ზაფხულის კამპანია - „გრინვეი ყველგანაა„ გრძელდება - ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა
02 August, 2019

ზაფხულის კამპანია - „გრინვეი ყველგანაა“ გრძელდება, ამჯერად კომპანიის ხელმძღვანელობამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ლევან ლიპარტიას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სს „გრინვეი საქართველო“ ორ სერვისცენტრს ფლობს და გადასატან სადგურს, ერთ სერვისცენტრი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მეორე კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მობილუირი ხაზი კი ამ ეტაპზე, ასპინძანშია განლაგებული. „გრინვეი საქართველომ“ რეგიონში უკვე განახორციელა 2.1 მილიონი ლარის ინვესტიცია, შეიქმნა 16 ახალი სამუშაო ადგილი.

 

სტუმრები ასევე გაეცნენ ტექნიკური ინსპექტირების სამუშაო პროცესს და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობა შეაფასეს.

 

სს „გრინვეი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ზაფხულის კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა გააცნო. სს „გრინვეი საქართველოს“  მოსახლეობას 16 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ორთვიან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. პროგრამაში ჩართული სტაჟიორები ტექნიკური ინსპექტირების  სერვის ცენტრებში გაივლიან ორთვიან უფასო სტაჟირებას. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ. სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე: https://www.umartivesad.ge/ka/news/stajireba-grinveishi

 

სსგრინვეი საქართველოავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის 10 სერვის ცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასევე, ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის, სადაც ტექნიკური ინსპექტირების მუდმივი ცენტრები არ არის, კომპანია გადასატან ტექინსპექტირების სადგურებს ფლობს.

 

სსგრინვეი საქართველოსპარტნიორია ესპანური ტექნიკური ინსპექტირების ბრენდი „Applus“, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. სწორედ, ესპანური გამოცდილების გათვალისწინებით მოეწყო ტექინსპექტირების ქსელი საქართველოში დაგრინვეიმთელი საქართველოს მაშტაბით მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

 

კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 53 მლ ინვესტიცია და შექმნა 370 სამუშაო ადგილი.