტექნიკური ინსპექტორისთვის. ეს კი, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება საგზაო უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხზე.
პროექტის ვადები
პროექტი 2024 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება, თუმცა შექმნილი ინფრასტრუქტურა, სასწავლო მოდულები და „გრინვეი აკადემია“ გრძელვადიან პერსპექტივაში გააგრძელებს სფეროს განვითარებასა და პროფესიონალი კადრების აღზრდას.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებისათვის თვალი ადევნეთ ვებ-გვერდზე ჩვენს ბლოგებს.