ყველაფერი ტექინსპექტირების შესახებ (ნაწილი 1)
04 March, 2022

ავტომფლობელებს ხშირად ბევრი კითხვა გააჩნიათ ტექინსპექტირების შესახებ. იმისათვის, რომ ინსპექტირებისთვის მოემზადოთ და თავიდან აიცილოთ დაბნეულობა, ქვემოთ იხილავთ ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რაც შეიძლება დაგებადოთ.

 

რა მოწმდება ტექდათვალიერებისას?

 

  • სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;

  • სამუხრუჭე აღჭურვილობა;

  • საჭით მართვის სისტემა;

  • ხილვადობა;

  • ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;

  • ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;

  • შასი და მისი შემადგენლები;

  • სხვა მოწყობილობები;

  • უარყოფითი ზემოქმედება;

  • დამატებითი ტესტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

 

რა საბუთებია საჭირო ტექ.დათვალიერებისთვის ?

 

ტექ.დათვალიერებისას წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტები:

 

  • ავტომობილის ტექ.პასპორტი (არ ქონის შემთხვევაში ფოტო ან ასლი)

  • პირადობის მოწმობა (სასურველია)

  • გაზის საბუთი (იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი მუშაობს გაზზე/თხევად გაზზე)

 

რა პერიოდულობით უნდა ჩაუტარდეს ჩემს ავტომობილს ტექ.ინსპექტირება?

 

თუ თქვენ ავტომობილს უკვე შეუსრულდა 4 წელი, მაგრამ ჯერ არ გამხდარა 8 წლის, მაშინ ორ წელიწადში ერთხელ დასჭირდება ინსპექტირება. ხოლო თუ თქვენი ავტომობილი უკვე 8 წლის გახდა, მაშინ ინსპექტირების გავლა ყოველ წელს მოგიწევთ .

 

ახალ ავტომობილებს სჭირდება ტექ.დათვალიერება?

 

თუ ავტომობილის გამოშვებიდან არ გასულა 4 წელი, ტექ.დათვალიერების ჩატარება აუცილებელი არ არის.

აღნიშნული ინფორმაცია ეხება მსუბუქ ავტომობილებს.

 

განბაჟებიდან რამდენ ხანში უნდა ჩავუტარო ავტომობილს ტექ.დათვალიერება ?

 

ავტომობილს განბაჟებიდან 30 კალენდარული დღე ენიჭება ტექ.დათვალიერების ჩასატარებლად.

 

 

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ვერ გავიარე ტექ. ინსპექტირება?

 

თუ თქვენი ავტომობილი პირველად ინსპექტირებაზე დახარვეზდა, მოგენიჭებათ 30 კალენდარული დღე, ამ 30 დღის განმავლობაში გამოსწორებული ხარვეზით შეგიძლიათ მობრძანდეთ გრინვეის ნებისმიერ ფილიალში და განმეორებითი ტექ.დათვალიერება გაიაროთ უფასოდ.

 

 

ჩემი მანქანა დახარვეზდა და 30 დღეში რამდენჯერმე შემიძლია მოვიდე უფასოდ?

 

განმეორებითი ინსპექტირება უფასოა 30 კალენდარულ დღეში მხოლოდ ერთხელ.

 

რა მოწმდება განმეორებითი ინსპექტირების დროს?

 

განმეორებითი ინსპექტირების დროს ავტომობილი მოწმდება იმ დეტალებზე, რაზეც დახარვეზდა. თუ პირველადი ინსპექტირების დროს მაყუჩი იყო დახარვეზებული, განმეორებით ვიზიტზე შემოწმდება გამონაბოლქვზეც. ასევე მოწმდება სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური მხარე.

 

 

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ განმეორებით ინსპექტირებაზეც დახარვეზდება ჩემი ავტომობილი?

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ავტომობილი განმეორებით ინსპექტირებაზეც დახარვეზდა, იმისათვის რომ არ დაჯარიმდეთ, შეგიძლიათ იმავე დღეს პირველადი ინსპექტირება ჩაუტაროთ თავიდან და კიდევ 30 დღე მოგენიჭებათ ხარვეზების გამოსასწორებლად .

 

 

თუ 30 დღეში ვერ მოვასწარი ხარვეზის გამოსწორება და 31-ე დღეს მოვედი მოგვარებული პრობლემით, თანხა მაინც გადასახდელი მექნება?

 

განმეორებითი ინსპექტირება უფასოდ მხოლოდ 30 კალენდარული დღის განმავლობაში ხორციელდება, შესაბამისად 31-ე დღეს მოგიწევთ თანხის გადახდა.

