გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი საიტი
თებ 21, 2023

დასაჩუქრდი გრინვეის ახალ ფილიალში

დასაჩუქრდი გრინვეის ახალ ფილიალში
2022 წლის მიწურულს გრინვეის კიდევ ერთი, 31-ე სერვის ცენტრი შეემატა. მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინებით, რუსთავის გზატკეცილზე ახალი ფილიალი გაიხსნა,  მაკდონალდსის მიმდებარედ, რათა მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული ყოფილიყო. 
ახალი ფილიალი მომხმარებლებს სრულფასოვან და გრინვეისთვის დამახასიათებელ, მაღალი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. ტექინსპექტირების პროცესი მოიცავს ავტომობილის ძირითადი უსაფრთხოების სისტემების შემოწმებას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო მგზავრობას თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. დეტალურად შეგიძლია ნახო ბლოგში - რა და რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას.
საჩუქარი ყველა მომხმარებელს
22 თებერვლიდან, რუსთავის გზატკეცილის ფილიალში მოსულ ყველა მომხმარებელს, საშუალება ექნება თავად აირჩიოს საჩუქარი:
  • ტექინსპექტირება გრინვეისგან;
  • რეცხვის ვაუჩერი გრინვოშისგან;
  • საწვავი სოკარისგან;
  • ფასდაკლება ზეთებსა და ხუნდებზე ამბოლისგან.
გელით ახალ ფილიალში!
გრინვეის შესახებ ახალი ამბებისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თვალ-ყური ადევნეთ ჩვენს ვებ–საიტსა და Facebook გვერდს.

ასევე ნახე