 

 

პირველადი ინსპექტირება სხვა კომპანიაში გავიარე და დავხარვეზდი, გრინვეიში რომ მოვიდე განმეორებითზე უფასოდ გავივლი?

 

განმეორებითი ინსპექტირება 30 დღის განმავლობაში უფასოდ გეკუთვნით მხოლოდ იმ კომპანიის ფილიალებში , რომელშიც გაიარეთ პირველადი ინსპექტირება. შესაბამისად, გრინვეიში თუ მოხვალთ, გადაიხდით ტექდათვალიერების ღირებულებას.

 

 

განმეორებით ინსპექტირებაზე გრინვეის სხვა ფილიალში რომ მივიდე შეიძლება?

 

დიახ, განმეორებით ინსპექტირებაზე გრინვეის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ მობრძანდეთ (უფასოდ) , მიუხედავად იმისა, პირველადი ინსპექტირება რომელ ფილიალში ჩაუტარეთ ავტომობილს.

 

 

განმეორებითის ბოლო დღე მაქვს და ვერ ვახერხებ მოსვლას (ნაწილი ვერ ჩამოვიდა , ვერ მოვასწარი გაკეთება და ა.შ) და რო გადამივადოთ შეიძლება ?

 

სამწუხაროდ გადავადება კანონის ფარგლებში არ ხდება , უნდა გაიაროთ შესაბამის ვადებში ან თავიდან გაიაროთ პირველადი ინსპექტირება.

 

 

რამდენ ხანს გრძელდება ტექ.დათვალიერების პროცესი ?

 

სრულ შემოწმებას დაახლოებით 15-20 წუთი სჭირდება.

 

 

შეიძლება თუ არა ტექინსპექტირების პროცესზე დასწრება?

 

თქვენი უსაფრთხოების მიზნით, საინსპექციო სივრცეში შესვლა აკრძალულია, თუმცა შეგიძლიათ მოსაცდელი ოთახის გამჭირვალე შუშებიდან თვალი ადევნოთ თქვენი ავტომობილის ინსპექტირების სრულ პროცესს.

 

 

რა ღირს ავტომობილების ტექინსპექტირება?

 

  • მსუბუქი ავტომობილი - 60 ლარი

  • სატვირთო ან სამგზავრო ავტომობილი - 100 ლარი

  • მისაბმელი - 60 ლარი

  • ელექტრომობილი- 48 ლარი.

ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტურია.

 

 

როგორ ხდება გადახდა?

 

გრინვეის ფილიალებში ადგილზე გადახდა შესაძლებელია:

 

  • ნებისმიერი პლასტიკური ბარათით (მათ შორის American Express)

  • სწრაფი გადახდის აპარატით.

ბარათით გადახდის შემთხვევაში ანგარიშიდან გეჭრებათ ზუსტად 60, 48 ან 100 ლარი (ავტომობილის კატეგორიის შესაბამისად ).

თუ ნაღდი ანგარიშსწორება გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სწრაფი გადახდის აპარატი. ამ შემთხვევაში, ინსპექტირების საფასურს დაემატება საკომისიო. მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში აპარატში უნდა შეიტანოთ 60 +1 ლარი, სატვირთოს შემთხვევაში 100 + 2 ლარი, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში 48 + 1ლარი ( გაითვალისწინეთ , რომ ეს თანხა უნდა იქონიოთ ზუსტად , რადგან ადგილზე გრინვეის პერსონალს თანხის დახურდავების უფლება არ აქვს).

თუ გსურთ თანხის წინასწარ გადახდა , ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თანხა გადაიხადოთ :

  • ინტერნეტბანკით

  • გრინვეის საიტის მეშვეობით დაჯავშნის დროს

  • სხვა ნებისმიერ ლოკაციაზე მდებარე სწრაფი გადახდის აპარატით.

ამ შემთხვევაში აუცილებელია ადგილზე იქონიოთ გადახდის ქვითარი .

 

 

ტექ.პასპორტის გარეშე ვერ გავივლი ტექ.დათვალიერებას ?

 

იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ ორიგინალი ტექ.პასპორტი, იმისათვის რომ გაიაროთ ტექ.დათვალიერება უნდა გქონდეთ ტექ.პასპორტის ფოტოები ან ქსერო-ასლი.

 

 

შეიძლება ჩემი ავტომობილი სხვამ მოიყვანოს ტექინსპექტირებაზე?

 

ავტომობილის მოყვანა ტექ.დათვალიერებაზე ნებისმიერ პირს შეუძლია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს პირი ავტომობილის მფლობელი, მთავარია თან იქონიოს ავტომობილის ტექ.პასპორტი, ტექპასპორტის ასლი ან ფოტოსურათი.

 

 

რომელ სატრანსპორტო საშუალებებს არ უწევს ტექინსპექტირება?

 

  • 3500 კგ-მდე მისაბმელებს, მოტოციკლებს და L კატეგორიის (მოტოციკლებს, მოპედებს, სკუტერებს, კვადროცოკლებს, ტრიციკლებს) სატრანსპორტო საშუალებებს:

  • ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (გამოშვებული 1960 წლამდე);

  • სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ექსპლუატაცია მფლობელის მიერ დროებით შეჩერებულია

  • მსუბუქ სამგზავრო ავტომობილებს, რომლების გამოშვებიდან 4 წელი არ არის გასული;

  • სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს;

  • ავტომობილებს, რომლებსაც საქართველოში ჯერ არ გაუვლიათ დადგენილი წესით რეგისტრაცია (ტრანზიტული, განუბაჟებელი, უცხო ნომრებზე და ა.შ...).

  •  

 

გაზის საბუთი თხევადი გაზის შემთხვევაშიც მჭირდება ?

 

დიახ, 2020წლის 1 იანვრიდან აუცილებელია გამართულობის სერთიფიკატი თხევად გაზზე.

 

 

გაზზე მომუშავე ავტომობილების შემთხვევაში რა ხდება?

 

ჩვენს სერვის ცენტრებში ავტომობილების გაზის სისტემის შემოწმება არ ხდება . შესაბამის ცენტრში შეამოწმებინებთ გაზის სისტემას, შემდეგ კი წარმოადგენთ სისტემის გამართულობის სერტიფიკატს გრინვეიში.

 

 

ჩემი ავტომობილი გაზზე მუშაობს , თუმცა გაზის საბუთის აღება ვერ მოვასწარი , ამის გამო დავხარვეზდები?

 

დიახ, თუ თქვენი ავტომობილი მუშაობს გაზზე აუცილებელია წარმოადგინოთ გაზის საბუთი , წინააღმდეგ შემთხვევაში დახარვეზებით და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად მოგენიჭებათ 30 კალენდარული დღე .

 

 

ჩემი ავტომობილი გაზზე მუშაობს , თუმცა ტექ.პასპორტში ეს ინფორმაცია არაა მითითებული , ამის გამო ვერ გავივლი ტექ.დათვალიერებას?

 

აუცილებელია, რომ ტექ.პასპორტში მითითებული ინფორმაცია შეესაბამებოდეს ავტომობილის მდგომარეობას , შესაბამისად თუ თქვენი ავტომობილი გაზზე მუშაობს და ეს ტექ.პასპორტში მითითებული არაა, ეს იქნება ხარვეზის საფუძველი , რომელიც 30 დღის განმავლობაში შეგიძლიათ გამოასწოროთ .

 

 

მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილები როგორ გაივლიან ტექინსპექტირებას?

 

თუ ავტომობილი საქართველოში რეგისტრირებულია 2020 წლის 1 აპრილამდე და მას საჭე უკვე გადატანილი აქვს, ის არ დახარვეზდება ამ მიზეზის გამო.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2020 წლის 1 აპრილიდან და ამის შემდეგ მოხდა მათზე საჭის გადატანა, ტექინსპექტორებას ვერ გაივლიან.

ასევე, დახარვეზდება ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც 2020 წლის 1 აპრილიდან გაიარეს ტექინსპექტირება, ანგარიშში დაფიქსირდა მათი საჭის მდებარეობა და ამის შემდეგ მოხდა საჭის გადატანა.

 

კატალიზატორი სავალდებულოა ტექ.დათვალიერების გავლისას ?

 

2020 წლის 1 აპრილამდე საქართველოში პირველად რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კატალიზატორი არ არის სავალდებულო.

2020 წლის 1 აპრილის შემდეგ საქართველოში პირველად რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კატალიზატორი სავალდებულოა.

 

 

ტექ.დათვალიერების დაჯავშნა აუცილებელია ?

 

ზოგადად, ჯავშანი აუცილებელი არ არის , ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან ტექ.დათვალიერების გასავლელად.

 

 

დაჯავშნილი მაქვს ვიზიტი და ჩემს დაჯავშნილ დროზე რომ მივალ ადგილზე რიგი რომ იყოს , ეს რიგი ხომ არ მეხება , ანუ ხო იმ კონკრეტულ დროს მივიღებ მომსახურებას?

 

დიახ, თუ რამე შეფერხება არაა აუცილებლად მიიღებთ კონკრეტულ დროს მომსახურეობას, უპირატესობა ყოველთვის ენიჭება დაჯავშნილ ავტომობილს.

იმ შემთხვევაში თუ შეფერხებაა, ან პიკები , შესაძლებელია ადგილზე ცოტახანი მოგიწიოთ ლოდინი. პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გრინვეის ცხელ ხაზს : 032 2 99 77 77

 

 

8-ს რომ 15 აკლია ამ დროს მაქვს დაჯავშნილი ვიზიტი , მაგვიანდება და 8 ზე რომ მოვიდე დამელოდებიან ?

 

ამ შემთხვევაში პირველ რიგში დაუკავშირდით გრინვეის ცხელ ხაზს 032 2 99 77 77, თუ ზუსტად 8 - ზე მიხვალთ, გაგიფრთხილებთ ცენტრს და თუ ბევრი მანქანა არაა აუცილებლად დაგელოდებიან.

 

 

წინასწარ რომ ჩაგირიცხოთ თანხა/დავჯავშნო ვიზიტი მაინც დავჯარიმდები?

 

თანხის ჩარიცხვა ან ვიზიტის დაჯავშნა და ტექდათვალიერების ჯარიმა ერთმანეთთან კავშირში არაა, ინფორმაცია შსს-ში იგზავნება უკვე გავლილ ტექდათვალიერებაზე და არა თანხის ჩარიცხვაზე. ამიტომ ეცადეთ დროულად გაიაროთ ტექდათვალიერება.

 

 

სად შეიძლება გადავამოწმო ტექ.ინსპექტირების ჯარიმა თუ მიფიქსირდება?

 

ჯარიმა შეგიძლიათ გადაამოწმოთ საპატრულო პოლიციის საიტზე (police.ge) ან დაუკავშირდეთ მათ ცხელ ხაზს : 032 2 41 42 42

 

 

ავტომობილი გადმოვიფორმე და ნომერი შევცვალე და თავიდან უნდა ჩავუტარო ტექ.დათვალიერება ?

 

ტექ.დათვალიერების თარიღი ენიჭება ავტომობილის ვინ კოდს და არა ნომერს , შესაბამისად გადაფორმების და ახალი ნომრის აღების შემთხვევაში ტექ.დათვალიერების თავიდან ჩატარება არ მოგიწევთ . გადაყვება იგივე ტექ.დათვალიერების ვადა , რაც ქონდა წინა ნომრით.

 

 

ვარ იურიდიული პირი/ინდმეწარმე , მინდა რომ ჩემი კომპანიის ავტომობილებს თქვენთან ჩავუტარო ტექ.დათვალიერება , როგორ მოვიქცე?

 

ამ შემთხვევაში შესაძლებელია გრინვეისთან ხელშეკრულების გაფორმება , დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 032 2 99 77 77.

 

 

საბარგული დაცლილი უნდა იყოს ტექ.დათვალიერების დროს?

 

დიახ, სასურველია საბარგული იყოს დაცლილი.

 

 

ტექ.დათვალიერების ოქმი დავკარგე და სად შეიძლება თავიდან ავიღო ?

 

თუ თქვენს ავტომობილს ტექ.დათვალიერება გრინვეიში აქვს გავლილი , შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 032 2 99 77 77, ოქმი ან ელექტრონულად გადმოგეგზავნებათ ან აიღებთ გრინვეის ნებისმიერ ფილიალში.

 

 

წინა ტექ.დათვალიერების ოქმი დავკარგე და ამის გარეშე შევძლებ ტექ.დათვალიერების გავლას ?

 

დიახ, თქვენი ავტომობილის ინსპექტირების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენთან ელექტრონულად ფიქსირდება , შესაბამისად წინა ინსპექტირების ოქმის წარმოდგენა აუცილებელი არ არის.

 

 

შარშან თქვენთან გავიარე ინსპექტირება და გაზის საბუთი დავკარგე , თავიდან რომ არ ავიღო შენახული არ გექნებათ?

 

გაზის საბუთის წარმოდგენა ყოველი ტექ.დათვალიერების დროს აუცილებელია .

 

 

სამუშაო საათები:

 

თბილისის ფილიალები

ორშაბათი- პარასკევი : 09:00-20:00

შაბათი : 10:00 – 18:00

კვირა : 10:00-15:00

 

რეგიონის ფილიალები

ორშაბათი- პარასკევი : 09:00-18:00

შაბათი : 10:00 – 15: 00

 

ფილიალების მისამართები

 

თვალი ადევნეთ გრინვეის ბლოგს, სადანაც ბევრ სიახლესა და საჭირო ინფორმაციას მიიღებთ.